არტ–დეკო: საკულტო სტილის 5 მაგალითი, რომელმაც არქიტექტურაში ხელშესახები კვალი დატოვა

იმის მიუხედავად, არქიტექტურის და ხელოვნების ნიმუშების მცოდნე თუ მოყვარული ხართ, ალბათ, არტ–დეკოს მიმართულების დიზაინერულ შემოქმედებას უშეცდომოდ გამოიცნობთ. ეს საკულტო სტილი „მძვინვარე 20-იანებს“ და „დიდი გეტსბის“ ესთეტიკას მჭიდროდ უკავშირდება, რომელსაც ელეგანტური ფორმის მკაფიო ხაზები, მზის სხივების აბსტრაქტული გამოსახულება, ფუფუნება, სოლიდურობა და გლამური ახასიათებს.

არტ–დეკოს სტილი: წარმოშობა და შთამბეჭდავი თავისებურებები

გასული საუკუნის 20-იან წლებში საფრანგეთში გაჩნდა ახალი მიმართულება, რომელიც წარმატებასთან, სიმდიდრესა და კარგ გემოვნებასთან ასოცირდება და მიიღო სახელი Art Deco (არტ–დეკო). კლასიკური ხელოვნების ელემენტების მოდერნიზმთან გონივრული და ჰარმონიული კომბინაცია, ეთნიკური მოტივები, გლამურული ხიბლი – ამ ყველაფერმა პოპულარობა სწრაფად მოიპოვა, განსაკუთრებით მოდური სასტუმროების, მილიონრების სასახლეების დიზაინზე და ცათამბჯენებზეც, რომლებიც მსხვილი კორპორაციების მთავარი ოფისებისთვის აღმართეს.

საინტერესო ფაქტი: არტ–დეკო დეკორატიული ხელოვნების პირველი სტილი გახდა, რომელიც მე-20 საუკუნეში წარმოიშვა, ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვრული სტილის ბოლო მიმართულება. ამ მიმართულების ძირითადი აყვავება 1925 წელზე მოდის. მასში სწორი ხაზები, კლასიკა, სიმეტრია, ირიბობა და ნეოკლასიციზმის მოკვერცხილობა, განსაკუთრებული გრაცია, ელეგანტურობა, მონუმენტურობა, უხამსი ფუფუნება და გარკვეული კეკლუცობა ერთიანდება.

არტ–დეკოს სტილში გაფორმებული არქიტექტურული ობიექტები მსოფლიო სილამაზის დახვეწილობას და რჩეულების კეთილდღეობას ხაზს უსვამს. ამ სტილში ყველაზე ცნობილ არქიტექტორებად და დიზაინერებად ითვლებიან: რობერ მალე–სტივენსი, ჯაკ–ემილი რულმანი, რალფ უოლკერი, ანდრე გრუ, პოლ ირიბი, ჯოზეფ ურბანი, არქიტექტორები ვ.გ. გელფრეიჰი, ა.ია. ლანგმანი, ე.ა. ლევინსონი, ბ.მ. იოფანი, დ.ფ. ფრიდმანი და ბევრი სხვა.

1. Chrysler Building ნიუ–იორკში (აშშ)

უოლტერ კრაისლერმა, საავტომობილო კორპორაციის დამფუძნებელმა, უილიამ ვან ალენთან, არქიტექტორთან ერთად დაგეგმა ამერიკაში ყველაზე დიდი ცათამბჯენის აშენება, ოღონდ მის ექსტერიერსა და ინტერიერში ავტომობილი Chrysler–ის დიზაინის ელემენტები უნდა ყოფილიყო. მაგნატს ძალიან სურდა არა უბრალოდ გამორჩევა, არამედ ყველას გაოცება და თავისი პირდაპირი კონკურენტების ჩამოტოვება თუნდაც არქიტექტურის საშუალებით.

ასეთი სურვილის განხორციელებას ყველაზე უკეთ შეეფერებოდა არტ–დეკოს სტილი, რომელიც მაშინ პოპულარული იყო. წიბოვანი ფასადი, რომელიც რადიატორის გისოსს ჰგავს, სამკუთხა ფანჯრები ნახევარწრიული კოშკის ამობურცულებზე (საბურავების მსგავსი), არწივის თავები (Chrysler Plymouth-ის ემბლემის მსგავსი), ფრესკები ინდუსტრიული სცენებით ვესტიბიულის ჭერზე, საზღვარგარეთიდან შემოტანილი ყველაზე ძვირადღირებული და ეგზოტიკური მასალები და ა.შ. ეს ყველაფერი ფუფუნებას წარმოაჩენდა და ცნობილი კორპორაციის წარმოებას მთელ მსოფლიოში რეკლამას უკეთებდა.

2. Fairmont Peace Hotel შანჰაიში (ჩინეთი)

ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ობიექტი შანჰაის სანაპიროზე, რომელშიც არტ–დეკოს სტილი მკაფიოდ გამოხატულია. არაფერს ვამბობთ შიდა სივრცეზე, რომელიც ყველაზე განებივრებული ფუფუნების და დახვეწილი სილამაზის მოყვარულების ფანტაზიასაც აოცებს. სასტუმრო გახსნის დღიდან წარმოუდგენლად პოპულარულია, სწორედ ამიტომ, სასტუმროში მსოფლიოს სხვადასხა ქვეყნიდან ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები და ცნობილი ადამიანები ხშირად ჩერდებიან.

თუ ინტერიერის და ექსტერიერის სტილს ყურადღებას არ მიაქცევთ, აზიაში პირველად, ტალახიან, არასტაბილურ მიწაზე მაღალსართულიანი შენობის მშენებლობის ტექნოლოგია უნიკალურ პროცესად ითვლება. Novate–ს ინფორმაციით, საძირკველის შესაქმნელად 1,6 ათასი რკინაბეტონი და წითელი ხის ხიმინჯები იმ დროს განსაზღვრული სიღრმის მიღმა ჩადეს.

3. სასტუმრო The Savoy ლონდონში (დიდი ბრიტანეთი)

იმის მიუხედავად, რომ სასტუმრო 1889 წელს ააშენა რიჩარდ დ’ოილი კარტმა, თეატრის იმპრესარიომ და თეატრ სავოის დამფუძნებელმა, რომელიც სრულიად სხვა სტილისკენ მიისწრაფვოდა, სასტუმრომ ახალი ტენდენციის წყალობით თანდათან ავანგარდული მიმართულების, არტ–დეკოს ფორმები შეიძინა. 40 წლის შემდეგ სასტუმროს რეკონსტრუქციაზე იმ დროისთვის დიდი ფული, 220 მლ ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა, მაგრამ არტ–დეკოს სტილში განახლებული ლონდონის რეზინდენცია საკულტო სტილად იქცა და ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა გახდა.

უჟანგავი ფოლადის საკულტო ფირნიში, მარმარილოს იატაკი, პომპეზური ბროლის ჭაღი, მურანის მინის ფერადი ჭაღები, ძვირადღირებული ავეჯი და წითელი ხის დეტალები, მარმარილოს სააბაზანო ოთახი თითოეულ ნომერში, ოქროსფერი აბრეშუმის ქსოვილები, შავი ინტერიერი ბარში Beaufort, ინოვაციების მუდმივი დანერგვა როგორც არქიტექტურაში, ასევე მომსახურებაში (ორთქლით გათბობა, კონდიციონერი, 24 საათიანი მომსახურება, მუსიკალურ/საცეკვაო დარბაზებთან, ბარებთან და რესტორნებთან თავისუფალი წვდომა) – ეს ყველაფერი ელეგანტური ფუფუნებით იყო გაჟღენთილი, რაც მდიდარ დამსვენებლებს, პოლიტიკურ ელიტას და სამეფო პირებს იზიდავდა.

4. მემორიალი ANZAC სიდნეიში (ავსტრალია)

მემორიალი ავსტრალიელი და ახალზელანდიელი ჯარის კორპუსის საპატივცემულოდ აღმართეს, რომლებიც პირველ მსოფლიო ომში იბრძოდნენ. ომში მონაწილეობის პერიოდში 60 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ამიტომ მეომრების საუკუნო მოსაგონად მთელ ავსტრალიაში მემორიალური კომპლექსების აშენება გადაწყვიტეს. სიდნეიში პროექტს არქიტექტორი ბრიუს დელიტი ხელმძღვანელობდა, რომელმაც არტ–დეკოს სტილში დიდებული მემორიალის შექმნა გადაწყვიტა.

სიმტკიცით, მამაცობით და თანგანწირვით შთაგონებულმა კრეატიულმა არქიტექტორმა შთამბეჭდავი შენობა აღმართა, რომელიც რელიეფური პანელებით და სამხედრო პერსონალის 20 საოცარი ობელისკით შემკულია. წყალში მათი გამოსახულება არქიტექტურული სტრუქტურის სიდიადეს და განვლილი მოვლენის დრამატიზმს ხაზს უსვამს. ისევე როგორც, მთავარი დარბაზის ძირითადი ობიექტი – ბრინჯაოს ძეგლი „მსხვერპლშეწირვა“, რომელიც დაღუპულ ჯარისკაცს ასახავს, რომელსაც ფარით იკავებს სამი ქალის ფიგურა – დედა, და და ცოლი.

5. სადაზღვევო კომპანიის შენობა „ახალი ინდოეთი“ მუმბაიში (ინდოეთი)

არტ–დეკოს სტილი ინდოეთში გამოჩნდა მხოლოდ 30-იან წლებში ბომბეიში (ახლანდელი მუმბაი) მასობრივი მშენებლობის დროს, ქალაქის უბნების დაგეგმვასა და არქიტექტურულ პროექტებში, რომლებიც უცხოური მიმართულებით და ნიმუშებით ხელმძღვანელობდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ მათ შთამბეჭდავი ფორმები და დეკორატიული ელემენტების სიმრავლე იზიდავთ, გასაკვირი არააა, რომ არტ–დეკოს სტილში გაფორმებულ შენობას ყურადღება მიაქციეს.

ამ მიმართულებით შექმნილი ყველაზე თვალსაჩინო შენობაა სადაზღვევო კომპანიის მთავარი ოფისი (New India Assurance Building), რომლის მშენელობა არქიტექტურულმა სტუდიომ Master, Sarhe and Bhuta განახორციელა. აღსანიშნავია, რომ შთამბეჭდავი ფორმების გარდა ამ მაღალ შენობაში 30-იან წლებში ინოვაციური, ცენტრალური კონდიცირების სისტემა დააყენეს.