ყოფილი სოციალისტური ქვეყნების 6 არქიტექტურული შედევრი, რომელიც გულწრფელად უცნაურად გამოიყურება

იმის მიუხედავად, რომ საბჭოური არქიტექტურა წლების განმავლობაში საცხოვრებელი შენობების ტიპიურ პროექტებს ქმნიდა, პოსტსაბჭოთა სივრცის სხვადასხვა კუთხეში სოციალიზმის ეპოქის უჩვეულო შენობები დღესაც შეგიძლიათ ნახოთ. თუ ზოგი ნამდვილად გვაოცებს და გასული ასწლეულის არქიტექტურულ შედევრს წარმოადგენს, სხვებს შეგიძლიათ აბსურდული, არატრივიალური უწოდოთ. Novate გთავაზობთ საბჭოთა კავშირის არქიტექტურული შედევრების „ექვსეულს“, რომელიც ნამდვილად უცნაურად გამოიყურება.

1. “რევოლუციის ძეგლი“ (მოსლავინა, ხორვატია)

ერთი შეხედვით, რთული გასაგებია, რამ უნდა უკვდავყოს ეს ძეგლი, მაგრამ მოქანდაკის, დუშან ჯამონიას ნამუშევარი, რომელიც 1967 წელს დადგეს, მეორე მსოფლიო ომში დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადგილობრივებს ეძღვნება. უფრო მეტიც, მონუმენტის გარეგნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: 10 მ სიმაღლის და 20 მ სიგანის რკინაბეტონის კონსტრუქციას გაშლილი ფრთები აქვს, რომლებიც თითქოსდა ფარავს ცენტრს, რომელიც ასობით გატეხილ ბირთვს წარმოადგენს – ეს ყველაფერი სიცოცხლის და სიკვდილზე მისი გამარჯვების სიმბოლოა.

2. ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა (თბილისი, საქართველო)

მისი შემხედვარე რთული დასაჯერებელია, რომ შენობა საბჭოთა კავშირის ეპოქაში შეიქმნა. შენობა ჯერ კიდევ 1975 წელს შეიქმნა და მისი ავტორები არიან არქიტექტორები, გიორგი ჩახავა და ზურაბ ჯალაღანია. კიდევ უფრო უჩვეულოა, რომ შენობა საქართველოში საავტომობილო გზების სამინისტროს მისცეს. 11 ათასი მ² საერთო ფართობის შენობა შედგება 5 ჰორიზონტალური ორსართულიანი განივი სხივებისგან, რომლებიც თითქოსდა ერთმანეთზე მართი კუთხით არის გადაფარებული. ადგილობრივებს უჩვეულო შენობა მოსწონთ, ამაში ხელისუფლებაც ხელს უწყობს. Novate–ს ინფორმაციით, 2007 წელს ეროვნული არქიტექტურული ძეგლის წოდება მიანიჭეს და ახლა სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფება. დღეს საქართველოს ბანკის სათავო ოფისს წარმოადგენს.

3. სასტუმრო „ფორუმი“ (კრაკოვი, პოლონეთი)

კრაკოვში სასტუმრო „ფორუმის“ მშენებლობა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყეს, ოღონდ სოციალისტური ბანაკის არსებობის ბოლოს, 1988 წელს დაასრულეს. მის უჩვეულო გარეგნობას ტრადიციულად ბრუტალიზმის არქიტექტურულ სტილს მიაკუთვნებენ, რომელიც მაშინ აღმოსავლეთ ევროპაში პოპულარული იყო. შენობა პოლონეთის კომუნისტური წარსულის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა, თუმცა სასტუმრო 20 წლის წინ დაიხურა და ახლა მხოლოდ შენობის პირველი სართული ფუნქციონირებს, სადაც რამდენიმე კაფე მდებარეობს.

4. ისტორიული ძეგლი მაკედონიუმი (კრეშევო, ჩრდილოეთ მაკედონია)

ამ კომპლექსის მეორე ოფიციალური სახელია ილინდენი. მისი შემხედვარე ერთდროულად ორი რამის დაჯერება გვიჭირს: რომ სოციალიზმის დროს ააშენეს და რომ მე-20 საუკუნის დასაწყისის მოვლენებს უკვდავყოფს. ორივე მტკიცებულება მართალია: მონუმენტური კომპლექსი, რომელიც მუზეუმიც და მავზოლეუმიც არის, სადაც კრუშევოს რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნიკოლ კარაევის საფლავი მდებარეობს, 1974 წლის 2 აგვისტოს გაიხსნა. ობიექტი 1903 წლის მოვლენებს ეძღვნება, როცა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ილინდენის აჯანყება მოხდა. მას სხვა სახელიც აქვს – ძეგლი ასევე უკვდავყოფს 1941-44 წლებში იუგოსლავიის სახალხო–გამათავისუფლებელი ომის დროს მაკედონელი პარტიზანი ჯარისკაცების ხსოვნას.

5. სახელმწიფო ცირკის შენობა (კიშინიოვი, მოლდოვა)

სოციალიზმის ეპოქაში, 1982 წელს გახსნილი კიშინიოვის სახელმწიფო ცირკი სსრკ–ში საუკეთესო იყო. მაშინ მისი პოპულარობა უსაზღვრო იყო: 2 ათასი ადგილის მქონე ცირკში მსახიობებს ერთ თვეში 50-ზე მეტი წარმოდგენის ჩვენება შეეძლოთ მაშინ, როცა საშუალოდ საბჭოთა კავშირის დროს ეს მაჩვენებელი 12-15 წარმოდგენას შეადგენდა. თანამედროვე სამყაროში სხვა დიდება აქვს – მიტოვებული შენობა რეკონსტრუქციისთვის გაგზავნილია, მაგრამ გაჭინაურებული პროცესის დასასრული ჯერ არ ჩანს.

6. კომპლექსი „ბულგარეთის სახელმწიფოს შემქმნელები“ (შუმენი, ბულგარეთი)

მეომრების უცნაური კუთხოვანი ფიგურები მემორიალური კომპლექსის ნაწილია, რომელი ბულგარეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას უკვდავყოფს. 1981 წელს გაიხსნა. მთელ კომპლექსს ბულგარეთის სახელმწიფოს გრძელვადიანი 1300 წლიანი ისტორიის მანძილზე ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე მინიშნებები აქვს. სამი გიგანტური ფიგურა, რომელთაც საშიში გარეგნობა აქვთ და სიმაღლეში რამდენიმე ათეულ მეტრს ითვლის, უკვდავყოფს სამი ისტორიული ფიგურის ხსოვნას, რომლებიც ბულგარეთის ე.წ. „ოქროს ხანას“ უკავშირდებიან.