5 იდეა აგარაკზე ფარდულის კრეატიულად გარდასაქმნელად

უმეტესობა ჩვენგანი კითხვაზე, თუ რა საჭიროა აგარაკზე ფარდული, პასუხობს, რომ ხარახურის შესანახად. რა გავაკეთოთ, თუ გაქვთ საზაფხულო აგარაკი დასასვენებლად, რომელშიც დიდი ინვესტიცია ჩადეთ, მაგრამ ხარახურა არ გაქვთ, ხოლო ფარდულის ტიპის მინაშენი არის? Novate გთავაზობთ 5 კრეატიულ იდეას, როგორ შეგიძლიათ გადააკეთოთ ფარდული, რომ მეზობლებმა შურით პირით დააღონ.

1. ოფისი დისტანციურად სამუშაოდ

თუ თქვენს ოჯახში ხმაურიანი და მოუსვენარი ბავშვები ცხოვრობენ, ასეთი დისტანციური ოფისი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, რომ სამსახურზე კონცენტრირდეთ. იდეა ამერიკიდან შემოვიდა და ახლა ჩვენთანაც აქტიურად ითვისებენ.

2. სტუმრების სახლი

სტუმრების სახლი ან სათივის ულტრათანამედროვე ანალოგი ვინმესთვის. სადენების გაყვანა აუცილებელი არაა. უახლოეს ტექნიკის მაღაზიაში შეგიძლიათ ნებისმიერი გემოვნების ბატარეებზე მომუშავე ათობით ლედნათურა იპოვოთ.

3. საუნა/საბანაო

თუ თქვენი ბიუჯეტი იმ დონემდე არ გაიზარდა, რომ კომპაქტური ინფრაწითელი საუნა შეიძინოთ და გადაკეთებულ ფარდულში დააყენოთ, ასეთ ვარიანტს გთავაზობთ: ახალი, არომატული ხისგან საბანაო მოაწყვეთ იმპროვიზებული ღუმელით, რომელიც მსუბუქი ორთქლისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბავშვები ასეთი აბანოთი ნამდვილად აღფრთოვანებული დარჩებიან!

4. სათბური

ასეთ სათბურში შეგიძლიათ გაზარდოთ პომიდორი და ყურძენი, ასევე სხვა დეკორატიული და ნაყოფიერი მცენარე. ბაღის აქსესუარები აქეთ–იქით მიყრილი აღარ იქნება. კედელზე ან თაროებზე ინსტრუმენტების შენახვა თანამედროვე შენობის საერთო სურათის ნაწილია.

5. მოდური შეშის ხორა

თანამედროვე ფარდული შეგიძლიათ ნაწილობრივ შემინოთ. ამ შემთხვევაში შეძლებთ ზოგიერთი კულტურის გაზრდას, რომელთაც კარგი განათება სჭირდებათ. ასევე მოათავსებთ ნივთებს, რომლებიც მეაგარაკეს პირველ რიგში სჭირდება. საბოლოოდ, ფარდულის შესანიშნავი მრავალფუნქციური ვარიანტი გამოვა.