7 იდეა სათავსოსთვის შემოსასვლელში, თუ კარადაში ადგილი არ გაქვთ ან მისი დადგმა შეუძლებელია

საშუალო სტატისტიკური შემოსასვლელის პატარა ზომის გათვალისწინებით, სათავსოს სწორად მოწყობა რთულია. დიდი კარადა პრობლემას ყოველთვის ვერ აგვარებს. Novate გიამბობთ, რა გააკეთოთ, თუ კარადა გავსებულია ან შემოსასვლელში დიდი ავეჯის ადგილი არაა.

ვარიანტი 1: კალათა საკიდზე

როგორც წესი, კედლის საკიდებს ან ცალკეულ კაუჭებს მხოლოდ საგარეო ტანსაცმლისთვის ან ჩანთებისთვის ვიყენებთ. რას იტყვით, რომ მათი დახმარებთ მობილური სათავსო გააკეთოთ, რომელიც პატარა დაწნული კალათებისგან შედგება? იდეალურია წვრილმანების შესანახად, რომლებიც მუდმივად იკარგება: გასაღები, ხელთათმანი, ნიღაბი, მზის სათვალე და ა.შ. ასევე უფრო მოდიდო კალათა შეგიძლიათ შეიძინოთ, რომ მასში აქსესუარები შეინახოთ: შარფი, ქუდი, თავშალი. არ გაგიტაცოთ: ბევრი კალათა სასარგებლო ფართობს „ჭამს“, ვიზუალურ ხმაურს ქმნის, ასევე გადაადგილებას აფერხებს.

თუ ქანთრი რომანტიკა არ გიზიდავთ, ერთმანეთის მაღლა მოთავსებულ ტექსტილის ჩანთებს უპირატესობა მიანიჭეთ. შვედები მათ კორესპოდენციის შესანახად იყენებენ, მაგრამ შეგიძლიათ შეინახოთ ისეთი ნივთები, რომელიც ხშირად იკარგება.

ვარიანტი 2: კალათა იატაკზე

კალათის თემა გავაგრძელოთ. აღსანიშნავია იატაკის მოდელები, რაღაც იმის მსგავსი, როგორსაც სააბაზანო ოთახისთვის ყიდულობთ. იმდენად დიდი კალათა შეიძინეთ, რამდენის საშუალებასაც დერეფანი გაძლევთ, რომ ბევრი ნივთი მოათავსოთ. დიზაინერები გირჩევენ, რომ ასეთი კალათა სეზონური ნივთების შესანახად გამოიყენოთ, მაგალითად, თავის აქსესუარები, ქოლგა. სურვილის შემთხვევაში შეინახეთ ფეხსაცმელი ან თხელი ქურთუკი, რომელიც დიდ ადგილს არ იკავებს. ასევე შეგიძლიათ სათამაშოები შეინახოთ, რომელიც ბავშვთან ერთად სეირნობისას გარეთ გაგაქვთ ან შინაური ცხოველების პირადი ნივთები – ჯაჭვი, ტანსაცმელი და ა.შ.

ყურადღება მიაქციეთ: წყალგაუმტარი მოდელის შეძენის შემთხვევაშიც მხოლოდ მშრალი ნივთები შეინახეთ, რომ სითხის გამო ობი არ წარმოიქმნას.

ვარიანტი 3: სკივრი

ალბათ, ფიქრობთ, სად ვიპოვოთ დიდი სკივრის ადგილი პატარა დერეფანში, სადაც მოსაბრუნებელიც არსადაა? გთავაზობთ კართან პუფის ან გრძელსკამის ნაცვლად დადგათ. სკივრის სახურავი საჯდომად შეგიძლიათ გადააკეთოთ, თუ მასზე ბალიშს ან პატარა ლეიბს დადებთ, ხოლო შიგნით დამატებითი სათავსო გაჩნდება. აქ, შეგიძლიათ შეინახოთ არასეზონური საგარეო ტანსაცმელი (პალტო, ქურთუკი), ფეხსაცმელი ყუთებში, რომელიც ახლა არ გჭირდებათ ან გარდერობი განტვირთოთ და ტანსაცმლის ნაწილი შეინახოთ.

სკივრი შესანიშნავი ვარიანტია, თუ შემოსასვლელში კარადა გავსებულია, ხოლო ზედმეტ ტანსაცმელს ვერ იშორებთ. გაითვალისწინეთ, რომ პატარა ოთახში მხოლოდ მრავალფუნქციური ნივთები უნდა გქონდეთ, რომ მინიმუმი ფართობი დაიკავოს. სკივრი იდეალურია, რადგან სათავსოც არის და საჯდომიც. დამატებით, მასზე შეგიძლიათ დადოთ ჩანთები, ქუდები და სხვა ნივთები, რომელთაც ბინაში შემოსვლისას იშორებთ.

სხვათა შორის, რეტრო ჩემოდანს, რომელიც ევროპელების საყვარელი ნივთია, სკივრის როლის შესრულება შეუძლია. შიგნით შეინახეთ ტანსაცმელი, რომლის ჩაცმას რამდენიმე თვე არ აპირებთ, ხოლო ჩემოდნის სახურავი კორესპოდენციის ან წვრილმანების შესანახ თაროდ გამოიყენეთ.

ვარიანტი 4: უჯრები სკამის ზემოთ

თუ სკივრი არ გიზიდავთ, მაგრამ როგორმე უნდა დახუროთ საჯდომის საკითხი, შემოსასვლელში ლამაზი და მოსახერხებელი სკამი დადეთ. აირჩიეთ მოდელი უჯრებით ან ყუთებით. უმეტეს შემთხვევაში გრძელსკამს ფართო სათავსო აქვს და სათამაშოების, ტანსაცმლის, სპორტული ინვენტარის შესანახად იდეალურია.

ასეთი სათავსოს მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ უფრო მოწესრიგებულად გამოიყურება, ვიდრე ღია თაროები ქაოსურად დაყრილი აქსესუარებით. ასე საჭირო ნივთი ყოველთვის ხელთ გექნებათ. იმის მიხედვით, თუ რომელ სკამს აირჩევთ შემოსასვლელისთვის, უჯრები შეიძლება საკმაოდ მაღალი იყოს. სკამის ზემოთ სივრცე სწორად რომ გამოიყენოთ, ორგანაიზერებით გაავსეთ ან სპეციალური გამყოფები გამოიყენეთ.

ვარიანტი 5: კედლის კავები

საგარეო ტანსაცმლის კავებს ხშირად უტილიტარულ ნივთად აღიქვამენ, არადა ასეთი წვრილმანები ოთახის ხასიათს ქმნის. თუ ფიქრობთ, რომ შემოსასვლელის ინტერიერი ბანალური და მოსაწყენია, უჩვეულო აქსესუარები შეურჩიეთ. მაგალითად, არასტანდარტული ფორმის და ფერის რეტრო–საკიდი. ასევე შეგიძლიათ გარისკოთ და კედელზე რამდენიმე მოდელი ეკლექტიკურ სტილში გააერთიანოთ.

ასეთი კავები გამოგადგებათ ჩანთების, შარფების, ქოლგების და სხვა აქსესუარების შესანახად. საინტერესოდ და მიმზიდველად რომ გამოიყურებოდეს, ასიმეტრიული დაკიდება გამოიყენეთ – განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როცა ტექსტურირებული კავები ვერ იპოვეთ და ჩვეული მოდელები შეიძინეთ. ასე შემოსასვლელს დინამიკას შემატებთ. სხვათა შორის, თუ ლამაზი კარის სახელურები გაქვთ, შეგიძლიათ კავების ნაცვლად გამოიყენოთ. მთავარია, არ გადააჭარბოთ და ნივთებით არ გაავსოთ. კარადისთვის შეგიძლიათ ასეთი სახელურები შეარჩიოთ, რომ ორი მხრიდან პარკის ან ჩანთის ჩამოკიდება შეძლოთ.

ვარიანტი 6: ანტრესოლის თაროები

ჭერის ქვეშ თავისუფალი ადგილი იშვიათად გამოიყენება. სულ ტყუილად, რადგან ბევრ პრობლემას აგვარებს, განსაკუთრებით პატარა შემოსასვლელში. გირჩევთ, რომ ბედის ასეთი საჩუქარი არ დაკარგოთ და ზემოდან კომპაქტური თაროები დაკიდოთ, რომ დამატებითი სათავსო მიიღოთ. გაიხსენეთ, როგორ ინახავდნენ ნივთებს ჩვენი მშობლები და ბებია–ბაბუები – ანტრესოლზე უფრო მეტ ნივთს ინახავდნენ, ვიდრე სტანდარტულ კარადაში. თაროს ზომის მიხედვით შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა ან დიდი ნივთების შესანახად: სპორტული აღჭურვილობა, ხელოვნური ნაძვი, სათადარიგო ჭურჭელი და ა.შ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ანტრესოლი დახურული უჯრებით უფრო ლაკონურად გამოიყურება და ვიზუალურ ხმაურს არ ქმნის. თუ ღია თაროებს იყენებთ, ერთნაირი კალათებით ან ყუთებით გაავსეთ, რომ ქაოსი არ შექმნას.

ვარიანტი 7: ჯიბეები წვრილმანების და გაზეთის შესანახად

რას იტყვით დასაკიდ ჯიბეებზე? დაგვეთანხმეთ, შემოსასვლელში ბევრი წვრილმანი გროვდება, რომელიც ინტერიერს ავსებს და გასაღების ან საშვის პოვნას ართულებს. გირჩევთ, მსგავსი სათავსო წინასწარ გაითვალისწინოთ. ასეთ ჯიბეებში შეგიძლიათ შეინახოთ პრესა, ასევე დამტენები, სავარცხლები, ყურსასმენები და ა.შ. თუ ამ ნივთებს სწორად არ შეინახავთ, დიდ ოთახშიც ბევრ ვიზუალურ ხმაურს შექმნის.