
ხარისხიანი რემონტის გაკეთება, რომელიც ყველა პარამეტრით დაგაკმაყოფილებთ, საქმის მხოლოდ ნაწილია. უფრო რთულია შემდეგი მოქმედებებით არ გაანადგუროთ ის, რასაც ამდენი ხანი აკეთებდით. Novate გიამბობთ, რომელი შეცდომები იწვევენ ობს, სანტექნიკის სწრაფად გაფუჭებას და სხვა უსიამოვნო შედეგებს.
მოქმედება 1: მუდმივად ფარდების შეკვრა
ბინის მფლობელების უმეტესობა ყოველ დილით ყველა ოთახში ფარდას კრავს, რომ ოთახში მეტი ბუნებრივი სინათლე შემოვიდეს. ასე ოთახი უფრო ნათელი, მყუდრო, ჰაეროვანი ხდება, ზოგიერთი ოთახი ვიზუალურად ფართოვდება. გარდა ამისა, ოჯახის ყველა წევრის განწყობა და მათი პროდუქტიულობა ავტომატურად იზრდება.
თუმცა ასეთ მოქმედებას მნიშვნელოვანი მინუსები აქვს. თუ თქვენი ფანჯარა მზიან მხარეს მდებარეობს და ისეთ რეგიონში ცხოვრობთ, სადაც +30 გრადუსი ნორმალურია, მზის რეგულარული ზემოქმედება მოსაპირკეთებელ მასალებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. შპალერი და ლინოლეუმი ყველაზე მეტად იტანჯება, რომელიც შეიძლება დაიწვას და ლაქებით დაიფაროს. სწორედ ამიტომ, გირჩევთ ფარდები დილა–საღამოს შეკრათ და სადილობისას გაშალოთ, როცა მზე ზენიტშია.
მოქმედება 2: დამატენიანებლის არ გამორთვა
ნებისმიერი ექიმი გეტყვით, რომ სახლში კარგი ტენიანობის შენარჩუნება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალი ხარისხის მიკროკლიმატის შექმნა შეუძლებელია. ზედმეტი სიმშრალე ბინის მოსართავი მასალებისთვის საზიანოა. ტენიანობის გაზომვის და კონკრეტული მონაცემების მიღების შემდეგ შეძლებთ თქვათ, ოთახში მშრალი თუ ტენიანი ჰაერი გაქვთ. აი, ოჯახის წევრების მშრალი ლორწოვანი გარსით ორიენტირება არ ღირს.
გთავაზობთ ორ მეთოდს. პირველი და ყველაზე თვალსაჩინო: სპეციალური მოწყობილობა, ჰიგრომეტრი გამოიყენეთ. მაღაზიებში როგორც მექანიკურ, ასევე ელექტრო ვარიანტებს იპოვით. ჰაერის ტენიანობის ოპტიმალური მაჩვენებელი – 40-60%.
მეორე, არანაკლებ ზუსტი მეთოდი, რომელსაც სპეციალური მოწყობილობის შეძენა არ სჭირდება. ხელთ არსებული საშუალებები საკმარისია. 1 ჭიქა ცივი წყალი მაცივარში 3 საათით დადეთ. როცა გამოიღებთ, დააკვირდით, რამდენად სწრაფად შრება კონდენსანტი კედლებზე. თუ სწრაფად შრება, დამატენიანებლის გამოყენება ნამდვილად გჭირდებათ, თუ ნელა – ბინაში ტენიანობის დონე ნორმალურია.
ბოლო შემთხვევაში, დამატენიანებლის მუდმივად ჩართვა არ შეიძლება. ეს უსიამოვნო შედეგებს გამოიწვევს. პირველ რიგში, ობი გაჩნდება. ობი არა მხოლოდ სააბაზანო ოთახში შეიძლება გაჩნდეს, სადაც უფრო შესამჩნევია, არამედ შპალერის ქვეშ, პლასტმასის ფანჯარაზე. რემონტის დასრულების შემდეგ რაიმეს შეკეთება რომ არ მოგიწიოთ, ტენიანობა აუცილებლად გააკონტროლეთ.
მოქმედება 3: იატაკის გაწმენდა ბევრი წყლით
იატაკის საფარის არჩევისას წყალთან მის ურთიერთობას ყურადღება მიაქციეთ. საქმე იმაშია, რომ ლამინატი და ხის იატაკი სჯობს კარგად გაწურული ჩვრით ან შვაბრით გაწმინდოთ, ასე საფარს დაზიანებისგან დაიცავთ. წყალგაუმტარ ლამინატზეც, რომელიც ტენიანობის შეწოვის სიჩქარით და სპეციალური სითხის არსებობით გამოირჩევა, დატოვებული გუბეები მის დაზიანებას გამოიწვევს. ხის იატაკი წყლის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა. რა თქმა უნდა, 1–2 ასეთი დალაგება კატასტროფულ შედეგს არ გამოიწვევს, თუმცა რეგულარული ზემოქმედებისას იატაკის საფარის ხშირად შეცვლა მოგიწევთ.
მოქმედება 4: აგრესიული საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენება
უხეშ ქიმიურ საშუალებებს, რომელთაც სახლის დასალაგებლად რეგულარულად იყენებთ, მასალის დაშლა შეუძლია. რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება, თუმცა შედეგი მაინც სავალალოა. მაგალითად, შეღებილი კედელი უხეში საოჯახო ქიმიით არ უნდა გარეცხოთ, რადგან საღებავი მოშორდება. სანტექნიკის მოსავლელად საშუალება სწორად უნდა შეარჩიოთ, რადგან შეიძლება საშხაპის, ონკანის და ა.შ. ტექნიკის საფარი დააზიანოთ.
უფრო ნაზი საშუალება შეარჩიეთ. ბინის დასალაგებლად შეიძლება მეტი დრო დახარჯოთ, მაგრამ მათ უსაფრთხოებაში თავდაჯერებული იქნებით. ყურადღება მიაქციეთ, რომ უხეში და მავნე არა მხოლოდ მაღაზიის ქიმიური საშუალებები, არამედ შინაურული საშუალებები შეიძლება იყოს. მაგალითად, ძმრის გამოყენება რიგ შემთხვევებში არ შეიძლება.ძმარი ნატურალური ქვის სამუშაო ზედაპირზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ეკრანსა და დისპლეიზე, ფილების ღარებზე, უთოს საფარზე და.ა.შ ნეგატიურ გავლენას ახდენს.
მოქმედება 5: სააბაზანო ოთახის კარის გაღება გასანიავებლად
აბაზანასთან მიმართებაში ყოველთვის ბევრი დეტალია. მაგალითად, დიასახლისების უმეტესობა გულწრფელად თვლის, რომ სააბაზანო ოთახის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს, რომ სუნი გაიფანტოს და შხაპის მიღების შემდეგ წყალი სწრაფად აორთქლდეს. სინამდვილეში, ეს ჩვევა უფრო მავნეა, ვიდრეა სასარგებლო.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ როცა უნიტაზის ღილაკს ვაწვებით, ზოგიერთი ბაქტერია და ვირუსი ჰაერში ხვდება. თუ კარს არ დახურავთ, სხვა ოთახებში სწრაფად გავრცელდება და ცოტა ხანში სამზარეულოს სამუშაო ზედაპირზე, მისაღებ ოთახში დივანზე, საძინებელში ლოგინში მოიკალათებს. კიდევ ერთი დეტალი: შხაპის მიღების შემდეგ აბაზანაში მაღალი ტენიანობაა. თუ ამ დროს კარს გააღებთ, ტენიანობა ბინის სხვა ნაწილებში გავრცელდება, შედეგად კედლებზე შეიძლება ობი გაჩნდეს, რომლის მავნებლობის შესახებ კარგად იცით.
მოქმედება 6: ნებისმიერი დაზიანების უგულებელყოფა
ონკანი, რომლიდანაც წყალი წვეთავს, ელვარე როზეტი, მოციმციმე სინათლე – ეს ყველაფერი მიზეზია, რომ სპეციალისტს მიმართოთ და ხელი არ ჩაიქნიოთ ფიქრით „ხვალ გავაკეთებ“. ნებისმიერი, თუნდაც პატარა დაზიანება უფრო მეტ უსიამოვნებას მოგიტანთ, თუ დროულად არ მიხედავთ. მაგალითად, მოციმციმე სინათლე არა მხოლოდ ნათურის გამოცვლაზე გაძლევთ მინიშნებას, არამედ ელექტრო სადენების და პანელების სერიოზულ პრობლემაზე. იგივე ეხება ონკანს, საიდანაც წყალი წვეთავს – დღეს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ახალი ონკანით შეგიძლიათ შეცვალოთ, ხვალ დატბორვის პრობლემების მოგვარება მოგიწევთ (კარგია, თუ მხოლოდ თქვენი ბინა დაზარალდება).