10 საბჭოური ხრიკი, რომელიც თანამედროვე მოზარდს არარეალური მოეჩვენება

თითოეულ თაობას ახასიათებს მტკიცება, რომ მომდევნო თაობაზე უკეთესია. საოცარია, მაგრამ ძველ სამყაროში შეიქმნა გამოთქმა „ოჰ, დროება, ოჰ ჩვევები“, რომლის თანახმად უფროსები უმცროსებს აკრიტიკებდნენ. Novate გთავაზობთ საბჭოელი ხალხის საყოფაცხოვრებო ხრიკებს, რომლებიც 30+ ასაკის ადამიანებისთვის ჯერ კიდევ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ 21-ე საუკუნის ახალგაზრდებს თავისი არასტანდარტულობით ნამდვილად გააკვირვებს.

1. ნიგვზის გატეხვა კარით წამებში

საბჭოთა ბინებში კარები მასიური იყო, ამიტომ კაკლის გატეხვის ერთადერთ საიმედო და სწრაფ მეთოდად კარი ყველგან გავრცელდა. პროცესს რამდენიმე წამი სჭირდება. ქვემოთ მოცემული ფოტო ასახავს იდეალურ შედეგს ნიგვზის ხელით გახსნის შემდეგ.

2. საპნის ნარჩენების მეორე სიცოცხლე

სსრკ–ს დროს, განსაკუთრებით დეფიციტურ პერიოდში ნივთებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ყრიდნენ. წესი საპონსაც ეხებოდა. საპნის ნარჩენებს ცალკე ჭურჭელში ინახავდნენ. ნაწილს აშრობდნენ და სამკერვალო ცარცად იყენებდნენ, ნაწილს აქუცმაცებდნენ და თხევად საპონს ამზადებდნენ. დღემდე ბევრი მკერავი საპნის ნარჩენებს ცარცად იყენებს.

3. თეთრეულის ხარშვა

90-იანი წლების ბოლოს, როცა სსრკ–ს დაშლის შედეგად რკინის ფარდა ჩამოვარდა და უცხოური საქონელი ტოტალურად გავრცელდა, გამოჩნდა სარეცხი ფხვნილის საკულტო სარეკლამო სლოგანი „ჯერ კიდევ ხარშავთ? მაშინ თქვენთან მოვდივართ!“ მოზარდები სლოგანის პირველი ნაწილის დაზუსტებას მოგთხოვენ. რას ხარშავთ და სად?! სსრკ–ს დროს ლაქების მოსაშორებლად თეთრეულის ხარშვა პოპულარული მეთოდი იყო. დღემდე ბევრი დიასახლისი სამზარეულოს პირსახოცებს ძველი მეთოდით ხარშავს.

4. ღვინის საცობი ნებისმიერი დამჭერის ნაცვლად

გამოცდილმა დიასახლისებმა შეამჩნიეს, რომ ნაჭრის დამჭერი არაპრაქტიკული და ხანძარსაშიშია. ასე გაჩნდა მეთოდი, რომლის მიხედვით ტაფის სახურავის სახელურში ღვინის საცობს არჭობდნენ, რომ მზადებისას თითები არ დაეწვათ. ყველაფერი გენიალური მარტივია.

5. ფანჯრის გაწმენდა გაზეთებით

სსრკ–ს დროს სხვადასხვა პრესის გამოწერა მიღებული იყო. გაზეთებს მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად არ იყენებდნენ. ძველ გაზეთს არ აგდებდნენ, არამედ მისი გამოყენებით მინებს წმენდნენ, ფეხსაცმლის საშრობად და შესანახად იყენებდნენ ან ნერგებისთვის ქაღალდის ჭიქებს აკეთებდნენ. ადრე ხალხი საზრიანი იყო და ძველ ჟურნალ–გაზეთს ბევრ რამეში იყენებდა.

5. შესქელებული რძის მოხარშვა

შესქელებული რძე ახლაც და ადრეც ქილებში იყიდებოდა. მზა სახით მისი გამოყენება მაგრად არ ითვლებოდა. მოხარშვა მიღებული იყო. ხარშვას 3 საათი სჭირდებოდა. ძალიან მაგარი იყო პირდაპირ ქილიდან ჩაის კოვზობით ჭამა და ამ ფუფუნების ფაქტით მეგობრების წინაშე ტრაბახი.

6. ნეილონის წინდა შეგიძლიათ თმით ამოკემსოთ

უთხელეს წინდას ჩვეულებრივი ძაფით ვერ ამოკემსავთ – ასეთი ძაფი უხეშად და უშნოდ გამოიყურება. ამ შემთხვევაში საბჭოელი ქალები საკუთარ თმას იყენებდნენ – თმა ძაფზე თხელია და ტექსტურით ნეილონს უფრო შეეფერება. წინდას სამლიტრიან ქილაზე აცვამდნენ და თმით ფილიგრანულად კემსავდნენ. მეთოდი დღესაც გამოგადგებათ, თუ სასწრაფოდ წინდის ჩაცმა გჭირდებათ, სახლში კი მხოლოდ 1 წყვილი გაქვთ, რომელიც ჩაცმისას გაირღვა. მენდეთ, მუშაობს!

7. ასანთი მეტ ტუჩსაცხს გაჩუქებთ

თანამედროვე ქალების უმეტესობა დეკორატიულ ან ჰიგიენურ ტუჩსაცხს მაშინვე აგდებს, როგორც კი წასმა შეუძლებელი ხდება (ტუჩსაცხის ფენა პლასტმასის გვერდს უსწორდება). საქმე იმაშია, რომ ამ გვერდის ქვემოთ საკმაოდ ბევრი ტუჩსაცხია. მარტივი ასანთით საჭირო რაოდენობის ტუჩსაცხს ამოიღებთ, რომელიც საჩვენებელი თითით ტუჩზე მარტივად შეგიძლიათ წაისვათ.

8. სოკოს ჩანთა გამსკდარი ბურთისგან

გამსკდარი ბურთისგან საბჭოელი ხალხი სოკოს საკრეფად ჩანთას აკეთებდა. ბურთს რამდენიმე ნაწილს აჭრიდნენ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. დარჩენილ ზღუდარს, რომელიც სახელურის როლს ასრულებდა, იზოლენტით ამაგრებდნენ. დაკეცილი რეზინის ჩანთა ქურთუკის ან საწვიმარის ჯიბეში ეტეოდა.

9. ხახვის შენახვა ნეილონის წინდაში

ხახვის შენახვას ყოველთვის ერთი პრობლემა აქვს – სწრაფად ლპება, თუ კარგ პირობებს არ შეუქმნით. რა გავაკეთოთ? ძველი ნეილონის წინდები ხახვით გაავსეთ და სამზარეულოში ან სარდაფში დაკიდეთ. ხახვის შენახვის იდეალური მეთოდია. ასე ოპტიმალური გარემო, ტემპერატურა და ვენტილაცია იქმნება, შედეგად ბოსტნეული დიდხანს ინახება. წინდები მეორე სიცოცხლეს მიიღებს.

10. ფეხსაცმლის გაშრობა გაზეთებით

თითის წვერით დაიწყეთ და ნელ–ნელა გაზეთებით გაავსეთ. 15 წუთში ახალი გაზეთით ჩაანაცვლეთ, თუ სისველე ბევრია. გამოყენებული გაზეთი შეგიძლიათ ბატარეაზე გააშროთ და კვლავ გამოიყენოთ. ასეთ „საშრობს“ მრავალჯერადს ვერ უწოდებთ, რადგან გაზეთი 2–3 დღეში დაიფშვნება. თუ ფეხსაცმელი ძლიერ არ დასველდა, გაზეთით ერთხელ გაავსეთ და მთელი ღამით გააჩერეთ. ზამთარში ბატარეის გვერდით დატოვეთ.

ბონუსი: აგური ავზში ეკონომიის მიზნით

დაზოგვა და კიდევ ერთხელ დაზოგვა. ყველაფერი მარტივია, როგორც აგური! თუ წყლის ხარჯს მრიცხველი აკონტროლებს, ხელმომჭირნე ხალხი გირჩევთ, რომ უნიტაზის ავზში აგური ჩადოთ. ასე ყოველი ჩარეცხვისას ერთი აგურით ნაკლებ წყალს მოიხმართ.