მეაგარაკის 3 შეცდომა, რომელიც პოლიკარბონატის სათბურს ანადგურებს

პოლიკარბონატის სათბური აგარაკზე ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ვარიანტი იყო და დარჩება. სამწუხაროდ, ბევრი მეაგარაკე ქვემოთ მოცემული სამი შეცდომიდან ერთ–ერთს მაინც უშვებს, რომელიც საყვარელ სათბურს უმოკლეს დროში ანადგურებს. Novate გიამბობთ, რა უნდა გახსოვდეთ სათბურის არჩევისა და მოწყობისას.

1. გოგირდის ქვები

ინტერნეტში ბევრ მასალას იპოვით იმის შესახებ, რომ გოგირდის ქვებით სათბურის დამუშავება კარგია. ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ: ლითონის და პოლიკარბონატის კონსტრუქციაში გოგირდის ქვების გამოყენება აკრძალულია. ქვების წვის პროცესში წარმოიქმნება გოგირდის ანგიდრიდი, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას კლავს და წყალთან კონტაქტისას გოგირდოვან, შემდეგ გოგირდმჟავას წარმოქმნის. ეს უკანასკნელი მცირე რაოდენობითაც ლითონს და პოლიკარბონატს ანადგურებს. გოგირდის ქვების გამოყენება მხოლოდ ქვის და ხის შენობაში შეიძლება, ასევე მინის სათბურში, რომელსაც ხის კარკასი აქვს.

2. დაზოგვის სურვილი

პოლიკარბონატი და კარკასი GOST–ს უნდა შეესაბამებოდეს. ერთი შეხედვით, აშკარაა, მაგრამ ბევრ მეაგარაკეს ავიწყდება. გახსოვდეთ, რომ პოლიკარბონატის სისქე მაჩვენებელი არაა. 4 მმ სისქის ხარისხიანი მასალა, რომელიც GOST–ის მიხედვით არის დამზადებული, გარანტირებულად უფრო უკეთესია, ვიდრე 6-8 მმ სისქის დაბალი ხარისხის მასალა. უმარტივესი მეთოდი პოლიკარბონატის შესამოწმებლად: ხელი მოუჭირეთ. თუ იკუმშება, სავარაუდოდ, ცუდი მასალაა. თუ არა, ასეთი პოლიკარბონატი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

3. თოვლისგან არასწორი გაწმენდა

პოლიკარბონატის სათბურის გამოყენებისას ბევრი პრობლემა არასწორად გასუფთავებას უკავშირდება. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გაწმენდის დროს პოლიკარბონატის ზედაპირს კაწრავენ. მომავალში ამ ნაკაწრებში წყალი ხვდება. წყლის გაყინვა დახეთქვას იწვევს, რომელსაც მასალის გახევა შეუძლია. საბოლოოდ, საფარი ინგრევა. ასეთი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად პოლიკარბონატის საწმენდად საფხეკი მასალაზე ბევრად რბილი უნდა იყოს.