მისაბმელი კარავი, რომელიც დაგეხმარებათ ღამის გასათევი 30 წამში მოამზადოთ

ალბათ, არც ერთი რომანტიკოსი უარს არ იტყვის, რომ გრძელვადიანი მოგზაურობისას კომფორტული ღამის გასათევი ადგილი თან იქონიოს. ავტომოგზაურებმა კარავის გაშლასა და თავშესაფრის ძიებაზე დრო რომ არ დახარჯონ, ჰოლანდიურმა კომპანიამ Easy Caravanning შექმნა მოდური მისაბმელი ასაწევი სახურავით, რომელიც ნახევარ წუთში ფართო საცხოვრებელ ზონად გადაიქცევა.

ჰოლანდიური კომპანია Easy Caravanning არა ერთი წელია ქმნის და აწარმოებს მისაბმელებს, რომლებიც ნებისმიერ ადგილას, სადაც ავტომობილის გაჩერება შეიძლება, კომფორტულ საძინებლად შეგიძლიათ გადააქციოთ. მათ წინა მოდელში ცვლილებები შეიტანეს, სახურავის აწევის პროცესი გაამარტივეს და სივრცე ისე გაანაწილეს, რომ მოგზაურმა არა მხოლოდ კარგად გამოძინება, არამედ საჭმლის მომზადება, სადილობა და მყუდრო გარემოში მუშაობაც შეძლოს.

მისაბმელის პარამეტრების (კორპუსის სიგრძე – 3,5 მ, სიგანე – 1,85 მ, სიმაღლე დაკეცილ მდგომარეობაში – 1,22 მ) გათვალისწინებით მარტივი გასაგებია, რომ ის დაბალ აეროდინამიკურ წინააღმდეგობას გულისხმობს, რომელიც სიჩქარით და 360 გრადუსიანი ბრუნვით ტკბობას ხელს უშლის. მისაბმელის წონა ბუქსირებისთვის დაშვებულ ნორმებს არ აჭარბებს, დამატებითი ნებართვა ან თანხლება არ სჭირდება. მოკრძალებული ზომების მიუხედავად ახალი მოდელი სახელად The Take Off („აფრენა“) გაშლილ მდგომარეობაში კომფორტულ საცხოვრებელ ზონად იქცევა, რომელშიც თავისუფლად შეგიძლიათ გადაადგილდეთ (ჭერის სიმაღლე 2,52 მ). სახურავის ზედა პოზიციაზე დამაგრებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, ამაში გაზის ზამბარები და საკიდები დაგეხმარებათ.

განლაგების ოპტიმიზაციის წყალობით The Take Off კიდევ უფრო უნივერსალურ სივრცეს უზრუნველყოფს. მოგზაურს საშუალებას აძლევს, რომ დღისით ინტერიერი გამოიყენოს როგორც მისაღები ოთახი, სასადილო ან სამუშაო ადგილი, ხოლო საღამოს საძილე კუთხე მარტივად და სწრაფად მოაწყოს. შეგახსენებთ, რომ გვერდითა ასაწევი ნაწილები კარავის მასალისგან არის დამზადებული, რაც კარგ ვენტილაციას უზრუნველყოფს.

ქვედა დონის მთავარი „განლაგება“ (დიახ, ამ მოდელს ზედა დონეც აქვს) სასადილო/სამუშაო მაგიდის და ორი კომფორტული სავარძლის გარშემოა კონცენტრირებული, რომელიც 160×205 სმ ზომის დიდ საწოლად კეთდება. ახალ მოდელს ჰიბრიდული დიზაინის ნახევრად ფიქსირებული საწოლი აქვს, რომელიც საძინებელს სექციად ყოფს, ზედა პოზიციაზე დამაგრებული და ტრანსფორმაციული ქვედა ნაწილით. საწოლის ასაწევი ნაწილი შეგიძლიათ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დატოვოთ, რომ ერთმა ადამიანმა წათვლემა შეძლოს, მეორემ კი მშვიდად იმუშაოს ან ისადილოს. ღამით სასადილო მაგიდის აღება და რამდენიმე ბალიშის დამატება მოგიწევთ, რომ სრულფასოვანი საწოლი შექმნათ, სადაც ახალგაზრდა წყვილი ან ოჯახი პატარა ბავშვთან ერთად კარგად გამოძინებას შეძლებს.

თუ მეგობრები ან თანამშრომლები მოგზაურობენ, ერთადგილიანი საწოლების სტილში შეგიძლიათ მოაწყოთ, რაც თითოეულს საწოლიდან ადგომის და პორტატულ ბიოტუალეტთან გასვლის საშუალებას აძლევს. Novate–ს ინფორმაციით, ამ მოდელს 2 ფუნქციური ტუმბო აქვს. ერთ ტუმბოში ბიოტუალეტია დამალული, მეორეში ჭურჭლის და პორტატული გაზქურის ან სხვა ნივთების შენახვა შეგიძლიათ.

განლაგების ზოგიერთი ვარიანტი მოიცავს არა მხოლოდ ჩაშენებულ ავეჯს, არამედ მინი სამზარეულოს მოძრავი სამუშაო მაგიდით და ორკომფორიანი გაზქურით, რომელიც როგორც მისაბმელის შიგნით, ასევე გარეთ (მოდელის მიხედვით) შეიძლება დამონტაჟდეს, მინი ნიჟარით, მაცივრით და ქუჩის ფარდულით. შეგახსენებთ, რომ საწოლის სტაციონალურ ნაწილსა და გვერდითა დივნების ქვეშ ფართო შესანახი სისტემებია, სადაც თეთრეულის და ტანსაცმლის შენახვას შეძლებთ.

მნიშვნელოვანია: მრავალფუნქციური მისაბმელის Take Off სამი ვარიანტი გამოდის. Active (ძირითადი) მოიცავს ორ დივან–ტრანსფორმერს, ასაკეც მაგიდას და მობილურ გაზქურას. მოდელს Take Off-Sport ამ ყველაფერთან ერთად აქვს პორტატული სამზარეულოს ბლოკი ინდუქციური ქურით, სალაშქრო ვარიანტის ნიჟარა წყლის ავზით, ჩასატვირთი ტუმბოთი და საშხაპე შლანგით. ვერსია Xcite აღჭურვილია ზემოთ მოცემული ყველა სიკეთით და დამატებით აქვს ქუჩის ტენტი, საყინულე და უსაფრთხო გამათბობელი (ცივი ღამის შემთხვევაში). მოდელების ფასი 17,7 ათასიდან 23,6 ათას დოლარამდე მერყეობს. ყველაფერი შერჩეული მოდელის ნაკრებსა და გადასაკრავის მასალაზეა დამოკიდებული.