7 სერიოზული მინუსი, რის გამოც ბევრს ტყეში სახლის ქონა არ სურს

რა შეიძლება იყოს უკეთესი და უფრო რომანტიული, ვიდრე ტყეში კერძო სახლი? ალბათ, მხოლოდ სახლი რომელიმე წყალსატევის პირას. სიწყნარე, იდილია და არავინ უცხო, მხოლოდ ტოტებზე მოხტუნავე ციყვები! სინამდვილეში, ტყის სახლებში ყველაფერი ასეთი მარტივი და კარგი არაა. ბევრი მიზეზი არსებობს, რატომაც ბევრს ასეთი „ბედნიერების“ ქონა აღარ მოუნდება. Novate გირჩევთ, რომ ამის შესახებ მანამ გაიგოთ, სანამ მიწას შეიძენთ ან მშენებლობას დაიწყებთ და არა საკუთარი გამოცდილებით.

1. სიბნელე, სიბნელე და ისევ სიბნელე

პაფოსურად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად ასეა. ტყეში სახლის მშენებლობისას მორალურად მზად უნდა იყოთ, რომ ბნელი ტერიტორია იქნება. ზაფხულში კარგია, როცა გარეთ ყოველდღე ცხელა. მაგრამ რა ვუყოთ ჩრდილს, რომელიც მთელი წელი ნაკვეთს არ შორდება?

2. სახლში ბნელა

მეორე პრობლემას პირდაპირ პირველი „ღირსება“ იწვევს. ბუნებრივ განათებასთან ნაცნობი პრობლემებია. რაც უფრო ახლოსაა ხეები ნაკვეთთან, მით უფრო რთული სიტუაციაა. თუ ნაკვეთზე ჩრდილს შეგიძლიათ შეურიგდეთ, სახლში მუდმივი სიბნელე არა მხოლოდ გვაღიზიანებს, არამედ ელექტროენერგიის გადახდისას საფულესაც ურტყამს.

3. ხავსი და ობი

მუდმივ ჩრდილთან დაკავშირებული კიდევ ერთი მინუსი. ნებისმიერი სააგარაკო ნაკვეთი ტყეში ხავსის, ასევე ობის განვითარებისთვის ხელსაყრელი ადგილია. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ხავსი შეიძლება პრობლემა გახდეს. ხავსი ტყეში ყველაფერზე იზრდება, მათ შორის ეზოში ბილიკებზე.

4. ტონა ფოთლები

ბევრი ადამიანი ამაზე არ ფიქრობს, როცა ტყეში სახლის ქონაზე ოცნებობს. ეს სერიოზული პრობლემაა. ნაკვეთიდან დაცვენილი ფოთლების გატანა სატვირთო მანქანებით მოგიწევთ. დაწვა არ შეიძლება, თან ხშირად არ გამოგივათ, რადგან ტყის ფოთლები ცუდად იწვის. ასეა თუ ისე, ფულის და დროის დამატებითი ხარჯია.

5. სახურავის ხშირი წმენდა

არა მხოლოდ სახურავის, არამედ მრავალი წყალსადინარის გაწმენდა შესაშური რეგულარულობით მოგიწევთ, თუ მოგვიანებით ძვირადღირებული რემონტის გაკეთება არ გსურთ. არა მხოლოდ დაცვენილი ფოთლების და წიწვების, არამედ ხავსის მოშორება მოგიწევთ, რომელიც შენობის ყველაზე მაღალ წერტილში საოცარი სისწრაფით ადის.

6. მრავალი „მეზობელი“

არა, საქმე იმ მეზობლებს არ ეხება, რომლებიც ღამის 2 საათზე ძროხას წველიან, ან საკუთარ ტერიტორიაზე დედიშობილა დაიარებიან. ვგულისხმობთ ბევრ და არც თუ სასიამოვნო ცოცხალ არსებებს, რომელთან შეჯახება ტყის ბინადარს მუდმივად მოუწევს: კოღოები, ტკიპები და გველები.

7. მაღალი მიწისქვეშა წყლები

ტყის ტერიტორიაზე ხშირად წყლის გადაგდების პრობლემებია. ყველაფერი იმიტომ, რომ ტყეებში, როგორც წესი, მაღალი მიწისქვეშა წყლებია. სეპტიკური ავზი შეიძლება საოცარი სიჩქარით აივსოს. ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა შეიძლება უბრალოდ არ არსებობდეს.