რას უმატებენ გამოცდილი მშენებლები ცემენტის ხსნარს

რას უმატებს ყველაფრის მცოდნე ოსტატი ცემენტის ხსნარს? ეს საკითხი შესაძლოა ბევრს აინტერესებდეს, რადგან ყველას არ შეუძლია სპეციალური ცემენტის ნარევის შეძენა. როგორმე აშენება საჭიროა. Novate გთავაზობთ საინტერესო გადაწყვეტილებას საბჭოთა კავშირის პერიოდიდან, რომელიც ჩვენ ბაბუებს არაერთხელ დაეხმარა.

რას უმატებენ ცემენტის ხსნარს

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ნარევი, რომელსაც მხოლოდ წყლის დასხმა სჭირდება და უკვე მზადაა, მაგრამ ასეთი საშუალება ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. სწორედ ამიტომ, ბევრი კლასიკურ ვარიანტს უპირატესობას ანიჭებს. ესაა ცემენტის და ქვიშის თვითნაკეთი ხსნარი. ასე იაფი და გამძლე გამოვა.

საიდუმლო ინგრედიენტი

რა არის უნიკალური კომპონენტი? სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა. ეს ხომ უბრალო წებო პბა არის. ითვლება, რომ ასეთი ხსნარი წებოვანი კონსისტენციის წყალობით უფრო სწრაფად გაშრება და უკეთ დაჯდება. ნამდვილად ასეა? სავსებით. ხსნარი წებოს დამატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც აგურის ასაწყობად, ასევე თაბაშირის წასასმელად.

უფრო მეტიც, საბჭოთა კავშირის პერიოდში ცემენტი–ქვიშის ხსნარს ხშირად უმატებდნენ ბუსტილატს, ანუ შპალერის წებოს. სპეციალისტები ირწმუნებოდნენ, რომ ეს ნამდვილად სასარგებლოა. მაგალითად, იატაკის მოჭიმვის დროს ამ უჩვეულო ინგრედიენტის დახმარებით ხსნარი ყველა შესაძლო სიცარიელეს უკეთ ავსებს.

რას უმატებენ გამოცდილი ოსტატები ცემენტის ხსნარს

რა თქმა უნდა, ასეთი იდეა ყველა მშენებელს არ მოსწონს. ზოგი დარწმუნებულია, რომ ეს ფულის უსარგებლო ხარჯვაა, ზოგი ირწმუნება: ეს არსაიდან მოსული ბანალური თავის მოტყუებაა. მათი თქმით, წებო პბა–ს ტენიანობის ეშინია, ხოლო მისი გამოყენება მაგალითად, თაბაშირზე ბზარების „ქსელების“ საფრთხეს ქმნის.

ასეთი მომენტებიდან გამომდინარე მშენებლები გვირჩევენ, რომ ცემენტი–ქვიშის ხსნარს წებო პბა დაუმატოთ მხოლოდ მშრალ პირობებში შიდა სამუშაოებისთვის ან მცირე ხვრელებისთვის. თუ ცემენტის ხსნარის გამოყენებას აპირებთ შენობაში, სადაც სხვადასხვა დატბორვა ან ობი შეუძლებელია, მაშინ თამამად იმოქმედეთ. ცემენტი არ დაგენანოთ, ბევრი დაუმატეთ.

ახალი კარგად დავიწყებული ძველია

არ დაგავიწყდეთ, რომ ადრე ბევრს არ ჰქონდა თანამედროვე სამშენებლო მაღაზიასთან წვდომა და ფული. სწორედ ამიტომ, ხრიკების მოფიქრება უწევდათ. ახლა თემატურ მაღაზიაში ასორტიმენტი ფართოა, რაც უფრო დახვეწილი და საიმედო მასალების შეძენას საშუალებას გვაძლევს. ბეტონისა და სამშენებლო ნარევებისთვის სხვადასხვა დანამატებს, პლასტიფიკატორებს ვგულისხმობთ.

მსგავსი საშუალების შეძენამდე სამშენებლო მაღაზიაში პროფესიონალთან კონსულტანცია გაიარეთ. უამბეთ, თუ რომელი ზედაპირისთვის გჭირდებათ ხსნარი, ცემენტის შესაფერისი ვარიანტის შესარჩევად რჩევა ჰკითხეთ. ასე კარგი შედეგი არ დააყოვნებს. წარმატებულ რემონტს გისურვებთ!