TESLA Phone – სმარტფონი, რომელსაც შეუძლია iPhone–ს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს

როგორი იქნება ილონ მასკის სმარტფონი? მაშინვე გვახსენდება დამტენი მოწყობილობის გარეშე დამუხტვა. თუ გეტყვით, რომ ასე იქნება? TESLA-ს პირველი სმარტფონის შესახებ ერთი შეხედვით ფანტასტიკურ ფაქტებს გიზიარებთ, რომელიც ბიზნეს და აიტი ანალიტიკოსების პროგნოზით გამოიწვევს იმას, რომ აიფონებს აღარ იყიდიან ისინი, ვინც არა უბრალოდ მოდურ, არამედ პრაქტიკულ გაჯეტს უპირატესობას ანიჭებს.

1. ტექნიკური დახასიათება

როგორც პრეზენტაციიდან გავიგეთ, Tesla Phone აღჭურვილი იქნება:

  • პროცესორი მე-8 სერიის Qualcomm Snapdragon
  • ოპერატიული მეხსიერების მოცულობა – 16 გბ
  • ჩაშენებული მეხსიერების მოცულობა – 512 გბ / 1 ტბ (რეკორდი!)
  • სწრაფი დატენვა USB Type-C – 100W
  • გრაფენის ბატარეა
  • დამუხტვის სიჩქარე 0%–დან 100%–მდე – 10 წუთზე ნაკლები
  • წყლისგან დაცვა IP68 – 2 მეტრამდე ჩაძირვა

2. მზის სინათლეზე დამუხტვა

ტელეფონის უკანა მხარეს მოთავსებულია მზის პანელი, რომელიც მზეზე 30 წუთით გაჩერებისას სმარტფონს 20%–ით ტენის. მაგალითად, მოგზაურობაში ან როცა ტელეფონის დატენვის შესაძლებლობა არ გაქვთ, ყოველთვის კავშირზე იქნებით, უბრალოდ ტელეფონი მზის სინათლეზე გააჩერეთ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ზამთარსა და ზაფხულში მზის პირდაპირი სხივები და ცაზე ღრუბლებს შორის მზე აუცილებელი არაა. ყველას გვესმის, რომ მზის ბატარეაზე მომუშავე კალკულატორი მოღრუბლურ ამინდშიც კარგად მუშაობს.

3. უფასო ინტერნეტი კოსმოსიდან თანამგზავრის საშუალებით

ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანიამ SpaceX–მა დაიწყო პროექტი Starlink თანამგზავრების საშუალებით პლანეტის ზედაპირის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით აღსაჭურვად. Tesla Phone–ს ამ ქსელთან პირდაპირი დაკავშირება და პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომა შეუძლია. ამავდროულად, სმარტფონის მფლობელებისთვის ეს ქსელი უფასო და შეუზღუდავი იქნება.

4. TESLA ელექტრომობილთან კავშირი

სმარტფონის ხიბლი ჰაერში დამუხტვის შესაძლებლობაა. ცნობილია, რომ სმარტფონი 3 მეტრ მანძილზე 5 ვატი სიმძლავრით დაიტენება. დეველოპერების თქმით, Tesla–ს ავტომობილებში სმარტფონის ჯიბიდან ამოღებაც არ მოგიწევთ, რადგან ამ ბრენდის ყველა ავტომობილს ჰაერში დამუხტვის ტექნოლოგია ჩაშენებული აქვს. გარდა ამისა, სმარტფონს ექნება დამატებითი ჩიპი, რომელიც განკუთვნილია ტექნოლოგიისთვის Neuralink, რომელიც ქსელში ადამიანის ქცევას აანალიზებს, რომ წინასწარ განსაზღვროს, სად მოისურვებს ის ავტომობილით წასვლას და ნავიგატორზე მარშრუტი წინასწარ შექმნას.

5. ქამელეონის კორპუსი

სმარტფონის დიზაინიც უნიკალურია. კორპუსი ტიტანისგან არის დამზადებული, მის ზედაპირზე წასმულია განსაკუთრებული ნივთიერება, რომელსაც ადამიანის ხელის სითბოს ზემოქმედებით ფერის შეცვლა შეუძლია. შესაძლოა, ეს ცნობილი განწყობის ბეჭდის ანალოგი იყოს (სტრესი ერთ ფერს გამოიწვევს, ხოლო მოდუნება – სხვას).

6. ხელმისაწვდომი ფასი

კომპანია Tesla-ს სმარტფონის შეძენა 750-1000 დოლარად იქნება შესაძლებელი. გაყიდვაში მხოლოდ 2022 წლის შემოდგომაზე ჩაეშვება. დაგვეთანხმეთ, Apple-ს მორიგ მოწინავე სიახლეზე ბევრად იაფია.

7. საკუთარი კრიპტოვალუტის მაინინგი

აღსანიშნავია, რომ გაჯეტის შიგნით დამონტაჟდება ვალუტა Marscoin–ის მაინინგის პროცესორი. კრიპტოვალუტაც ილონ მასკმა შეიმუშავა. სმარტფონი ახალ თანამგზავრულ ინტერნეტ ქსელს დაუკავშირდება, რაც მონაცემების უსაფრთხოებას გაზრდის. ახალი ქსელი მსოფლიო ინტერნეტისგან გამოყოფილია, ანუ ბევრი გარე საფრთხისგან დაცულია. გვსურს დავიჯეროთ, რომ დროთა განმავლობაში ქსელი მომხმარებლების ფართო წრისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

8. ჭკვიანი კამერები

კამერები სმარტფონის შუაში განთავსება. ვარაუდობენ, რომ მასკი კამერების გაუჩინარების ტექნოლოგიას გამოიყენებს. მომხმარებლები კამერებს იშვიათად დაინახავენ, რადგან მთავარი მოდული ელექტროქრომული მინით იქნება დაფარული. ეს ერთგვარი მოწინავე შენიღბვაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ კამერები მაშინ აამოქმედოთ, როცა რაიმეს გადაღება გჭირდებათ. სხვა სიტყვებით, როცა კამერებს არ იყენებთ, შენიღბულია.

9. გეიმერებისთვის იდეალურია

მთავარი აქცენტი გრაფიკასა და ნეიროქსელზე გაკეთდა, ასე თამაშებში იქნება შესანიშნავი მწარმოებლურობა,  თამაშებში აჩქარების ნაკრები და გამოსახულების კარგი რენდერინგი. შედარებისთვის Snapdragon 8 Gen 1 მწარმოებლურობით ზუსტად იგივეა, როგორც iPhone 13Pro–ში დამონტაჟებული A15 Bionic. სწორედ ამიტომ, Tesla–სა და iPhone-ს სორის სხვაობა არ იქნება.