
ტაიგაში სათანადო ცოდნის და მომზადების ან მინიმუმ კვალიფიციური პირის თანხლების გარეშე ხეტიალი არ ღირს. ეს ადგილი, როგორც მისი ბეწვიანი ბინადრები, შეცდომებს არ გაპატიებენ. ამასთან, მთელ ტაიგაში ბევრი ზამთრის ქოხია მიმოფანტული. ასეთი ქოხები მონადირეებისთვის, ეგერებისთვის არის განკუთვნილი. მსგავსი ქოხების თავისებურება ისაა, რომ კარი ყოველთვის გარედან იღება. Novate გიამბობთ, თუ რატომ იღება ზამთრის ქოხის კარი გარედან.
ზამთრის ქოხი ტაიგაში მდიდრული აპარტამენტი არაა. ქოხში ზედმეტი და დაუგეგმავი არაფერია. იმ ფაქტსაც, რომ ქოხში კარი გარედან იღება, კონკრეტული მიზეზი აქვს. სულ მცირე შეგვიძლია გამოვყოთ 4 მიზეზი, რატომ იღება კარი ასეთ სახლებში სწორედ რომ ქუჩიდან. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციებს ამასთან საერთო არაფერი აქვს.
პირველი და, ალბათ, ყველაზე მთავარი მიზეზი: მტაცებლებისგან დაცვა. თავისი გამჭრიახობის მიუხედავად ვერც დათვი და ვერც მგელი ვერ მიხვდება, თუ როგორ გააღოს კარი, რომელიც თავისკენ იღება. ასეთი რამ მხოლოდ ზოგიერთ ძაღლს შეუძლია, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანისგან მსგავს ქმედებას რამდენჯერმე დაინახავს. ამასთან, დათვი და მგელი კარში შემოსვლას ცდილობს, მაგრამ როცა კარი გარედან იღება, ქოხში შესვლა რთულია.
მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი: შიდა სივრცის დაზოგვა. ეს შეიძლება წვრილმანად მოგეჩვენოთ, მაგრამ ზამთრის ქოხში თავისუფალი კვადრატული მეტრის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი ქოხები ძალიან პატარაა, რომ არ ვთქვათ „მოკრძალებულია“.
მესამე მიზეზი სუფთა ტექნიკურია. საქმე იმაშია, რომ კარი გარე მარყუჟით უფრო ადვილი დასაკიდია. ასე ქოხის მშენებლობა ისედაც რთულ გარემოში მნიშვნელოვნად მარტივდება.
სიაში მეოთხე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი – სახანძრო უსაფრთხოება. საქმე იმაშია, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანს ახასიათებს მიწოლა და კარის სხეულით შემტვრევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ზამთრის ქოხი რაიმე მიზეზით დაიწვა და სასწრაფოდ შენობა უნდა დატოვოთ.