ეფექტური მეთოდი ხეებსა და ბუჩქებზე ამონაყარის მოსაშორებლად

მეაგარაკეებმა და საკარმიდამო ნაკვეთის მფლობელებმა კარგად იციან, თუ რამდენად რთულია გადაჭრილ ხესა თუ ბუჩქზე ამოსული ამონაყარის მოშორება. ძირკვის მიწიდან ამოღებას ყოველთვის ვერ ვახერხებთ, ხოლო ახალი ყლორტების მოჭრა და ამოთხრა უსასრულოდ შეიძლება, რადგან მცენარის მთავარი ფესვი ახალი ყლორტების განვითარებას დიდხანს ეცდება. Novate გიზიარებთ რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, რომელთა დახმარებით ამ პრობლემას მოაგვარებთ.

ყველამ, ვისაც მიწის ნაკვეთი და მასზე პატარა ბაღი ან რამდენიმე ხე აქვს, იცის, რომ არა მხოლოდ მათი დარგვა, არამედ მათთან დამშვიდობებაც მოგიწევთ. რა მიზეზმაც არ უნდა გამოიწვიოს ძველი ან უსარგებლო ხის ან ბუჩქის მოშორება, მისი გადაჭრა რთული არაა. პრობლემები მოგვიანებით გამოჩნდება, როცა ძირკვის მოშორებაზე ფიქრი მოგიწევთ. თუნდაც თავად ხელს არ გიშლიდეთ, ამონაყარი, რომელიც წარმოუდგენელი სიჩქარით იზრდება, ნებისმიერი მებაღის სიცოცხლეს გაამწარებს.

პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარების საუკეთესო გზა ძირკვის ამოთხრაა, მაგრამ ეს რთული საქმეა და დიდ ფიზიკურ ძალას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ასეთ კარდინალურ ნაბიჯს ხშირად არ მიმართავენ. მეაგარაკეების უმეტესობა ძირკვს ადგილზე ტოვებს და ამონაყარს აქტიურად ებრძვის. ამ პრობლემის მოგვარებას ცოტა თუ ახერხებს, მაგრამ რამდენიმე ეფექტური მეთოდი მაინც არსებობს, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ, რადგან უკვე პრაქტიკაში გამოცდილია.

თუ ნაკვეთზე ხე დიდი ხნის წინ გადაჭერით, მაგრამ ამონაყარი არ გტოვებთ, მის ირგვლივ ყველაფერი მოწმინდეთ და მიწასთან მაქსიმალურად ახლოს გადახერხეთ. თუ ხე რამდენიმე ღეროსგან შედგებოდა, განსაზღვრეთ, რომელი იყო მთავარი, რადგან მის ქვეშ ცენტრალური ფესვი მდებარეობს, რომელიც ახალი ყლორტების აქტიურ განვითარებას ხელს უწყობს.

ამის შემდეგ დრელი, ასევე მაქსიმალური დასაშვები დიამეტრის ბურღი აიღეთ და ძირკვში ღრმა ნახვრეტები გააკეთეთ. რაც უფრო ღრმა „გვირაბს“ გააკეთებთ, მით უფრო სწრაფად მოიშორებთ მომაბეზრებელ ყლორტებს. თუ ხეებისთვის ბურღი–საცმი გაქვთ, დიდი დიამეტრის ჩაღრმავება გააკეთეთ (ჭიქის მსგავსი გამოვა). ამ შემთხვევაში რამდენიმე ხვრელი დაგჭირდებათ.

მნიშვნელოვანია! ფრთხილად ჩააღრმავეთ, რომ ქერქზე ბზარები არ გაჩნდეს. თუ ისე მოხდა, რომ ბურღი ღეროს გასცდა ან ნაფოტი გაჩნდა, დაზიანებული ადგილი ბაღის მურაცხით ამოავსეთ.

ახლა უბრალო ძაბრით თითოეული ხვრელი ამონიუმის ნიტრატის გრანულებით ან კალიუმის ნიტრატის ფხვნილით ამოავსეთ. შესაფერისი დიამეტრის ჯოხით კარგად ჩატუმბეთ და დალუქეთ. ამ მიზნით სხვადასხვა დიამეტრის პლასტმასის ბოთლის თავსახური გამოგადგებათ, მთავარია, ხვრელი კარგად დალუქოთ.

თუ „გვირაბების“ დიამეტრი მცირეა, პარკი დააფარეთ (სასურველია, შავი პარკი) და ფირით საიმედოდ დააფიქსირეთ, რომ წყალმა ჩატუმბული სასუქი არ ამოაგდოს ან ნაკლებად კონცენტრირებული არ გახადოს. ამას ქიმიურ მეთოდს უწოდებენ, რომელიც არასასურველი ხის ფესვების განადგურებაში ყველაზე უკეთ დაგეხმარებათ, თან მიმდებარე მცენარეებს არ აზიანებს.

თუ ფესვის გასანადგურებლად ამონიუმის ნიტრატს იყენებთ, პერიოდულად დაუმატეთ, რადგან სწრაფად იშლება. ცენტრალური ფესვის განადგურებისას პროცესის რამდენჯერმე გამეორება მოგიწევთ. თუ კალიუმის ნიტრატს იყენებთ, ძირკვი შეგიძლიათ მთელი 6 თვე დაივიწყოთ, განადგურების პროცესი თქვენი ჩარევის გარეშე მიმდინარეობს. ამ დროში ქიმიური შემადგენლობა ფესვებს სრულად გაანადგურებს და ამონაყარს დაგავიწყებთ.

აღსანიშნავია, რომ თავად ძირკვი ასე სწრაფად არ ლპება, ცოტა მეტი დრო დაგჭირდებათ. თუ ნაკვეთის გათავისუფლების სასწრაფოდ გჭირდებათ, მაგალითად, რაიმეს ასაშენებლად ან ახალი მცენარის დასარგავად, რომ არ იწვალოთ, ჯერ ზემოთ მოცემული მეთოდი გამოიყენეთ და შემდეგ ფინალურ ეტაპზე გადადით. ამისთვის საცობები ან პოლიეთილენი მოაშორეთ. ხვრელებში მღვივარი ნახშირი ჩაყარეთ. ნახშირი შიგნიდან გაღვივდება და რამდენიმე დღეში პრობლემა მოგვარდება.

თუ უფრო ნაზ მეთოდს ანიჭებთ უპირატესობას და ჰერბიციდებს ან სხვა ქიმიურ საშუალებებს არ იყენებთ, Novate კიდევ რამდენიმე რჩევას გიზიარებთ.

  • თუ ხე პატარაა და არსად გეჩქარებათ, ამ ადგილას კომპოსტის ორმო გააკეთეთ. ლპობის შედეგად გადაჭრილი ხე 1 წელში დაიღუპება, რაც ამონაყართან ბრძოლის პრობლემას გააქრობს. უკვე მეორე წელს ეს ადგილი შეგიძლიათ გოგრის დასარგავად გამოიყენოთ, მესამე წელს – ახალი ხე ან ბუჩქი თამამად დარგეთ.

  • თუ ხე მასიური იყო ან ძირკვის სწრაფად ამოთხრა გსურთ, უფრო რადიკალური მეთოდი გამოიყენეთ. დრელით რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ, ნებისმიერი ცხელი ნივთიერება ჩაასხით და დაწვით. შეგახსენებთ, რომ ეს მეთოდი უსაფრთხო არაა. თუ ძირკვის გარშემო სხვა ნერგები ან შენობა მდებარეობს, გამოცდილი მებაღეები უძირო კასრს ძირკვს აცვამენ და მასში უსარგებლო ნაგავს, წიწვს, ბალახს წვავენ. ამ შემთხვევაშიც ყურადღებით უნდა იყოთ და გახსოვდეთ, რომ კოცონის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. და მაინც, ეს უფრო სწრაფი და მისაღები მეთოდია.