ქირურგმა მითხრა, რომ ბევრი ადამიანი წყალბადის ზეჟანგს არასწორად იყენებს

ბავშვობიდან გვასწავლეს, რომ ნებისმიერი ნაკაწრი და ჭრილობა უნდა დავიმუშავოთ. ტრადიციულად, ამ მიზნით წყალბადის ზეჟანგს ვიყენებთ. ადრეული წლებიდან გვიტაცებს გამჭვირვალე სითხის შიშინი, როცა „მიკრობებს კლავს“.

უსაფრთხოა თუ არა წყალბადის ზეჟანგის გამოყენება სადეზინფექციოდ? ნუთუ ჩვენი ბებიების და მშობლების თაობა ცდებოდა? აღმოჩნდა, რომ ალტერნატიული მოსაზრებაც არსებობს, რომელსაც დღეს Novate გაგაცნობთ.

როდის და როგორ გამოვიყენოთ წყალბადის ზეჟანგი

რატომ არის სახიფათო წყალბადის ზეჟანგი

წყალბადის ზეჟანგი ბაქტერიებს ნამდვილად კლავს და ჭრილობას წმენდს, მაგრამ მას ჭრილობის გარშემო ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანება შეუძლია. საქმე იმაშია, რომ ახალი ქსოვილები უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ძველი. ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ თავი უნდა აარიდოთ ისეთ ძლიერ ანტისეპტიკებს, როგორიცაა წყალბადის ზეჟანგი, იოდი და სამედიცინო სპირტი. ქსოვილები შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს და დიდხანს არ შეხორცდეს.

როგორ მოვიქცეთ

ჭრილობა სჯობს სუფთა წყლით და საპნით გაიწმინდოთ. ძლიერი ანტისეპტიკური საშუალების გადაგდება არ იჩქაროთ. ხელთ გქონდეთ, თუ საპონთან და წყალთან წვდომა არ გექნებათ.

როგორ გავწმინდოთ ჭრილობა

1. პირველ რიგში, ხელები ნაზი საპნით კარგად დაიბანეთ.

2. ჭრილობა დაათვალიერეთ. თუ ნაგავს ხედავთ, რომელიც წყლით არ ირეცხება, პინცეტის აღება მოგიწევთ. პინცეტი სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეთ და ჭუჭყი ამოიღეთ. თუ ჭრილობაში რაღაც მაინც დარჩა, ექიმს მიმართეთ.

3. ჭრილობაზე მალამო, ანტიბიოტიკის შემცველი კრემი ან ვაზელინი წაისვით.

4. ჭრილობა მარლით ან სახვევით დახურეთ. ყოველდღე სახვევი გამოცვალეთ.

5. თუ ჭრილობაში ინფექციის მოხვედრაზე ეჭვობთ, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ. დაინფიცირებული ჭრილობის ნიშნები: ტკივილი, სითბოს შეგრძნება, შეშუპება, სიწითლე.

უდავოდ, წყალბადის ზეჟანგის დავიწყება არ შეიძლება. საშუალება არა მხოლოდ სახლის აფთიაქში, არამედ ავტომობილში და შესაძლებლობის მიხედვით ჩანთაში უნდა გქონდეთ. წყალბადის ზეჟანგი გიშველით, როცა ჭრილობის მოსაწმენდად სხვა არაფერი გექნებათ. საკუთარ თავს და ახლობლებს გაუფრთხილდით!