იდეალური „ბაბუასეული“ მათბუნებელი, რომელიც სამუდამოდ გემსახურებათ და თეთრები ღირს

სახლის დასათბუნად ბევრი სქემა არსებობს, მაგრამ უმეტესობა მათგანი აბსოლუტურად შეუფერებელ სამრეწველო საიზოლაციო მასალებზეა დაფუძნებული და მათთან შედარებით „ბაბუასეული“ მეთოდები უფრო მომგებიანად, საიმედოდ და თბილად გამოიყურება.

ბევრი ფიქრობს: ადრე სახლებს 1,5-2 აგურით აშენებდნენ და საერთოდ არ იყინებოდნენ. არგუმენტად მოყავთ ის, რომ ადრე საწვავი იაფი იყო, ამიტომ მაქსიმალურად ათბობდნენ. შეგვიძლია მოვიყვანოთ ორი კონტრარგუმენტი:

  1. საწვავი იაფი არ იყო. თუ ახლა და წარსულში მომხმარებლების შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, გაზი შეშასა და ქვანახშირზე უფრო იაფი იყო. ქვანახშირი დღეს უფრო იაფია, ვიდრე 50 წლის წინ.
  2. კედლები ხშირად არა 2, არამედ 1 აგურისგან შენდებოდა, მაგრამ უფრო ფართო ჩანდა. რატომ? ვინაიდან კედლის შიგნით კარგი მათბუნებელი იყო, რაც მშენებლობას იაფს და სახლს თბილს ხდიდა.

სუპერ საიდუმლო ხრიკებს ადგილი არ აქვს. კედლებს შემავსებლით ავსებდნენ – ორ კედელს შორის ნახევარ აგურში ყრიდნენ ნაცარს, წიდას ან ნახერხს, როგორც საიზოლაციო მასალას, და მორჩა.

სახლი ხელმისაწვდომი, ხარისხიანად დათბუნული გამოდის და 100 წელი ან უფრო დიდხანს დგას, სითბოს დღემდე ინარჩუნებს. ძველი მათბუნებელი ხელმისაწვდომი მასალებით დიდხანს არ ფუჭდება და არ ცვდება.

ნავსები კედლის ტექნოლოგიას დღესაც იყენებენ, მაგრამ ძალიან იშვიათად. თანამედროვე მშენებელი მას დიდი სიფრთხილით ეკიდება. თითქოსდა, ტექნოლოგია განვითარდა და რატომ უნდა ააშენოს ისე, როგორც ქვის ხანაში?

არადა 50 წლის წინანდელ სახლებშიც ვერ იპოვით ერთ სახლს, რომელიც მინერალური ბამბით ან პოლისტიროლის ქაფით დათბუნულია. თანამედროვე იზოლაცია გამძლე არაა და მისი შეცვლა რეგულარულად გვიწევს.

თუ მდიდარი მშენებელი არ ხართ, ნავსები ტექნოლოგია აგურის სახლის დასათბუნად იდეალური ვარიანტია. უფრო იაფი, თბილი და გამძლეა. ფასით კარკასულსაც შეიძლება დაუპირისპირდეს. სითბოთი და საიმედოობით არც ერთს არ ჩამოუვარდება.

კარკასულის და ნავსების იზოლაციის ღირებულება უბრალოდ შეუდარებელია. თუნდაც ნაყიდი შემავსებელი მასალა შეიძინოთ, მაინც მშენებლობა და გამოყენება უფრო მომგებიანი გამოვა. მინერალური ბამბის და პოლისტიროლის ქაფის გამოცვლა პერიოდულად აუცილებლად მოგიწევთ, ხოლო შემავსებელი იზოლაცია თითქმის „უკვდავია“ და იმდენ ხანს გაძლებს, რამდენსაც სახლი.

ასეთი კონსტრუქცია უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ის, რომელსაც სამშენებლო მაღაზიები, მშენებლები და მწარმოებლები გვთავაზობენ – მათი მიზანია მეტის გაყიდვა, მეტის შეკეთება და ხშირად აშენება, ჩვენი – რაც შეიძლება საიმედო და იაფი შენობის აშენება. მოკლედ აქ, გამყიდველი მყიდველის მეგობარი არაა.