რჩევები, როგორ გავაკეთოთ პრაქტიკული, გამძლე და ბიუჯეტური შემონაკირწყლი კერძო სახლის გარშემო

საუკეთესო შემონაკირწყლი აუცილებელი არაა მძლავრი რკინაბეტონი და რთულად გასაკეთებელი იყო. თუ ყინვისა და სხვა კლიმატიური პირობებისგან საძირკვლის საიმედოდ დაცვა გსურთ, რბილი დათბუნული შემონაკირწყლი გააკეთეთ და ამ სახლის ნაწილთან დაკავშირებული პრობლემები ათწლეულები დაივიწყეთ.

ნებისმიერი შენობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი მის გარშემო შემონაკირწყლია. მისი მიზანი ძალიან პროზაულია – წვიმის ან თოვლის დნობის დროს სახურავიდან ჩამოსულ დიდი რაოდენობის სითხეს საძირკვლის ზემოთ მიწაში მოხვედრის საშუალება არ მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ეს სითხე სახლის ქვეშ დაგროვდება და მიწის გამტარობის მახასიათებლებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

უმეტეს შემთხვევაში შემონაკირწყლს სადრენაჟე სისტემა აქვს, რომ წყალი საძირკვლის სიახლოვეს არ დაგროვდეს.

ცივი კლიმატის მქონე რეგიონებში, როცა ზამთარში ყინვებია და მიწა გარკვეულ სიღრმემდე იყინება, გირჩევთ დათბუნული შემონაკირწყლი გააკეთოთ. ასე საძირკველს ყინვით გამოწვეული მიწის შემოდგომა–გაზაფხულის მოძრაობისგან დაიცავთ. თუ ასეთ პირობებში შემონაკირწყლს არ დათბუნავთ, მიწაში არსებული სითხე ნებისმიერ შემთხვევაში გაიყინება, ყინულად გადაიქცევა და გაბერილმა მიწამ შეიძლება საძირკვლის აწევა გამოიწვიოს. გაზაფხულზე ყინულის დნობისას უკუსურათს ვხედავთ და საძირკველი ჯდება.

როგორც მიხვდით, შემონაკირწყლი ერთდროულად ორ ფუნქციას უნდა ასრულებდეს. სწორედ ამიტომ, ხარისხიანად უნდა გააკეთოთ, რომ არა მხოლოდ საკუთარი მნიშვნელოვანი ფუნქციები შეასრულოს, არამედ თავადაც არ დაიშალოს.

შემონაკირწყლის პარამეტრები განსაზღვრეთ. სიგანეში ნახევარი მეტრით მეტი უნდა იყოს, ვიდრე სახურავის კიდული მის ზემოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახურავიდან გამომავალი წყალი შემონაკირწყლსა და სადრენაჟე სისტემასაც გვერდს აუვლის და მიწაში მოხვდება. მაშინაც კი, თუ სახურავი წყალჩასადინარებით აღჭურვილია, სრულფასოვანი შემონაკირწყლის გაკეთება მაინც აუცილებელია. წყალჩასადინარს დაჟანგვა, დაბზარვა და გასკდომა ახასიათებს და ამ შემთხვევაში მთელი წყალი პირდაპირ სახლის ქვეშ ჩაიღვრება.

მეორეც, შემონაკირწყლი ისე უნდა გააკეთოთ, რომ მისი ზედა ნაწილი წყლისა და ყინვის ზემოქმედებით არ დაიშალოს. ბევრი მეაგარაკე ძალიან ძლიერ შემონაკირწყლს აკეთებს, ძირითადად, რკინაბეტონს, და იმედი აქვს, რომ რაც უფრო ძლიერია შემონაკირწყლი, მით უფრო ნაკლებად დაიშლება. ასე არაა.

საქმე იმაშია, რომ ბეტონი სიმძლავრის გარანტიას არ იძლევა, განსაკუთრებით დაბალი ხარისხის ბეტონი. მაღალი ხარისხის ბეტონიც შეიძლება დაიბზაროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შემოდგომის წვიმების შემდეგ სველია და დილით ეს წყალი შეიძლება გაიყინოს. გაზაფხულზე დღისით თოვლის დნობას ღამით ყინვები ანაცვლებს და პირობების ასეთმა ცვლამ შეიძლება ნებისმიერი შემონაკირწყლი სწრაფად გაანადგუროს.

სწორედ ამიტომ, შემონაკირწყლი მსუბუქი და მარტივად შესაკეთებელი უნდა იყოს. მთავარია, ნებისმიერი მოცულობის სითხე არ გაატაროს, გაყინვა–გალღობის ციკლს კარგად გაუძლოს და დაზიანების შემთხვევაში მარტივად და სწრაფად შეკეთდეს. შემონაკირწყლის ქვეშ მიწის დათბუნვაზე იზოლაცია არის პასუხისმგებელი, ამ შემთხვევაში ამ როლს ექსტრუდირებული პენოპოლისტიროლი ასრულებს, რომელიც მაღალი ხარისხის და დაუზიანებელი უნდა იყოს.

როგორ გავაკეთოთ შემონაკირწყლი, რომელიც იაფი და საიმედო იქნება?

ამ შემთხვევაში ბეტონის და არმატურის გამოყენებაზე საერთოდ უარი თქვით. იდეალური ვარიანტია, რომ პენოპოლისტიროლზე პოლიმერული ფირი დააფინოთ, მასზე ქვიშა ან ღორღი დაყაროთ. ღორღი დეკორატიული საფარის როლს შეასრულებს, ქვიშა, როგორც ბაზა, წყალს არ გაატარებს, ხოლო პენოპოლისტიროლი – სიცივეს. ეს ტექნიკურად და ბიუჯეტურად უნაკლო სქემაა, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს.

პოლიეთილენის ფირი ძალიან არასაიმედო მასალაა. მალე შეიძლება დაზიანდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ შემონაკირწყლზე ხალხი მუდმივად მოძრაობს. სწორედ ამიტომ, გირჩევთ ჰიდროსაიზოლაციო მასალა სხვა, უფრო გამძლე მასალით ჩაანაცვლოთ. უფრო თანამედროვე სქელი მასალა შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ, როგორც წესი, ბიუჯეტური არაა, რაც მთავარია, მათზე რეალური გამოყენების ვადას არავინ მოგცემს.

გირჩევთ ბუნებრივი მასალა გამოიყენოთ, რომელმაც თავისი შესანიშნავი თვისებები უკვე დიდი ხანია დაამტკიცა. ყველამხრივ პრაქტიკული ჰიდროსაიზოლაციო ფენის შესაქმნელად დატკეპნილი თიხა გამოიყენეთ. ასე უფრო ბიუჯეტურ ვარიანტს მიიღებთ ხარისხის დაკარგვის გარეშე, რადგან თიხა ყველგან უფასოდ არის, რაც მთავარია, მაღალი ხარისხის თიხა შეგიძლიათ შეარჩიოთ.

ძალიან პრაქტიკულ და გამძლე შემონაკირწყლს მიიღებთ, რომელიც ბევრი წელი ან ათწლეულები შეკეთებას არ მოითხოვს. ამავდროულად, ყველა დაკისრებულ ფუნქციას კარგად შეასრულებს. ასეთი შემონაკირწყლი სწრაფად მონტაჟდება და მშენებლობის განსაკუთრებულ უნარებს არ მოითხოვს. გარეგნულად ლამაზია და მასზე ინტენსიურად შეგიძლიათ იმოძრავოთ.

მთავარია, არ დაგავიწყდეთ სახლის კედლების საპირისპირო მიმართულებით შემონაკირწყლის დახრა და ხარისხიანი სადრენაჟე სისტემის მოწყობა, რომ წყალი შემონაკირწყლის საპირისპირო კიდის ქვეშ არ მოხვდეს. საერთოდ, სჯობს მიწისქვეშა სადრენაჟე სისტემაც გააკეთოთ, რომ საძირკველს მიწისქვეშა წყლებიც მოაშოროთ, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.