სამზარეულოს 7 ტრენდი, რომელიც ჟურნალში იდეალურია, მაგრამ არა რეალურ ცხოვრებაში

ლამაზი ფოტო ერთია, მაგრამ დიზაინის პრაქტიკაში გამოყენება სულ სხვა. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია სამზარეულოში, სადაც კომფორტული და პრაქტიკულობა პირველ ადგილზეა. Novate გიამბობთ, რომელ საკამათო ტრენდებზე უნდა თქვათ უარი სამზარეულოს გაფორმებისას, რომ საბოლოოდ რეალურ ცხოვრებაში შეუსაბამო შედეგი არ მიიღოთ.

ტრენდი 1: მქრქალი საფარი

დიზაინერები მქრქალ და პრიალა ფასადებს შორის ყოველთვის პირველს ირჩევენ, რადგან უფრო პრაქტიკულია. ამ მხრივ გარკვეული დეტალები არსებობს. მქრქალი საფარი ნებისმიერ ფერს მომგებიანად კვეთს, მაგრამ მხოლოდ ღია ფერის სამზარეულოში უნდა გამოიყენოთ. მუქ სამზარეულოში ასეთ საფარზე ყველა ლაქა, თითის ანაბეჭდი, წყლის წვეთი და სხვა ჭუჭყი ჩანს. რაც ყველაზე სამწუხაროა, პრობლემას დალაგება ვერ აგვარებს – სარეცხი საშუალებები უშნო ზოლებს ტოვებს, რომლის მოშორება ლაქებზე რთულია.

გახსოვდეთ მაგალითი: „მქრქალი ფასადი + ღია ფერები = პრაქტიკული სამზარეულო“. სხვა შემთხვევაში შეარჩიეთ ნახევრად მქრქალი ფასადი, რომელსაც დაბალი ინტენსივობის ნაზი ბზინვარება აქვს, გამძლე და მოსავლელად მარტივია.

ტრენდი 2: ნატურალური ქვა სამუშაო ზედაპირზე

ბევრი ადამიანი სამზარეულოს გაფორმებაში ნატურალურ ქვას იყენებს. ეს გასაკვირი არაა, რადგან ეკოლოგიურად სუფთა მასალაა და მდიდრულად გამოიყურება. მფლობელები მის გამძლეობას და პრაქტიკულობას ეყრდნობიან, თუმცა ყველაფერი ისეთი მარტივი და თვალსაჩინო არაა, როგორც ჩანს. ნატურალური ქვის საფარი უფრო ფორებიანია, ვიდრე ხელოვნური. ნატურალურ ქვაში ცხიმი, ჭუჭყი და ლაქა მყისიერად ჯდება, რომლის სწრაფად და მარტივად მოშორების შანსი არ გაქვთ. ამ მხრივ ყველაზე „სახიფათოა“ პრიალა ღია მარმარილო. გაზქურის და ნიჟარის გარშემო ნატურალური ქვის გამოყენებას მოერიდეთ, რომ ზედმეტ პრობლემებს თავი აარიდოთ. ამ ზონისთვის გირჩევთ გამოიყენოთ მდფ, აკრილი, ხელოვნური ქვა ან ნებისმიერი სხვა მასალა, რომელიც უფრო პრაქტიკულია.

ტრენდი 3: სარკიანი წინსაფარი

პატარა სამზარეულოში ასეთ დიზაინერულ გადაწყვეტილებას ხშირად შეხვდებით, რადგან სარკიანი ზედაპირი სივრცეს ვიზუალურად ზრდის, მზის სხივების ანარეკლით ოთახს სინათლეს მატებს, ინტერიერს მსუბუქს და ჰაეროვანს ხდის. მასაც გარკვეული ნაკლოვანება აქვს. ამ შემთხვევაში ეს სისუფთავეს უკავშირდება. სარკიანი კედლის პანელი ან წინსაფრის ფილები ლაქების რაოდენობას ზრდის. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ჭუჭყი ჩნდება მზადების პროცესში, სამზარეულოს ყოველდღიურ დალაგებაზე დიდი დროის დახარჯვა მოგიწევთ. გარდა ამისა, სარეცხი საშუალებით სტანდარტული წმენდის შემდეგ სარკეზე შეიძლება ზოლები დარჩეს. გთავაზობთ, სილამაზის ნაცვლად პრაქტიკულობა აირჩიოთ და წინსაფრად ტრადიციული ფილები, პანელი ან რეცხვადი საღებავი გამოიყენოთ.

ტრენდი 4: შავი ნიჟარა და შემრევი ონკანი

კვლავ ეფექტურობასა და პრაქტიკულობას შორის არჩევანი უნდა გააკეთოთ. ბოლო დროს შავი სანტექნიკა წარმოუდგენლად პოპულარულია. მას ინტერიერის ბევრ ფოტოში შეხვდებით, რადგან ნებისმიერ სტილში ნამდვილად ძალიან ლამაზად და ჰარმონიულად გამოიყურება. მისი გაწმენდა პრობლემაა.

წყლის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით შემრევ ონკანსა და ნიჟარაზე კირის ნადები, ასევე მტვრის და სარეცხი საშუალების კვალი რჩება. სანტექნიკის იდეალურად გაწმენდა გაგიჭირდებათ. გარდა ამისა, მეორე დღეს იმავეს გამეორება მოგიწევთ, რადგან ნიჟარა და ონკანი კვლავ დაჭუჭყიანდება. ყოველდღიურ დალაგებაზე დრო და ძალა რომ არ დახარჯოთ, უფრო პრაქტიკული ფერი ან უჟანგავი ფოლადის ნაცნობი ვარიანტი შეარჩიეთ.

ტრენდი 5: კარის არ ქონა

ღია განლაგება ბოლო რამდენიმე წლის ტრენდია. თუ არ გაქვთ სტუდიოს ბინა, სადაც მისაღები ოთახი და სამზარეულო გაერთიანებულია, კარზე უარის თქმას აზრი არ აქვს. ერთი შეხედვით, ღია განლაგება ზედმეტი ტიხრების გარეშე პატარა სამზარეულოსთვის იდეალურია, მაგრამ უფრო მეტი მინუსი აქვს. ოთახებს შორის კარი არა მხოლოდ შენობას ყოფს, არამედ ხმის იზოლაციას აუმჯობესებს: მისაღებში ჯდომისას კატლეტის შეწვის ან ჭურჭლის რეცხვის ხმის გაგონება ის არაა, რაც გვსურს. კარი არომატებს მთელ ბინაში გავრცელების საშუალებას არ აძლევს. რა თქმა უნდა, ძლიერი გამწოვი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ სუნის სრულად მოშორებას ისიც ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ, კარის ნაცვლად თაღის გაკეთებას ან სხვაგვარად გაფორმებას ნუ იჩქარებთ. კარი ბევრი პრობლემისგან გიხსნით.

ტრენდი 6: ღია შესანახი სისტემა

ალბათ, სამზარეულოში ღია შესანახი სისტემა ერთ–ერთი ყველაზე სადავო საკითხია. ერთი მხრივ, თაროები უფრო მსუბუქი და ჰაეროვანია, ვიდრე მასიური კედლის კარადა. ნაკლებ ადგილს იკავებს და პატარა სამზარეულოს იდეალურად ეთავსება. ყველაზე აუცილებელი ნივთი ახლოს გექნებათ, მაგალითად, სანელებელი, ჩაის, შაქრის და ყავის ქილები, აქსესუარები, ფინჯანი და თეფში, რომელთაც ყოველდღე ვიყენებთ, და ა.შ.

უნდა გესმოდეთ, რომ თაროებზე დალაგებული ნივთები სწრაფად მტვრიანდება. თუ გაზქურასთან ახლოს მდებარეობს, ცხიმის ლაქებიც დააჩნდება. ჭურჭელი იდეალურად სუფთა უნდა იყოს. სტილიც არ დაგავიწყდეთ. მაგალითად, თუ სამზარეულო წითელ ტონებშია გაფორმებული, ხოლო თაროებზე ყვითელ ჭურჭელს დაალაგებთ, ჰარმონიას დაკარგავთ. იგივე ეხება პლასტმასის კონტეინერებს, სანელებლების სხვადასხვა ქილებს, ზეთის ქარხნულ ბოთლებს და სხვას – ასეთი ნივთები საჯაროდ არ უნდა გამოფინოთ.

ყურადღება მიაქციეთ: თაროებზე იმ სერვიზის და ბოკალების დალაგება, რომელთაც მხოლოდ დღესასწაულებზე იყენებთ, კარგი იდეა არაა. პირველ რიგში, გამჭვირვალე ჭურჭელზე მტვერი დაგროვდება, რომელიც მთელ კოლექციაზე შთაბეჭდილებას გააქარწყლებს. მეორეც, სტუმრების მოსვლამდე მათი გარეცხვა და გამშრალება მოგიწევთ, თუნდაც სუფთა იყოს.

ტრენდი 7: სკამები ხავერდის გადასაკრავით

ხავერდის გადასაკრავით ინტერიერს შეგიძლიათ ელეგანტურობის, ფუფუნების და სიმდიდრის ნოტები შემატოთ. ასეთი სკამები კლასიკური ინტერიერის კარგი დანამატი ან სკანდინავიურ, მინიმალიზმის და ლოფტის სტილში კარგი აქცენტია. ტექსტურირებული გადასაკრავი უხდება მონოქრომულ სამზარეულოს, სადაც მრავალფეროვანი მასალა პირველ ადგილზეა. სამზარეულოს შემთხვევაში ჯერ მასალის პრაქტიკულობას უნდა შეხედოთ, შემდეგ მის სილამაზეს. ხავერდი სწრაფად ცხიმიანდება. სკამზე შეიძლება წყალი დაგეწვეთოთ ან საჭმელი დაგივარდეთ – ეს ყველაზე ცუდი არაა. ქსოვილი სამზარეულოს ყველა სუნს იწოვს. თუ სამზარეულო პატარაა და სკამები სამუშაო ზონაში მდებარეობს, ზეთის შხეფებსაც გვერდს ვერ აუვლით. როგორც ხედავთ, მასალის მოვლა რთულია.

თუ პლასტმასის ავეჯის მოყვარული არ ხართ, უპირატესობა მიანიჭეთ მიკროფიბრის ან ხელოვნური ტყავის გასაკრავის მქონე სკამებს, რადგან მოსავლელად უფრო პრაქტიკულია. დამცავი სითხით გაჟღენთილი ქსოვილიც გამოგადგებათ.