რიჩარდ გირი თავის მამულს 28 მლნ დოლარად ყიდის: ღირს ასეთი ფული

ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა რიჩარდ გირმა (ალბათ, ყველას ახსოვს ფილმიდან „ლამაზმანი“, სადაც მთავარ როლს ასრულებს) გადაწყვიტა თავის ერთ–ერთ სააგარაკო სასახლეს დაემშვიდობოს, რომელსაც ბოლო 20 წელია ფლობს. თუ ვიმსჯელებთ ვარსკვლავი მსახიობის მოთხოვნილი ფასით, საქმე მხოლოდ მდიდრულ რეზიდენციას და აუზს არ ეხება.

რიჩარდ გირმა გადაწყვიტა გაყიდოს მდიდრული მამული, რომელიც პაუნდ–რიჟის (ნიუ–იორკის შტატი) თვალწარმტაც გარეუბანში მდებარეობს. რეზიდენციის და 20 ჰა ფართობის საოცარი ნაკვეთის შთამბეჭდავი ფოტოები უძრავი ქონების ელიტურ საიტზე Compass გამოჩნდა. ამ ფოტოების წყალობით ყველა, ვისაც სურს საოცარი ადგილების „მონახულება“ და იმის ნახვა, როგორ ცხოვრობენ მდიდრები, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეძლებს.

მსახიობის მამული ყველაზე დიდ სააგარაკო კომპლექსებში შედის, რომელიც ნიო–იორკიდან 1 საათის სავალზე მდებარეობს. მასშტაბური სააგარაკო ობიექტი, რომელიც არა მხოლოდ მდიდრულ რეზიდენციას მოიცავს, საკუთარი ნაკვეთის და დაცული ტერიტორიის მიმდებარე ლანდშაფტში ოსტატურად არის შერწყმული (სულ 1,7 ათას ჰექტარზე მეტი). ამ გარემოების ხარჯზე შესაძლებელი გახდა ბუნების წიაღში მშვიდი საცხოვრებლის შექმნა, თითოეული შენობის და დასასვენებელი/აქტივობის ზონის ისე მოწყობა, რომ ოჯახს მშვიდად დაესვენა და პირადი ცხოვრების დარღვევაზე არ ეფიქრათ.

საინტერესო ფაქტი Novate-გან: სააგარაკო მამუკი 2000 წელს აშენდა. რიჩარდ გირმა მხოლოდ 2 წლის შემდეგ იყიდა. ბოლო 10 წელში ტერიტორია შემატა და იმედგაცრუებული დარჩა. გაყიდვის მომენტში მამულში მთავარი რეზიდენციის გარდა კიდევ არის 5 ცალკე მდგომი შენობა: მფლობელის საშინაო ოფისი, მსახურების სახლი, სასტუმრო კოტეჯი, ბეღელი და დიდი ავტოფარეხი. გარდა ამისა, აქვეა 8 ცხენზე გათვლილი საჯინიბო, სრული ზომის ფეხბურთის მოედანი, ჩოგბურთის კორტი, გამთბარი ღია აუზი ლაუნჯ ზონით და საზაფხულო პავილიონი ტბაზე. ყველა შენობა მრავალსაუკუნოვან ხეებს შორის ოსტატურად დამალულია, ასე რომ მფლობელის და სტუმრების კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილია.

აღსანიშნავია, რომ მამულს აქვს საკუთარი ტბა ქვიშის სანაპიროთი, დასასვენებელი ზონა საზაფხულო პავილიონის ტერასაზე, რომელთა შორისაა უკაცრიელი კუნძული, სადაც მოხვედრა ნავით შეიძლება. გათვალისწინებულია მიხვეულ–მოხვეული ბილიკები და საოცარი ბორცვები სასეირნოდ და საჯირითოდ. მამულს აქვს საკუთარი ბაღები, კორომები, მოვლილი გაზონები და სურნელოვანი კლუმბები, რომლებიც მთავარი რეზიდენციის ფანჯრებიდან შეგიძლიათ დაინახოთ.

თუ დამხმარე ოთახების ინტერიერზე ვსაუბრობთ, კლასიკურ სტილშია გაფორმებული, რომელიც მყუდრო ოჯახურ ატმოსფეროზეა ორიენტირებული. მასში ხის სტილი თანამედროვე ფუფუნების ნიშნებით ოსტატურად გამოკვეთილია.

მამულის სამსართულიანი სასახლე თავს იწონებს დიდი და ნათელი ოთახებით, მათ შორისაა: ფართო მისაღები ოთახი ტერასაზე გასასვლელით, ბიბლიოთეკა ფანჯრის ნაცვლად დივნით, მყუდრო სასადილო, ბოლო ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო, 8 მდიდრული საძინებელი და 9 სააბაზანო ოთახი, 2 დიდი საგარდერობო, მუსიკალური სტუდია, სადაც გიტარების კოლექციაა შეგროვებული, და რამდენიმე დამხმარე ოთახი სახლის მოსავლელად. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ზონას დიდი ტერასები ესაზღვრება, რომლებზეც მოხვედრა ერთდროულად რამდენიმე ოთახიდან შეიძლება.

მთავარი რეზიდენციის ინტერიერში ჭარბობს ნატურალური მასალები, როგორც მოპირკეთებაში, ასევე მყარი ავეჯის მთავარ მასალაში. ფერების არჩევანი პროგნოზირებადია: ღია და პასტელური ტონები, რომლებიც ძვირფას ავეჯს ხაზს უსვამენ და ულამაზესი პეიზაჟით ტკბობას ხელს არ უშლის. სასახლეს ერთდროულად 9 მოქმედი ბუხარი აქვს, რომლებიც სახლის კომფორტს, სითბოს და სრული უსაფრთხოების ატმოსფეროს ქმნიან.

უზარმაზარი მამულის ადგილმდებარეობის და ყოველი ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით რთულია არაა იმ ფასის დასახელება, რომელსაც ცნობილი მსახიობი თავის ახალ ცოლთან, ესპანელ პუბლიცისტთან, ალეხანდრა სილვასთან ერთად ითხოვს. მამულის თავდაპირველი ღირებულება დიდ ნაკვეთთან ერთად 28 მლნ დოლარია. ამბობენ, რომ ბედნიერი ოჯახი, რომელიც 3 წლის ვაჟს, ალექსანდრეს ზრდის, ჩრდილოეთ სალემში უფრო „მოკრძალებულ და პატარა“ სახლში გადასვლას გეგმავს, რომელიც 10 მლნ დოლარად შეიძინეს.