
მიკროტალღური ღუმელი საკმაოდ უცნაური მოწყობილობაა. ზოგჯერ თეფშს დამწვრობამდე აცხელებს, მაგრამ მისი შიგთავსი ცივი რჩება. დროის გაზრდა და ლოდინი გვიწევს, სანამ საჭმელი ჭურჭლის კედლებიდან გათბება და არა მიკროტალღებიდან, რომლებიც, როგორც წესი, გვერდს უვლის. Novate გიამბობთ, რატომ ხდება და რა გავაკეთოთ.
რჩევა 1: სწორი ჭურჭელი შეარჩიეთ
ერთი შეხედვით, ნებისმიერი ჭურჭელი, ლითონის გარდა, მიკროტალღური ღუმელისთვის შესაფერისია. მით უფრო, ჭურჭლის უმეტესობას შესაფერისი მარკირება აქვს. სანუკვარი ნიშანიც გარანტიას არ გაძლევთ, რომ თეფში მიკროტალღებს საკუთარ თავზე არ აიღებს და დენს ტყუილად არ დახარჯავს. მარკირება შეიძლება ჩვეულებრივი მარკეტინგული ხრიკი იყოს.
მიკროტალღური ღუმელისთვის შესაფერისი ჭურჭელი რომ შეარჩიოთ, უნდა გატესტოთ. შესაძლოა ყიდვა არ მოგიწიოთ, არამედ არსებულიდან აარჩიოთ. თეფშზე, თასში ან ფინჯანში წყალი დაასხით და მიკროტალღურ ღუმელში 1 წუთით მოათავსეთ. თუ წყალი გათბება, ხოლო ჭურჭლის კედლები ოდნავ თბილია – მომავალში გასაცხელებლად გამოიყენეთ. თუ წყალი თბილია, ხოლო ჭურჭელი ცხელი – ჭურჭელი სხვა მიზნით გამოიყენეთ.
ახლა მიკროტალღურ გამოსხივებაზე თავსახური შეამოწმეთ. თუ თეფშმა გამოცდა ჩააბარა, ხოლო თავსახურის ქვეშ საჭმელი უფრო ცუდად გათბა, თავსახური გამოცვალეთ. თავსახური შეიძლება საჭმლის ცუდად გათბობის მიზეზი იყოს.
მოჭიქული ჭიქები მიკროტალღურ ღუმელში არ ჩადოთ. ძლიერი ამრეკლი მოქმედების გამო საჭმელს ხარისხიანად არ ათბობს.
რჩევა 2: თეფში მინის სადგამის კიდესთან ახლოს დადეთ
მიკროტალღებს განსაკუთრებული წესი აქვთ, რომლის თანახმად, ცენტრში ცივია, ხოლო კიდეში – ცხელი. მიზეზი: ტალღასატარი ცენტრში არ მდებარეობს, ხოლო მისი მოქმედება სადგამის კიდისკენ არის მიმართული. თუ მიკროტალღური ღუმელი ახალი არაა, მაშინ კამერის შიგნით ზედაპირის დაჭუჭყიანების და ნაკაწრების გამო არეკვლა შეიძლება გაუარესდეს. სწორედ ამიტომ, ჭურჭელი სადგამის კიდეში დადეთ და არა მის ცენტრში. ასე თეფშის შიგთავსი მიკროტალღების უდიდეს გავლენაში მოხვდება.
ამ მარტივი ხრიკებით მიკროტალღურ ღუმელს აიძულებთ, რომ საჭმელი გაათბოს და არა ჭურჭელი!