ზიგზაგური ვილის კონცეპტი, რომელიც მთის ლანდშაფტში დამალულია

ცნობილმა ბერძნულმა სტუდიამ შეიმუშავა ზიგზაგური მიწისქვეშა ვილის კონცეპტუალური პროექტი, რომელიც კუნძულ კრეტაზე ერთ–ერთ კლდოვან ფერდობს კვეთს. დიზაინერები ირწმუნებიან, რომ კომფორტული შენობა ნახევრად ღია საცხოვრებელი ზონებით და ღია აუზით ლიბიის ზღვის სანაპირო ლანდშაფტს იდეალურად შეერწყმება, თან არსებული ნაკვეთის სილამაზეს ხელუხლებელს დატოვებს.

ლეგენდარული მინოტავრის იდუმალი სამშობლო კუნძული კრეტა „მთვარის პეიზაჟის“ სტილში თვალწარმტაცი ბუნებით, ციცაბო რელიეფით და ფერდობით გვაოცებს. მისი მდიდარი ისტორია და საოცარი პეიზაჟები ცნობილი არქიტექტურული სტუდიის KRAK Architects-ის სპეციალისტების შთაგონების წყარო გახდა. მათ შექმნეს მიწისქვეშა სახლის შთამბეჭდავი კონცეფცია, რომელიც მალე კრეტას სამხრეთ სანაპიროზე, ლიბიის ზღვით გარემოცულ ზონაში გამოჩნდება.

შენიშვნა Novate-გან: ხმელთაშუა ზღვის ნაწილი, რომელიც კრეტას, ლიბიისა და ეგვიპტის სამხრეთ სანაპიროებს შორის მდებარეობს, ჯერ კიდევ ძველი ნავიგატორები და კარტოგრაფები ლიბიის ზღვას უწოდებენ. ამ წყალში მდებარეობს კუნძულები: გავდოპულა, პაქსიმადია ენა, გავდოსი, კუფონისი, პაქსიმადია დიო, კრისი და რამდენიმე პატარა უსახელო ნაკვეთი. დღემდე ადგილობრივები ასე მოიხსენიებენ, თუმცა რუკაზე „ლიბიის ზღვას“ ვერ იპოვით.

KRAK-ის არქიტექტორებმა პროექტის შემუშავებამდე არა მხოლოდ ფერდობის რელიეფის თავისებურებები, არამედ ადგილობრივი კლიმატი, ქარის მიმართულება შეისწავლეს, რომ შენობისთვის სწორი ადგილი შეერჩიათ. ყველა მონაცემის შედარების შემდეგ მთავარ არქიტექტორს, კონსტანტინოს სტატოპულოს აეროდინამიკური ფორმის შენობის შექმნის იდეა დაებადა.  მისი მდებარეობა ჰაერის დინების მთავარ მოძრაობას (ჩრდილო–დასავლეთის ქარები) იმეორებს. ასევე სცადეს პროექტის მთავარი ამოცანის შესრულება, რომელიც საცხოვრებელი ობიექტის კლდოვან ფერდობში სწორად ინტეგრირებას და ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებას გულისხმობს.

პროექტის ავტორები ესკიზებმზე მუშაობისას ერთ მოსაზრებამდე მივიდნენ, რომ ობიექტის ნაწილი უნდა ჰგავდეს კატანის ხმლის მკვეთრი ჭრილის კვალს (აქედან მოდის პროექტის სახელი Casa Katana). თავად სახლი მდებარეობს მიწისქვეშ, რომ მისი დაცვით სრულად ისარგებლოს, შიდა სივრცის ტემპერატურის თავისებურებები გააუმჯობესოს. ასე ობიექტის ვიზუალურად დამალვას მოახერხებენ, რომელიც სხვა შემთხვევაში ბუნებასთან წინააღმდეგობაში მოვიდოდა.

მონოლითური ბეტონის კონსტრუქცია ხმლის პირს ჰგავს, ამიტომ ერთი მხრიდან ვილა ვიწროვდება, მეორე მხარეს ფართოვდება, რაც პანორამული ხედის ზრდას ხელს უწყობს. უჩვეულო ზიგზაგური ფორმა საზაფხულო რეზიდენციის მთავარი კონსტრუქცია გახდა, რომელიც ამ რეგიონის ყველა სამშენებლო და სანიტარული წესების დაცვით არის დაპროექტებული, რაც საშუალებას იძლევა, რომ პროექტი ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე განხორციელდეს.

ფუტურისტული პროექტის თანახმად, ვილა Casa Katana საკმაოდ მაღლა მდებარეობს, რომ ზღვაზე დაუბრკოლებელი ხედები და მაქსიმალური განმარტოება უზრუნველყოს. ამავდროულად, ხმელთაშუა ზღვის–ჩრდილოაფრიკული კლიმატური პირობები და ვარსკვლავების მოძრაობის ტრაექტორია გაითვალისწინეს, რაც შენობის ოპტიმალური ტემპერატურის და განათების შენარჩუნებაზე დადებითად აისახება. ვენტილაციის სისტემის სწორად ორგანიზებაც არ დაავიწყდათ, რომელიც ეფუძნება ბუნებრივ ვენტილაციას კონდიციონერის სისტემის აქტიური მონაწილეობის გარეშე, რაც ელექტროენერგიას მნიშვნელოვნად დაზოგავს.

კრეტას კლიმატი საშუალებას იძლევა, რომ გარეთ დროის დიდი ნაწილი გაატაროთ. სწორედ ამიტომ, სახლის საერთო საცხოვრებელ ფარობს ღია და ნახევრად ღია განლაგება ექნება. ფანჯარა ნახევრად ღია ზონებში არა მხოლოდ ბუნებრივ განიავებას, არამედ მიმდებარე ნაკვეთთან ვიზუალურ კავშირს უზრუნველყოფს. ხოლო ღია ტერასები და აუზი ზღვაზე და სანაპირო ზოლზე საოცარ ხედებს გვთავაზობს. სასიამოვნო და სასარგებლო ბონუსია ბეტონის თვალსაფარი, რომელიც მონილითური კონსტრუქციის ნაწილია და ფასადის მიღმა გადის. ისინი მცხუნვარე მზის სხივებისგან, წყლის შხეფებისა და ქვის ცვენისგან დაგიცავთ.

სამშენებლო ბეტონსაც გარკვეული თავისებებურები აქვს. ხსნარში საიდუმლო დანამატია ფერადი შემავსებლები ადგილობრივი ბუნებრივი მასალებისგან. ასე შეიქმნება იდეალური სტრუქტურა (ზედაპირის სპეციალური დამუშავებაც ხელს უწყობს), რომელიც ნაკვეთის კლდოვანი ფერდობის ტექსტურას და ფერს იმეორებს. აღსანიშნავია, რომ გამძლე ბეტონი ექსპლუატაციის ვადას, ენერგოეფექტურობას ზრდის, ობიექტის ტექნიკური მომსახურების აუცილებლობს ამცირებს.

გარდა ამისა, ფერადი ბეტონი ექსტერიერს და ინტერიერს განსაკუთრებულ ესთეტიკას ანიჭებს, ნამდვილი გამოქვაბულის ატმოსფეროს ქმნის, რომელშიც მოხვედრა მაცხოვრებლებს მხოლოდ მიწისქვეშა გვირაბიდან შეუძლიათ.

ბნელი ოთახიდან ვილაში მოხვედრისას აღმოჩნდებით სივრცეში, სადაც სინათლის და ჩრდილების თამაში ყოველი მომდევნო კარის გაღებისას ვითარდება. პროექტის ავტორებს შენობის და მისი ფუნქციონალურობის დაგეგმვისას არ დაავიწყდათ თანამედროვე ადამიანის მოთხოვნილებები კომფორტის მიმართ, რაც ცივილიზაციით განებივრებული ადამიანის სახლს უნდა ჰქონდეს.

KRAK–ის არქიტექტორები გვთავაზობენ საცხოვრებელ ზონებს, როგორც სივრცეების თანმიმდევრობას, რომლებიც იატაკიდან ჭერამდე მინის კარებით დატიხრულია, რომ სიღრმეში მდებარე ოთახში ბუნებრივი სინათლე შევიდეს. ამას შენობის გაწელილი ზიგზაგური ფორმა, დამატებითი სინათლის ლუქები და მასშტაბური შემინული ფასადი და აუზის მიერ არეკლილი მზის სხივებიც ხელს უწყობს.

450 მ² ფართობზე პროექტით გათვალისწინებულია: მისაღები–სასადილო ოთახი ღია განლაგებით, ფართო სამზარეულო, 4 მყუდრო საძინებელი საკუთარი სააბაზანო ოთახებით, დიდი კაბინეტი, სათავსო და საყოფაცხოვრებო ოთახები.

ინტერიერი ექსტრაორდინალური არაა, რადგან მთავარი სამშენებლო მასალა ბეტონია. გამოდის, რომ ინტერიერში უხვად გვხდება, დაწყებული კედლებით და იატაკით და დამთავრებული ჭერით. ხის გაფორმებას და მინიმალურ აქსესუარებს მაინც შეხვდებით, თუ დიზაინში ჩართავთ არქსტუდიის სპეციალისტებს, თავად დამკვეთის მონაწილეობაც გამორიცხული არაა.