კაფელის გარდაქმნა: როგორ მოვიშოროთ ნადები

ფილები სააბაზანოსა და სამზარეულოში ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილებაა. ახალ დაგებული ფილა ჭუჭყს ადვილად უმკლავდება და გაჩენის შემთხვევაში მარტივად შორდება. დროთა განმავლობაში ღარებში შეიძლება გაჩნდეს სოკო, ცხიმი და სხვა სახის ლაქები, რომელიც საფარის გარეგნობას აზიანებს. Novate გიზიარებთ ეფექტურ ხრიკებს, როგორ გაწმინდოთ ფილებს შორის ღარები.

იატაკზე დაგებული ფილები უფრო ხშირად ჭუჭყიანდება და მიზეზი გასაგებია. ყველაზე გავრცელებული მიზეზია წვრილი ნაგავი, რომელიც მასში რემონტის დროს მოხვდა, უხარისხო დალაგება, როცა ღარებზე სარეცხი საშუალების ან წყლის ლაქები რჩება. ასევე ეს შენობის გამოყენებისას ცხიმის და ტენიანობის ბუნებრივ გაჩენას ეხება. ზოგჯერ ღარები თავისით მუქდება, თუ სალესი მასალა უკვე 10 წელია გემსახურებათ.

დაჭუჭყიანება არა მხოლოდ საფარის გარეგნობას ცვლის და უშნოს ხდის, არამედ ჯანმრთელობისთვის შეიძლება სახიფათო იყოს. უბრალო მტვერსაც შეუძლია ხველა ან ალერგია გამოიწვიოს, აი, ობი სულ სხვა ისტორიაა. ღარებში ობმა შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა, დერმატიტი, სასუნთქი გზების, ნერვული ან სისხლძარღვების სისტემების დაავადებები და არა მხოლოდ.

1. ჭუჭყის მოშორება საწმენდი საშუალებებით

ხალხური მეთოდების გამოყენებამდე პრობლემის მოგვარება პროფესიონალური საწმენდი საშუალებებით სცადეთ. დაგჭირდებათ რამდენიმე ღრუბელი, ჩვარი, ხელის და თვალის დამცავი საშუალებები, ასევე უხეში ჯაგრისი საწმენდად.

ღარების საწმენდი საყოფაცხოვრებო ქიმია საკმაოდ მრავალფეროვანია. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ თხევადი საშუალება, გელი, სპრეი ან ფანქარი. მელამინის ღრუბელიც გამოგადგებათ, მაგრამ დამცავი საშუალებები გამოიყენეთ, რადგან საკმაოდ აგრესიულია.

მნიშვნელოვანია! თუ ღარები არა თეთრად, არამედ ფერადად გალესილია ქლორის შემცველი საწმენდი საშუალებები გამორიცხეთ. ეს აგრესიული კომპონენტი ჭუჭყს კარგად აშორებს და ღარების სალეს მასალას ათეთრებს.

თუ საყოფაცხოვრებო ქიმია პრობლემას ვერ უმკლავდება, სპეციალური მარკერი გამოიყენეთ. ის დროებით, მაქსიმუმ 1 წელი, ღარებს ბუნებრივ თეთრ ფერს დაუბრუნებს. მარკერს შეიძლება ჰქონდეს სპეციალური ანტიბაქტერიული კომპონენტები. გამოსაყენებლად საკმაოდ მარტივია.

2. ხალხური რეცეპტების გამოყენება

ხალხური საშუალებები ნაკლებად აგრესიული და უფრო იაფია, რადგან უმეტესობა მათგანს სახლში იპოვით.

მეთოდი 1

ვედროში 1,5 ლ ოდნავ თბილი წყალი ააგროვეთ. 255 გ სოდა, ¼ ჭიქა ძმარი, 1/3 ლიმონი და 1/3 ნიშადურის სპირტი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ნარევი რბილი ღრუბლით ღარებს წაუსვით.

მეთოდი 2

1 ლ სუფთა წყალს დაახლოებით 100 გ ქლორის შემცველი კირი დაუმატეთ და აურიეთ. ღრუბლით ღარებს წაუსვით. 15 წუთი გააჩერეთ. საშუალება წყლით კარგად მოაშორეთ და გაამშრალეთ. მეთოდი საკმაოდ აგრესიულია, ამიტომ ხელები დაიცავით და ოთახი გაანიავეთ.

მეთოდი 3

1 ლ სუფთა წყალს რამდენიმე სუფრის კოვზი სოდა, მდოგვი და ლიმონის წვენი დაუმატეთ. კბილის პასტა ან ფხვნილი, ასევე 1/3 ჭიქა ნიშადურის სპირტი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ნარევი შეგიძლიათ გამოიყენოთ ფილების, ღარების საწმენდად. 30 წუთით გააჩერეთ და წყლით კარგად გაწმინდეთ.

მეთოდი 4

თუ სპეციალური ან ხალხური საშუალებები ხელთ არ გაქვთ, კოკა–კოლა გამოიყენეთ. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კარგი საწმენდი საშუალებაა და იაფი ღირს. ჩვარი დაასველეთ და ღარებს წაუსვით, ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ კარგად გაწმინდეთ და გაამშრალეთ.

3. ვებრძვით ობს და სოკოს

ობის და სოკოს მოსაშორებლად მთავარია, რომ მათი გაჩენის დრო არ გამოგრჩეთ. ასე მათი მოშორების შანსი გაცილებით მაღალია. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ ძველი სალესი მასალის სრულად მოშორება, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებით დამუშავება და ახალი ფენის წასმა.

ოთახში ზედმეტ ტენიანობას მოერიდეთ. ღარები, რომელზეც საშუალებას უსვამთ, კარგად უნდა გაამშრალოთ. ამისთვის სამშენებლო ან ჩვეულებრივი ფენი გამოიყენეთ. სოკოს მოსაშორებლად ქიმიური საშუალების ნაცვლად შეგიძლიათ ხალხური მეთოდები გამოიყენოთ.

მეთოდი 1

1 ლ სუფთა წყალს დაახლოებით 10 გ აჯასპი დაუმატეთ და კარგად აურიეთ, ნარევი კბილის ჯაგრისით ან უხეში ჯაგრისით ზედაპირს წაუსვით. ნარევი 2–3–ჯერ შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ მსხვილი ობი პირველივე პროცედურაზე ვერ მოაშორეთ. ახლა წყლით კარგად გაწმინდეთ, კედლები გააშრეთ და ოთახი გაანიავეთ.

მეთოდი 2

ამ მეთოდისთვის ქლორი დაგჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ ქლორის შემცველი საშუალება სოკოს უფრო სწრაფად უმკლავდება. რამდენიმე წუთიანი ზემოქმედება საკმარისია. მძაფრი სუნის გასაქრობად ოთახი რამდენიმე საათით გაანიავეთ.