კომპაქტური პატარა სახლი, რომელიც საცხოვრებლად და სამუშაოდ გამოგადგებათ

ახალ ზელანდიურმა კომპანიამ Kiwi Build Tiny ელეგანტური ციცქნა სახლი წარმოადგინა, რომელიც „ჭკვიანი“ დიზაინით და სწორი დაგეგმარებით აღჭურვილია. კრეატიულმა გამომგონებლებმა სივრცის ოპტიმიზაციის და სასარგებლო დანერგვის წყალობით უზრუნველყეს მობილობა, კომფორტული ცხოვრება და საიდუმლო სამუშაოსთვის განმარტოებული ადგილის მოწყობა.

უძრავი ქონების თანამედროვე ბაზარი ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ბინებით ნაკლებად გვახარებს, ამიტომ ბევრი ადამიანი ალტერნატიულ გამოსავალს ეძებს. ბოლო დროს ძალიან პოპულარულია ალტერნატიული საცხოვრებლების მშენებლობა, მათ შორისაა პატარა სახლები სატრანსპორტო საშუალებების ბაზაზე და მისაბმელით აღჭურვილი. მომხმარებლების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მთელ მსოფლიოში მწარმოებლები მინიმალურ ფართობზე მაქსიმალურად კომფორტული მოდელების შექმნას ცდილობენ.

ახალ ზელანდიური კომპანია Kiwi Firm Build გამონაკლისს არ წარმოადგენს. კომპანიის სპეციალსტებმა კომპაქტური სახლის, Rourou lti–ს შექმნაზე დიდი ძალისხმევა ჩადეს. სწორი დაგეგმარებით მინიატურულ ფართობზე კომფორტული ცხოვრებისთვის ყველა აუცილებელი პირობა მოაწყვეს, ამასთან მყუდრო ინტერიერი ზეწოლის ან დამთრგუნველ გრძნობას არ იწვევს.

კონსტრუქციული თავისებურებები: პატარა სახლის Rourou lti მოდელი ორღერძიან მისაბმელზეა დაფუძნებული და სულ 8 მ სიგრძე აქვს, მზა სტრუქტურის სიგანეა 2,4 მ, სიმაღლე – 4,2 მ, რაც შიდა სივრცის ორ დონედ დაყოფის საშუალებას იძლევა. მცირე ზომების გამო მის გადასაადგილებლად დამატებითი დოკუმენტები და ესკორტი აუცილებელი არაა. წონის მაქსიმალურად შესამცირებლად და გარე გაფორმებისთვის გამოიყენეს: ფოლადის კარკასი, ვინილის საფარი, რომელიც სითბოს იდეალურად ინარჩუნებს და წვიმისა თუ თოვლისგან იცავს, ინოვაციური თბოიზოლაციის სისტემა. შიდა სივრცე და ავეჯის დიდი ნაწილი ფანერით არის დამზადებული. ამასთან, ყველაფერი (საერთო დაგეგმარებიდან იატაკამდე) თანამედროვე საცხოვრებელი პირობების მოთხოვნის გათვალისწინებით შეიქმნა – ენერგოეფექტურობა, ეკოლოგიურობა, სითბოს და ხმის იზოლაცია, „ჭკვიანი“ სახლის ჩაშენებული სისტემები.

პატარა, სწორად შემუშავებული სივრცე ცენტრალური ზონის, მისაღები ოთახის გარშემო მდებარეობს. მისაღები ოთახი პირდაპირ შესასვლელში მდებარეობს. დიდი მინის კარი, რომელიც სახლში მიგიძღვებათ, მზის სინათლის შემოსვლას და შეუფერხებელ ხილვადობას უზრუნველყოფს, რაც ბუნების წიაღში გაჩერებისას განსაკუთრებით გაგახარებთ. სრული ზომის დივანი გამჭვირვალე კარის წინ მდებარეობს, ამიტომ მისაღები ოთახი დასასვენებლად და კომუნიკაციისთვის იდეალური ადგილია. ასე ღია სივრცე თავის მთავარ როლს შეასრულებს, ასევე ვერანდა, სასადილო ან სტუმრების საძინებელი, თუ მეგობრები ან ნათესავები ღამით დარჩენას გადაწყვეტენ.

ერთი მხრივ, მისაღები ოთახის გვერდით ღია სამზარეულოა, რომელიც ყველა აუცილებლით აღჭურვილია: ავეჯის გარნიტურა ბამბუკის სამუშაო მაგიდით, სრულყოფილი გაზქურა ღუმელით, ონკანი, სამზარეულოს ნივთების და დანა–ჩანგლის შესანახი სისტემები, მინი–საკუჭნაო კვების პროდუქტებისთვის, მიკროტალღური ღუმელი და დაბალი მაცივარი სამუშაო მაგიდის ქვეშ. მასიური დასაკიდი კარადით სივრცე რომ არ დაეტვირთათ, ღია თაროები გამოიყენეს. ასე სანელებლების, ფხვიერი პროდუქტების და სამზარეულოს ინვენტარის შესანახად ადგილი გაჩნდა. აქვე მდებარეობს ორ ადამიანზე გათვლილი პატარა ბარის დახლი. თუ მთელი კომპანიისთვის საღამოს წვეულებას დაგეგმავთ, გასაშლელი მაგიდა შეგიძლიათ გამოიყენოთ.

მეორე მხრივ, მისაღებ ოთახში მდებარეობს იზოლირებული აბაზანა მინი საშხაპით, კუთხური ტუმბოთი და ნიჟარით, დასაკიდი კარადით კოსმეტიკის და დასაბანი საშუალებების, ეთერზეთების და აუცილებელი ინვენტარის შესანახად. აქვე მდებარეობს კალათა ჭუჭყიანი თეთრეულის შესაგროვებლად, რომელიც შეკვეთით დაამზადებინეს და რომელიც ნიჟარის ტუმბოს ქვეშ შედის. მინი სამრეცხაოსთვისაც კუთხე გამოყეს, სადაც სარეცხი მანქანა და საშრობი დაამონტაჟეს.

აბაზანის გვერდით მდებარეობს საკუჭნაო, რომელიც კიბის ქვეშ დამალულია. კიბეს მეორე სართულზე ავყავართ, დამატებით საფეხურებზე ფარული შესანახი სისტემებია. სახლში ორი საძინებელი ოთახია, რომლებიც სხვადასხვა ბოლოში მდებარეობენ, მაგრამ კიბე მხოლოდ ერთია. ეს დაკავშირებულია საინტერესოა კონსტრუქციულ ხიდთან, რომელიც მისაღების ზონის ზემოთ გადის და ორ ზედა სივრცეს აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ დამაკავშირებელი პლატფორმა საშუალო სიმაღლის ადამიანზეა გათვლილი, რომ თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლოთ.

ორივე საძინებელი ტიპიური ლოფტის ზონებია დაბალი ჭერით. მთავარ საძინებელში ორადგილიანი საწოლი, რამდენიმე ჩაშენებული სისტემა და კარადა მდებარეობს, რომელსაც მრავალი კონფიგურაცია აქვს. ეს საკითხი გამყიდველთან შეკვეთის დროს ზუსტდება, რადგან თითოეულ მომხმარებელს პირადი მოთხოვნები აქვს და პირადი ნივთების რაოდენობაც განსხვავდება.

მეორე საძინებელი მრავალფუნქციური ადგილია. აქ გვხდება საწოლი, კომოდი და ღია ტუმბო დაწნული კალათებით, რომელიც ოთახში წესრიგს უზრუნლველყოფს. გარდა ამისა, სახლის ოფისისთვის ადგილი გათვალისწინებულია.

მინი კაბინეტში პატარა სამუშაო მაგიდა და ნოვატორული სისტემა გვხდება – იატაკის ასაწევი ნაწილი და ჩაღრმავება, რომელიც მაგიდასთან ჯდომისას ფეხების ქვემოთ დაკიდების საშუალებას გაძლევთ. ეს რა თქმა უნდა, ერგონომიული არაა, როგორც ნამდვილ ოფისებში, სადაც სრულყოფილი მაგიდა და სავარძელი აქვთ, მაგრამ მაინც უკეთესია, ვიდრე იატაკზე ჯდომა და ფეხების მოკეცვა (ჭერის სიმაღლის გათვალისწინებით).

Novate–ს ინფორმაციით სახლი ავეჯით და ჩაშენებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით იყიდება, რაც საშუალებას გაძლევთ შეძენისთანავე გზაზე გაეშუროთ ან სადმე დასახლდეთ. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ: ამ დროისთვის გათვალისწინებულია კვების სისტემა ფორმატში RV ან ელექტროენერგია ცენტრალური წყაროდან. მწარმოებლები გვპირდებიან, რომ მალე ელექტროენერგიის ავტონომურ სისტემას დანერგავენ.