სახლი გასასვლელი სახურავით, რომელიც ოჯახის წევრების დამოუკიდებლობას და კონფიდენციალობას უზრუნველყოფს

ეკვადორულმა არქიტექტურულმა კომპანიამ რთულ რელიეფზე მდებარე სახლისთვის, სადაც მოზარდი შვილების მქონე ოჯახი ცხოვრობს, უნიკალური პროექტი შეიმუშავა. ბორცვზე აშენებული სახლი სამი ცალკეული მოდულისგან შედგება, სადაც სახურავი დასასვენებელ ზონას, მინი ბაღს და გასასვლელ გზას წარმოადგენს. ასეთი რთული პროექტი იმისთვის შეიმუშავეს, რომ დამკვეთების მთავარი ამოცანა მოეგვარებინათ.

ეკვადორში არქიტექტურულმა კომპანიამ El Sindiato ძალიან რთულ ნაკვეთზე სახლის ასაშენებლად შეკვეთა მიიღო. კლიენტები საცხოვრებლის განლაგების მიმართ მომთხოვნები იყვნენ. დამკვეთი ოჯახი იყო, რომელიც ცოლ–ქმრისა და ორი ზრდასრული ქალიშვილისგან შედგებოდა. მათ სურდათ, რომ მშობლებს და შვილებს არა მხოლოდ იზოლირებული ოთახები, არამედ საკუთარი საცხოვრებელი ჰქონოდათ. ამ შემთხვევაში ნაკვეთი ციცაბო ფერდობზე რთული ამოცანის გადასაჭრელად მთავარი დამხმარე გახდა.

საინტერესო ფაქტი Novate–გან: საცხოვრებელი სახელად Casa En Pendiente („სახლი ფერდობზე“) სამი დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს გარე გასასვლელი სახურავით, შიდა დამაკავშირებელი დერეფნებით, შუალედური საერთო ტერიტორიებით და მინი ბაღებით უკავშირდება. ისე დაპროექტდა, რომ დახრილ ნაკვეთს ჰარმონიულად მორგებოდა, თან ორი ზრდასრული ქალიშვილისთვის მაქსიმალური განმარტოება და დამოუკიდებლობა უზრუნველყოთ.

„თითოეული სივრცის მდებარეობა დამკვეთების სურვილების შესაბამისად საერთო სივრცეების ერთმანეთის გვერდზე განთავსებით განისაზღვრა. კლიენტების სურვილის გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მთელი სივრცე ერთმანეთს დაუკავშირდება მხოლოდ გზით, რომელიც ყველა სტრუქტურას აერთიანებს, თან სხვების სიმშვიდეს და პირად ცხოვრებას ხელს არ უშლის“ – ამბობენ კომპანიის სპეციალისტები.

საცხოვრებელი სივრცის განლაგება კარგად მოფიქრებულია და საცხოვრებელი ზონის პრიორიტეტებს შეესაბამება. პირველი და სახლის მთავარი ბლოკი ავტოფარეხთან ერთად მდებარეობს და მოიცავს შემოსასვლელს, ფართო მისაღებს, ცალკე სასადილო და საერთო სააბაზანო ოთახს.

მეორე მოდულში მდებარეობა შუალედური ზონა კეთილმოწყობილი სამზარეულოთი, სახლის ოფისით და მშობლების საძინებლით, რომელთაც საკუთარი სააბაზანო ოთახი აქვთ. სამზარეულოდან ქუჩაში გასასვლელი მდებარეობს, სადაც მოწყობილია საზაფხულო ტერასა, რომელიც დასასვენებელ ზონად ან ღია ცის ქვეშ სასადილოდ შეუძლიათ გამოიყენონ. აქვე მინი ბოსტნის ადგილია, რომ ახალი მწვანილი და ყვავილები გაზარდონ.

მესამე დონე ნაკვეთის ბოლოშია, სადაც მდებარეობს საძინებელი ოთახები ქალიშვილებისთვის საერთო სააბაზანო ოთახით. აქვეა საერთო გარდერობის ოთახი, თუმცა თითოეული გოგოს საკუთარი შესანახი სისტემები აქვს.

თუ საცხოვრებლის გაფორმებაზე ვსაუბრობთ, მთავარი საშენი მასალაა რკინაბეტონი და აგური, ამასთან მასალა მოპირკეთებული არაა. ინტერიერში გვხდება მოდური ტენდენცია: ბეტონის იატაკი და ჭერი, ღია აგურის კედლები და მასშტაბური ფანჯრები იატაკიდან ჭერამდე შავი ალუმინის ჩარჩოებით.

სამივე ბლოკი ერთმანეთს გადასასვლელით უკავშირდება. შიდა გადასასვლელი გარე სამყაროსგან მინის პანელებით გამოყოფილია, რომ მზის სინათლემ საცხოვრებელ ზონაში შეაღწიოს. თუ ამას ვულკან ილალოსა და თითოეულ მიწის ნაკვეთზე გაფორმებულ ლამაზ მინი ბაღზე გაშლილ ხედებს დაუმატებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააგარაკო სახლია. განსაკუთრებით შთამბეჭდავია სახურავებზე გარე გადასასვლელები და კიბეები.

აღსანიშნავია, რომ ქალიშვილებს საკუთარ ბლოკში მოხვედრა ისე შეუძლიათ, რომ სხვების სიმშვიდე არ დაარღვიონ, რადგან გადასასვლელები და კიბეები საძინებელი ადგილებიდან დაშორებულია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გოგონების ღამით გასვლები და იდუმალი სტუმრები მშობლებმა შეიძლება ვერც შეამჩნიონ.