9 ხრიკი, რომელიც სამზარეულოს გაჯეტების ყველა ფუნქციას ააშკარავებს

თითოეულ ჩვენგანს სამზარეულოში გაჯეტების და ტექნიკის მთელი ნაკრები აქვს, რომლებიც კერძის მომზადებას ამარტივებენ. ოღონდ ამ მოწყობილობების ყველა შესაძლებლობას არ ვიყენებთ, ზოგიერთზე წარმოდგენაც არ გვაქვს. საქმე არა მხოლოდ რთულ ტექნიკას, არამედ უბრალო დანას და კოვზს ეხება. Novate გთავაზობთ სამზარეულოს 9 გაჯეტს, რომლის სრულ ფუნქციებზე ბევრს წარმოდგენა არ აქვს.

1. დაკბილული დანა

ტრადიციულად, ასეთ დანას რბილი პურის დასაჭრელად იყენებენ. თუმცა ბევრ დიასახლისს აქვს უფრო პატარა, დაკბილული დანა გაყოფილი წვერით. ამ დანას სხვა ფუნქცია აქვს: ამით პომიდორს თლიან, თუმცა სხვა ხილ–ბოსტნეულსაც გაუმკლავდება, რომელთაც მყარი ქერქი, მაგრამ რბილი რბილობი აქვთ. სწორი პირისგან განსხვავებით, რომელიც ნაყოფს უბრალოდ ჭყლეტს, დაკბილული დანა მის ფორმას ინარჩუნებს. გაყოფილი წვერი დაჭრილი ბოსტნეულის გადატანაში დაგეხმარებათ.

2. ჭურჭლის სარეცხი მანქანა

ყველამ იცის, რომ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში თეფშებს შორის გარკვეული დაშორება უნდა დაიცვათ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ თეფშები მათი სიბინძურის დონის მიხედვით უნდა დააწყოთ. მაგალითად, თეფშები ნახშირწყლების ნარჩენებით (კარტოფილი, ბრინჯი ან ვერმიშელი) მანქანის ცენტრში უნდა ჩადოთ, ხოლო ცილოვანი ნარჩენებით (ხორცი, ყველი) – კუთხეებში. თუ ამ წესს დაიცავთ, თეფშები და სუფრის აქსესუარები კარგად გაირეცხება.

3. სამზარეულოს კომბაინი

მარკეტოლოგები კომბაინს მრავალფუნქციური გაჯეტის კატეგორიაში ათავსებენ, რომელიც რიგი სხვა მოწყობილობების შესაძლებლობებს აერთიანებს. სინამდვილეში, გარკვეულ პროდუქტებთან უფრო უკეთ მუშაობს, ვიდრე დანარჩენებთან. ოღონდ ამ უპირატესობას უმეტესობა ჩვენგანი არ იყენებს, რადგან არ იცის. სამზარეულოს კომბაინი მყარ და ხმელ პროდუქტებს მარტივად უმკლავდება.

4. ბლენდერი

ყველამ იცის, რომ ბლენდერი წვნიანის, სოუსის ან კოქტეილის მოსამზადებლად იდეალური მოწყობილობაა, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ინგრედიენტების დამატების სწორი თანმიმდევრობა არსებობს, რომელიც კერძის სწრაფად და ხარისხიანად მომზადებას ხელს უწყობს. ასე მსახურების ვადაც გახანგრძლივდება. მოკლედ, ბლენდერში პროდუქტები შემდეგი თანმიმდევრობით დაუმატეთ: პირველად, სითხე (მაგალითად, რძე ან ბულიონი), შემდეგ პატარა ინგრედიენტები, როგორიცაა კენკრა ან სანელებელი. ამის შემდეგ მსხვილი პროდუქტები (დაჭრილიც კი, ბოლოს დაუმატეთ) და სულ ბოლოს ყველაზე მაგარი ინგრედიენტები. თუ პროდუქტების უკუ თანმიმდევრობით მოთავსება ბლენდერის პირზე ნეგატიურად აისახება.

5. ნივრის საჭყლეტი

ერთი შეხედვით, ამ მოწყობილობის შესახებ ყველამ ვიცით. თუმცა ბევრი მომხმარებელი ნივრის კბილებს ფრცქვნის, სანამ გაჯეტში ჩადებს. ამის გაკეთება საჭირო არაა: ნივრის საჭყლეტი კონსტრუქცია ისეთია, რომ შეგიძლიათ კანიანად დაჭყლიტოთ, მაინც რბილობი და ქერქი ნახვრეტებიდან გამოსულ წვენს არ უერთდებდ.

6. მაცივარი

მაცივარი, როგორც სამზარეულოს მთავარი ელემენტი, სათანადო მოვლას მოითხოვს. ხშირად მის პოტენციალს სრულად არ ვიყენებთ. მაგალითად, იგივე კვერცხის ან რძის მაცივრის კარზე მოთავსება გავრცელებული შეცდომაა. სინამდვილეში, ეს თაროები მაცივრის ყველაზე თბილი ნაწილებია. სწორედ ამიტომ, აქ ის პროდუქტები მოათავსეთ, რომელთაც დაბალი ტემპერატურა არ სჭირდებათ, მაგალითად, სოუსები. გარდა ამისა, მაცივარი პროდუქტებით არ გაავსოთ, რომ მათ შორის სივრცე დარჩეს – ასე მაცივარი თავის ფუნქციას ეფექტურად შეასრულებს.

7. ღუმლის კარადა

საკმაოდ ხშირად დიასახლისები სხვადასხვა სივრცეს მაქსიმალურად იყენებენ, რომ სამზარეულოს აქსესუარები შეინახონ. ღუმელის ქვედა უჯრაც ამ ბედს ვერ აცდა, ის ხშირად სადგამების და საცხობი ფორმების შესანახი ადგილი ხდება. ოღონდ ამ უჯრის თავდაპირველი დანიშნულებაა მზა კერძის ტემპერატურის შენარჩუნება. ასე მუშაობს: უჯრა ღუმელის მუშაობის დროს ხურდება და მასში შენახული კერძი დიდხანს თბილი რჩება.

8. ბოსტნეულის სათლელი

ამ გაჯეტის ფუნქცია გასაგები და ერთმნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც გაირკვა, ორი მიმართულება და ხარისხი განსხვავდება. კარტოფილის, ვაშლის ან სხვა ხილის გათლისას მოწყობილობის მიმართულება თქვენიდან უნდა დაიწყოს და არა თქვენკენ – ასე უკეთ გათლით და დაზიანების შემთხვევებიც შემცირდება.

9. სპაგეტის კოვზი

ჩვეულებრივ, სპაგეტის კოვზს იყენებენ არა მხოლოდ იმისთვის, რომ მოხარშული პროდუქტი ამოიღონ, არამედ ნახვრეტიდან წყლის გადასასხმელად. თუმცა მას ერთი, უფრო ფუნქციური დანიშნულება აქვს: ამ ხვრელით სპაგეტის ულუფის გაზომვა შეგიძლიათ. პროპორციები მარტივია: ხვრელში ჩატეული სპაგეტი ერთ ულუფას შეესაბამება.