
ძველი შენობები, რომელთაც დიდი ხანია დანიშნულებისამებრ აღარ იყენებენ, შემოქმედებითი ადამიანების შთაგონების წყარო ხდება. ასეთი შენობის შეძენაზე ფულის კარგად დაზოგვა შეიძლება, თან საკუთარი გემოვნებით რემოტნის გაკეთების ან სრული გარდაქმნის შესაძლებლობა ჩნდება. სწორედ ასე მოიქცა დასავლეთ იორკშირის მაცხოვრებელი. ენერგიულმა გოგონამ ძველი პოლიციის შენობის ყიდვა გადაწყვიტა. Novate გიამბობთ, რა გამოვიდა აქედან.
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ დიდ ბრიტანეთში უძრავი ქონება ძვირი ღირს, თუნდაც სახლი გარეუბანში იყოს. ბევრი ბრიტანელი ბიუჯეტის დასაზოგად და საკუთარი იდეების გასახორციელებლად ცარიელ და არალიკვიდურ შენობებს ყიდულობს. ეს გზა აირჩია ახალგაზრდა გოგონამ, რეიჩელ რობერტსმა დასავლეთ იორკშირიდან. სახლის შესაძენად და საკუთარი დიზაინერული პროექტის გასახორციელებლად სოფელ სცისეტში (Scissett) იყიდა პოლიციის შენობა, რომელიც თითქმის 50 წელი ცარიელი იყო.
ძველი ორსართულიანი შენობა, რომელიც 1853 წელს ააშენეს, 1969 წლამდე პოლიციის განყოფილებად გამოიყენებოდა. იმ დროს პოლიციის განყოფილება სხვა დასახლებულ პუნქტში გადაიყვანეს, ხოლო ძველი შენობა უბრალოდ მიატოვეს. პოლიციის განყოფილება ორსართულიანი ქვის შენობისგან შედგებოდა, რომელსაც მიშენებაც ჰქონდა. გოგონამ ობიექტი 240 ათას დოლარად შეიძინა, რაც ამ ადგილის უძრავი ქონების ფასების სტანდარტებით ხელმისაწვდომად ითვლება. ობიექტის ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ ინტერიერის განლაგება და დიზაინი სპეციფიკური იყო, თან მდგომარეობაც სასიხარული არ იყო.
პოლიციის შენობის განლაგება: თავის დროზე ბუნებრივი ქვით და აგურის ტიხრებით ააშენეს. დახურვამდე ბოლო წლებში პირველ სართულზე იყო შემოსასვლელი და დარბაზი ვიზიტორებისთვის, ბლოკი მორიგისთვის და ოთახი მოქალაქეების მისაღებად. მეორე სართულზე – საცხოვრებელი ზონა. არსებობის რაღაც პერიოდში მასში ინსპექტორი ან სერჟანტი ოჯახებით ცხოვრობდა, მაგრამ ხშირად პოლიციელების დასასვენებელი ზონა იყო, სადაც საცხოვრებელი ოთახი და სამზარეული იყო მოწყობილი. მიშენებულ ფრთაში მდებარეობს ორი დროებითი იზოლატორი და ტუალეტი საშხაპით.
თავდაპირველად, რეიჩელი მეგობარ ბიჭთან, მაიკთან ერთად, რომელიც პროფესიონალი მშენებელია, გადაკეთებაზე დაფიქრდა და სარემონტო პროექტი შეიმუშავა, შემდეგ საქმეს შეუდგა. რემონტი დაიწყო რამდენიმე ტიხრის და ბათქაშის სქელი ფენის მოშორებით, ძველი სახურავის შეცვლით. საკნების გისოსებიანი ტიხრები, აგური და ქვის იატაკი ზოგიერთ ზონაში დატოვეს.
Novate–ს ინფორმაციით, ახალგაზრდებს 2 წელზე მეტი დასჭირდათ, რომ პირველ საკუთარ სახლში ცხოვრებით დამტკბარიყვნენ და მათი შრომა ღირსეულად დაეფასათ. სხვათა შორის შეფასებაზე, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა კრეატიული გოგოს მიერ მიტოვებული შენობის შეძენის შესახებ ცნობილი გახდა, ამ საკითხით სატელევიზო შოუს „შესანიშნავი რემონტის“ ცნობილი წამყვანი, ჯორჯ კლარკი დაინტერესდა. შოუმენი ხვდება ადამიანებს, რომლებიც ძველ მიტოვებულ შენობებს ახალ სიცოცხლეს ანიჭებენ, ადგილობრივ ღირშესანიშნაობას უნიკალურ საცხოვრებლად აქცევენ და ისტორიულ წარსულს არ ივიწყებენ. რეკონსტრუქციის დაწყების და დასრულების შემდეგ მისი გადაღებებით ახალგაზრდების მუშაობის შესახებ მთელმა ქვეყანამ გაიგო.
შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია. ახლა ერთი წინასწარი იზოლატორის და დერეფნის ნაცვლად ფართო და ნათელი მისაღები ოთახია პატარა ვერანდაზე გასასვლელით, რომელიც დასასვენებელ ზონას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, საეჭვო სიამოვნებაა დილით ყავს დალევა მთელი სოფლის წინ, რადგან ვერანდა პირდაპირ ტროტუარზე გადის, თუმცა შენობის ექსტერიერი მნიშვნელოვნად შეიცვალა.
მეორე საკანი კოლორიტულ კაბინეტად გადაკეთდა, სადაც მთავარი მოსაპირკეთებელი მასალა და მოდური დეკორი ღია წითელი აგურია. სხვათა შორის, საკნის გადაკეთებისას ლითონის ტიხრების ნაწილები დატოვეს, ამით წარსულს პატივი სცეს. სააბაზანო ოთახი ახლა უფრო ეფექტურად გამოიყურება: თეთრი კედლები, ქვის იატაკი, ცალკე მდგომი ოვალური მინანქრის აბაზანა, დიზაინერული ნათურა, ბუნებრივი ონიქსის ნიჟარა.
ძველი სახლიც გადაკეთდა. სახლის ფასადი ცოტა გაწმინდეს და ძველი ფანჯრები იდენტურით ჩაანაცვლეს, რომ არ დაერღვიათ შენობის აღდგენის კანონი, რომელიც ისტორიული შენობის გარდაქმნას კრძალავს. სახლში ყველაფერი გააკეთეს, რომ ოთახები ფართო და ნათელი გამოსულიყო. შემოსასვლელში მდებარეობს დარბაზი, რომელიც გადადის მისაღებ ოთახსა და სამზარეულო–სასადილოში, რომელიც ნებისმიერ დიასახლისს თანამედროვე ტექნიკით, გრანიტის სამუშაო ზედაპირით, ღია ნათელი სივრცით და ხელნაკეთი ქათქათა ავეჯით გაახარებს.
მეორე სართულზე ორი პირქუში ოთახი მოდურ საძინებლებად გადაკეთდა. მოცულობის ვიზუალურად გასაზრდელად სახურავი და მისი სტრუქტურა შეიცვალა. სახურავი ფრონტალური და უჭერო გახდა, რამაც A ფორმის სივრცე შექმნა და ეფექტური დიზაინის გაკეთებას ხელი შეუწყო. ამას ახალგაზრდებს წინდახედულობამ ხელი შეუწყო. როცა დემონტაჟის დროს აღმოაჩინეს მყარი საყრდენები, არ გაანადგურეს, არამედ გაწმინდეს, დაზიანებული აღადგინეს და საყრდენი კონსტრუქციის იმიტაციისთვის გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ ენთუზიასტებმა ისტორიულ შენობაში ძველი თუჯის ბუხრებიც შეინარჩუნეს, ისინი მინიმალისტური დიზაინის ორიგინალური აქცენტები გახდა.
ახალგაზრდების მცდელობის და გაწეული სამუშაოს შემხედვარე აღსანიშნავია, რომ მიტოვებული პოლიციის შენობა ძალიან ლამაზ და უნიკალურ საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა, რომელზეც ბევრი მხოლოდ ოცნებობს.