რჩევები, როგორ ავიცილოთ თავიდან კედლის ძირის და აგურის პირველი რიგის დანესტიანება

„ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა“ და ყველა მფლობელს სურს, რომ მისმა თავშესაფარმა მშენებლობის შემდეგ მინიმუმ რამდენიმე წელი „სიურპრიზები“ არ მოუტანოს. ყოველთვის ასე არ ხდება. ბევრი მფლობელი პირველივე წლებში აგურის პირველი რიგის დასველების პრობლემებს აწყდება. მოგვიანებით, ეს სინესტე შენობაში შედის. მიზეზი რამდენიმეა.

მიზეზი №1. პირველი შეცდომა გულისხმობს წამკვეთი ჰიდროსაიზოლაციო მასალის არასწორად შერჩევას, რომელიც შენობის კედელსა და ცოკოლს შორის თავსდება. ზოგჯერ საერთოდ არ არის.

მიზეზი №2. მეორე მიზეზი დაბალი ცოკოლია. წვიმის დროს წყალი სახლის შემონაკირწყლიდან სხლტება და კედელში ხვდება. თუ წვიმიან რეგიონში სახლის კედლები დაცული არაა, საერთოდ არ შრება. იგივე პრობლემა გვხდება თოვლიან ადგილებში, სადაც თოვლის დონე მუდმივად ცოკოლზე მაღალია.

მიზეზი №3. მესამე მიზეზია კედლის მიღმა ამოშვერილი ცოკოლი. კარგი წამკვეთი ჰიდროსაიზოლაციო მასალაც ვერ გიშველით. ამ მხარეს მუდმივად თოვლი დევს ან წვიმის შემდეგ წყალი დგას, ამიტომ აგური სითხით ივსება და კედელზე თეთრი ნადები ჩნდება.

ცუდი წამკვეთი ჰიდროსაიზოლაციო მასალა ან მისი უქონლობა ყველაზე მზაკვრული პრობლემაა და მოსაგვარებლად დიდი თანხის გაღება მოგიწევთ. ასეთი პრობლემა გვარდება წინასწარ გაბურღულ ნახვრეტებში სპეციალური ქიმიური ნარევის შეყვანით, რომელიც აგურს წყალგამძლეს ხდის.

პროცედურა იაფი არაა და უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ, რომ წაკვეთა შესრულდეს არა მუყაოზე დაფუძნებული რუბეროიდით, არამედ სპეციალურად ამისთვის შექმნილი მასალით, მაგალითად, მინის იზოლაცია და რაღაც მსგავსი, რომელიც სინთეტიკურ მასალაზეა დაფუძნებული.

მეორე და მესამე მიზეზები თითქმის ერთნაირია და მსგავსი მეთოდებით შეგიძლიათ მოაგვაროთ.

გამოსავალი №1

კედლის ძირი რომ არ დასველდეს, წყალგაუმტარი მასალით უნდა დაიცვათ. თუ ცოკოლი დაბალია, მაშინ აწიეთ, თუ ცოკოლი ამოშვერილია, შვერილი უნდა დახუროთ. ამის გაკეთება შეგიძლიათ ქარხნული პანელებით ან ფურცლოვანი ლითონის მასალით – შემაერთებელი ზოლები, წინსაფარი, ქვედაბოლო და ა.შ.

ამოშვერილი ცოკოლის მიმართ ზემოთ აღნიშნული ნაკლოვანების გამო ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. სახლში ცოკოლი და კედელი ერთ სიბრტყეზე გავაკეთე, რომ შეერთების ადგილას წყალი არ დაგროვდეს. ბევრი საერთოდ აგურს ცოკოლზე კიდებს, 2-3 სმ–ით წევს.

ჩემი ცოკოლი:

გამოსავალი №2

ბევრი ადამიანი უფრო მარტივ გამოსავალს იყენებს, რომ პანელებზე ფული არ დახარჯოს. ისინი წყალგაუმტარ ნარევს ყიდულობენ. ასეთი ნაერთი იაფია და აგურის რამდენიმე რიგის დასამუშავებლად 10-20 ლარი გეყოფათ.

წყლის რეპელენტები – სპეციალური ნარევი, რომელიც მასალას სითხისგან იცავს. უთხელეს ფირს ქმნის, რომელიც მასალის ფორებს ორთქლის გამტარობის თვისების დაზიანების გარეშე ფარავს.

ამოშვერილ ცოკოლზე შეგიძლიათ ხსნარით ქვედაბოლო გააკეთოთ და ერთ კვირაში მასზე და კედლის ძირზე წყლის რეპელენტი წაუსვათ.

ამ მეთოდს წარმატებით ვიყენებ, რადგან ჩვენს ძველ სახლს ცოკოლი საერთოდ არ აქვს და ადრე სინესტის და თეთრი ნადების პრობლემები მუდმივად გვაწუხებდა. წყლის რეპელენტი 4-5 წელი ძლებს, შემდეგ პროცედურა უნდა გაიმეოროთ. ისეთი ნარევი შეარჩიეთ, რომელიც აგურის ფერს არ ცვლის.

ალბათ, ეს ყველა მეთოდია, რომლითაც აგურის დასველებას შეგიძლიათ ებრძოლოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: აგურის პირველი რიგის დასველების პრობლემის თავიდან ასაცილებლად სჯობს თავიდანვე მაღალი ხარისხის წამკვეთი ჰიდროიზოლაცია გააკეთოთ და არ დაზოგოთ. ასევე სჯობს ამოშვერილ ცოკოლზე უარი თქვათ, რადგან არანაირი უპირატესობა არ აქვს.