5 მეთოდი, როგორ დააფრთხოთ ჩიტები და შეინარჩუნოთ მოსავალი

ბაღში ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა ერთი სიამოვნებაა. ოღონდ იმ დრომდე, სანამ თქვენს მოსავალს თვალს არ დაადგამენ. ხილის ხეები და კენკრა განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან. Novate გასწავლით, როგორ შეინარჩუნოთ მოსავალი და დააფრთხოთ ჩიტები ისე, რომ არ დააზიანოთ.

1. მოციმციმე, მოშრიალე და ბზინვარე ნივთები

ამ კატეგორიის საფრთხობელა შექმნილია იმის გათვალისწინებით, რომ ჩიტს ბზინვარე, მოშრიალე, ხმაურიანი და მოძრავი ნივთები აფრთხობს. საფრთხობელა თავად გააკეთეთ. ამისთვის დაგჭირდებათ ძველი კასეტის ფირი, CD დისკი, საბავშვო ტრიალა, ბოთლები, საჰაერო ბუშტები, სარკე და საახალწლო ბზინიც. მოკლედ, ბაღში განალაგეთ ყველაფერი, რაც საშიშ ხმებს გამოსცემს.

ხრიკის უპირატესობა: მარტივი ნივთები და სიიაფე. სახლში საკმაოდ ბევრ უსარგებლო ნივთს იპოვით, ხეებზე მათი დაკიდვა სირთულეს არ წარმოადგენს. ასე ძველ ნივთებს ახალ სიცოცხლეს შთაბერავთ.

მინუსი: უქარო და ღრუბლიან ამინდში არ მუშაობს. დროთა განმავლობაში ფრინველი დეკორს ეჩვევა და აღარ ეშინია. ამასთან ყველას არ სურს, ბაღი უსარგებლო დისკებით, სათამაშოებით და ბზინებით გააფორმოს.

2. საფრთხობელა

უძველესი ხრიკი ჩიტების დასაფრთხობად: ბოსტანში ადამიანის მსგავსი ფიტული დადეთ. ფიტული შეიძლება უმოძრავო იყოს ან მოქნილ ჭოკზე დარგული, რომ მოძრაობის ეფექტი შექმნათ. ფიტულს ხის მასალიდან აკეთებენ და ძველ ნივთებს აცმევენ. ფიტული შეიძლება იყოს ჩალის. შეგიძლიათ თავის აქსესუარები დაუმატოთ – ეს თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ასევე მასზე საჰაერო ფარნები დაკიდეთ, რომელიც დიდი ფრინველის გამოსახულებას ჰგავს.

მეორე ვარიანტი: ბოსტანში მტაცებლის ორი დიდი თვალი გააკეთეთ. ეს შეიძლება იყოს ბრტყელი გამოსახულება ან დახატული თვალი, მაგალითად, საჰაერო ფარნზე. ასეთ ხრიკს მეომრები იყენებენ, რომ ჩიტები სტრატეგიულ ობიექტებს მოაშორონ. ორივე მეთოდის მინუსი: საეჭვო დეკორი და ჩიტების მიჩვევა.

3. ბიოაკუსტიკური და ულტრაბგერითი საფრთხობელა  

ულტრაბგერითი საფრთხობელა – მზა მოწყობილობა, რომელიც ხმის სიგნალებს გამოსცემს, რაც ჩიტებს არ მოსწონთ. ამასთან ადამიანებს არაფერი ესმით. მოწყობილობა მზის ბატარეაზე, დამტენზე ან კაბელზე მუშაობს. მინუსებიდან აღსანიშნავია, რომ ყველა ფრინველზე გავლენას ვერ ახდენს, თუმცა არის მოწყობილობები, რომელთა სიხშირე გარკვეული ჩიტისთვის შეგიძლიათ დაარეგულიროთ. მეორე პრობლემა: ულტრაბგერითმა საფრთხობელამ შეიძლება შინაურ ცხოველებს და ფრინველებს დისკომფორტი შეუქმნას. თუ სიგნალს განუწყვეტლივ გამოიყენებთ, ბავშვებსა და ზრდასრულებში თავის ტკივილს იწვევს.

ბიოაკუსტიკური საფრთხობელა – მოწყობილობა, სადაც მტაცებელი ფრინველების ხმებია ჩაწერილი. ასეთი მოწყობილობის ხმა ადამიანსაც ესმის. შეგიძლიათ კონკრეტული ფრინველისთვის დაარეგულიროთ. ასევე გამოიყენება გაზის ქვემეხი, რომელიც პროპანზე ან ბუტანზე მუშაობს. გარკვეული სიხშირით მოწყობილობა ისვრის, რასაც ხმამაღალი ხმაური ახლავს. მოწყობილობა აფრთხობს არა მხოლოდ ფრინველებს, არამედ ღორებს, კურდღლებს, სხვა ცხოველებს, რომლებიც ბოსტანს უტევეენ. მართალია, ასეთი ქვემეხი მხოლოდ დიდ ტერიტორიებზე გამოიყენება.

4. ქიმიური მეთოდები

საშუალება ფრინველს არ აზიანებს და კლავს, უბრალოდ მსუბუქ სისუსტეს იწვევს დიარეის ან ღებინების სახით, რომ ბოსტანში შემოსვლის სურვილი დაეკარგოთ. სპეციალური პრეპარატებით მოსავალს ამუშავებენ. ის ადამიანისთვის უსაფრთხოა. მთავარი მოქმედი ნივთიერებაა მეთილის ანთრანილატი, რომელიც ყურძნებსა და ციტრუსში გვხდება.

ოპტიკურ გელსაც იყენებენ. ის ტუბში გამოდის და იარაღით აივანზე, კარნიზზე და შენობის სხვა ელემენტებზე ისმება. შორიდან ჩიტი ცეცხლად აღიქვამს, ამიტომ მისგან თავს შორს იჭერენ. თუმცა ბოსტნისთვის მსგავსი გელი ნაკლებად ეფექტურია.

5. ბადე

თუ ჩიტებს ვერ აფრთხობთ, მოსავალთან წვდომა დაუხურეთ. ამისთვის სპეციალური ბადე დაგჭირდებათ, რომლითაც ხე და ბუჩქი უნდა დაფაროთ. თუ ბადე არ გაქვთ, ნებისმიერი სხვა, ნაკლებად მკვრივი მასალა გამოიყენეთ. ფრთხილად იყავით: ზოგიერთ ბადეში ჩიტი შეიძლება გაებას და დაიღუპოს. სწორედ ამიტომ, მასალა მაღალ ხეებზე არ გამოიყენოთ, რომ ექსტრემალურ ვითარებაში ჩიტის დახმარება შეძლოთ. ზოგიერთი მებოსტნე ირწმუნება, რომ საკმარისია ბუჩქებსა და ხეებს შორის ჩვეულებრივი ძაფი გააბათ. ჩიტები მოსავალს ხელს არ მოკიდებენ, ხოლო თუ ეცდებიან, არც გაიხლართებიან მაინც.