სასარგებლო ხრიკები, როგორ გავწმინდოთ ტოსტერი სახლში სწრაფად

ტოსტერს, როგორც ნებისმიერ სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკას, პერიოდულად როგორც გარედან, ასევე შიგნიდან წმენდა სჭირდება. სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა ამ პროცესს უგულებელყოფს, რადგან ნამდვილ თავის ტკივილად მიიჩნევს. Novate გთავაზობთ ყველაზე სასარგებლო და ეფექტურ ხრიკებს, რომელთა დახმარებით მოწყობილობას სწრაფად და უმტკივნეულოდ გაწმენდთ.

როგორ გავწმინდოთ ტოსტერი შიგნიდან

1. ნამცეცების და ჭუჭყის მოშორება

ბევრი ადამიანისთვის ტოსტერის გაწმენდა ნამდვილი ტანჯვაა, როცა ემოციებით ივსებით და წყობიდან გამოდიხართ. მარტივი წესების დაცვით მოწყობილობას სწრაფად გაწმენდთ.

ტოსტერი დენის წყაროდან გამორთეთ, რომ დაზიანება და დამწვრობა თავიდან აიცილოთ. ნამცეცების უჯრა ფრთხილად მოხსენით და გაწმინდეთ. თუ ნამცეცებისთვის სპეციალური სახსნელი უჯრა არ გაქვთ, ტოსტერი გადაატრიალეთ და სანაგვე ყუთთან კარგად შეანჟღრიეთ. ასე შიდა ხვრელებს ნამცეცების დიდ ნაწილს მოაშორებთ.

ტოსტერის საწმენდად გამოიყენეთ სპეციალური ჯაგრისი, ბრტყელი სამზარეულოს ჯაგრისი ან ახალი კბილის ჯაგრისი. შიგნიდან ფრთხილად გაწმინდეთ. ამის შემდეგ ტოსტერი რამდენჯერმე კარგად შეანჟღრიეთ.

ჭუჭყის მოსაშორებლად მაღალ სიჩქარეზე ჩართული ფენიც გამოგადგებათ. ცივი ან თბილი ჰაერის ნაკადი დაგროვებულ ნამცეცებს მოგაშორებთ.

კიდევ ერთი გამოცდილი მეთოდი, რომლის დახმარებით მოწყობილობის შიგნით ნამცეცებს მოიშორებთ – მსხვილი სამზარეულოს მარილი. რამდენიმე სუფრის კოვზი მარილი ტოსტერში ჩაყარეთ. ქაღალდი დააფარეთ. რამდენიმე წუთით კარგად შეანჟღრიეთ, შემდეგ გადააბრუნეთ. კიდევ ერთხელ ნიჟარის ან სანაგვე ყუთის ზემოთ კარგად შეანჟღრიეთ. ამ მეთოდით შიგნით ნადებს და ჭუჭყს მოიშორებთ.

2. ნამწვის და ცხიმის ლაქების მოშორება

ადამიანების უმეტესობა ტოსტერს ხრაშუნა ყველიანი პურის ნაჭერის მოსამზადებლად იყენებს, იშვიათად კარაქს ან შოკოლადის პასტას უსვამენ. შედეგად, დროთა განმავლობაში ნამწვი, ცხიმის ლაქები და გისოსზე მიმხმარი საკვების ნარჩენები ჩნდება. მათ მოსაშორებლად ქვემოთ მოცემული რჩევები გამოიყენეთ:

რბილი ან ხის სპატული აიღეთ. ნებისმიერ დაგროვილ საკვებს, მაგალითად, გამდნარ ყველს ნაზად დააწექით. გამხმარი ნარჩენები ნაზად მოაშორეთ.

ცხიმის ლაქების მოსაშორებლად კბილის ჯაგრისი საპნიან წყალში ჩადეთ. საპნიანი ხსნარი ლაქებს წაუსვით, რომ ცხიმი დაშალოთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სოდის ან ძმრის ხსნარი გამოიყენეთ, რომლებიც ცხიმის ლაქებს ეფექტურად უმკლავდებიან. ახლა უბეწვო ქსოვილით და სუფთა წყლით კარგად გაწმინდეთ. ბოლოს მიკროფიბრის ჩვრით კარგად გაამშრალეთ. ტოსტერს სრულად გაშრობა აცადეთ და ამის შემდეგ გამოიყენეთ.

როგორ გავწმინდოთ ტოსტერი გარედან

ტოსტერში დაგროვებული ჭუჭყი და ცხიმის ლაქები ერთადერთი პრობლემა არაა. მუდმივი გამოყენებისას ზედაპირზე სხვადასხვა ლაქა და ზოლი ჩნდება, რომლებიც სამზარეულოს მოწყობილობის გარეგნობას აფუჭებენ. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ რამდენიმე ხრიკი:

პირველ რიგში, მოწყობილობა დენის წყაროდან გამორთეთ. ხსნარი მოამზადეთ. 2 ს/კ სოდა (ან 1 ჩ/კ სარეცხი საშუალება) ნახევარ ჭიქა თბილ წყალში გახსენით. მიკროფიბრის ჩვარი მიღებულ ნარევში დაასველეთ. გაწურეთ და ჭუჭყიანი ზედაპირი რამდენჯერმე გაწმინდეთ, სანამ ლაქები და ზოლები არ გაქრება.

ახლა ზედაპირი სუფთა სველი ჩვრით გაწმინდეთ. ძმარი ან ლიმონის წვენი გამოიყენეთ, რომ სოდის ან საპნიანი ხსნარის ზოლები მოაშოროთ. სუფთა სამზარეულოს ღრუბელი დაასველეთ და ტოსტერის მთელი ზედაპირი გაწმინდეთ.

ამის შემდეგ სუფთა სალფეთქით გაამშრალეთ. დარწმუნდით, რომ წვეთები ტოსტერში არ მოხვდა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ.

ტოსტერმა დიდხანს და ერთგულად რომ გემსახუროთ, მოწყობილობის მოვლის რამდენიმე მარტივი წესი დაიცავით. როგორც წესი, მასშტაბური წმენდა თვეში 1–2–ჯერ ან დაბინძურების მიხედვით სჭირდება.