ფინეთში ლენტურ საძირკველს შიგნიდან თბუნავენ, ჩვენთან – გარედან

ფინეთში სახლების კარკასული მშენებლობა ფართოდ გავრცელებულია, მაგრამ სახლის ქვეშ საფუძვლიანი ტექნოლოგიური საძირკველი შენდება. არა ხრახნულ ხიმინჯებზე, როგორც ამას ჩვენთან ხშირად აკეთებენ, რადგან კარკასული სახლი ბიუჯეტურ ვარიანტად ასოცირდება, არამედ საძირკველსაც ეკონომიურად აგებენ.

ფინეთში მომუშავე მშენებლების ინფორმაციით ლენტურ საძირკველს შიგნიდან თბუნავენ.

დათბუნული ფინური საძირკველი ლენტური მცირედ ჩაღრმავებული საძირკველია უკუჩაყრით. ასევე გვხვდება ფილებით გადაფარული. როგორც ხედავთ, საიზოლაციო მასალები (ქაფპლასტი, ექსტრუდირებული პოლისტეროლის ქაფი) კონტურის შიგნით მდებარეობს.

დათბუნული ფინური საძირკველი ასე იგება: საძირკველი როგორც ფილებისთვის მზადდება (ყველა ორგანული ნივთიერება და შავი მიწა იღება), ღორღს ყრიან, მასზე დაბალ არმატურით გამაგრებულ ლენტებს ასხამენ და ზემოდან ქვიშა–ხრეშის ბლოკი (ან კერამზიტ–ბეტონის ბლოკი) იგება. წყობაც არმატურით გამაგრებულია. ზოგჯერ ეს ყველაფერი ქაფპლასტის ბალიშზეა. კონტურს შიგნიდან ათბუნებენ და უკუჩაყრით ავსებენ. შეუძლიათ მაღალი ლენტა ჩამოასხან, მაგრამ ასეთი საძირკველი უფრო ძვირია. სქემა ასე გამოიყურება:

სხვათა შორის, შემონაკირწყლიც ითბუნება, მაგრამ ბეტონი არ ისხმება, არამედ ღორღით იფარება. გარედან საძირკველი წყალგაუმტარი ან პვს გარსით იფარება.

ამ ტექნოლოგიას ჩვენთანაც იყენებენ, თუმცა უფრო ნაკლებად გავრცელებულია, ვიდრე შვედური ფილებით დათბუნვა. დათბუნული ფინური საძირკველი უფრო რთული და მაღალტექნოლოგიურია. მისი უპირატესობაა:

ნებისმიერ სიმაღლეზე შეგიძლიათ ააშენოთ (ფილებისგან განსხვავებით). თბილი იატაკის კონტურს აქვს თერმოწყვეტილი სახლის კონტურის გასწვრივ (და არა მხოლოდ ქვემოთ). საძირკვლიდან სითბოს დაკარგვა პრაქტიკულად არ ხდება. საძირკვლის მიწისზედა ცოკოლის ნაწილი შეგიძლიათ ბლოკებით ააწყოთ. ეს ნაკლებად შრომატევადი და ხარჯიანია, ვიდრე მაღალ ყალიბში ბეტონის ლენტის ჩამოსხმა.

ფინეთში მიღებულია, რომ საძირკვლის სიმაღლე მიწის ზემოთ მინიმუმ 40 სმ უნდა იყოს, ამიტომ მაღალი ლენტი ერთადერთი გონივრული გამოსავალია.

ამ ტექნოლოგიის უარყოფითი მხარეა დიდი მოცულობის ჭუჭყიანი სამუშაო როგორც მომზადების, ასევე უკუჩაყრის ეტაპზე.

ფინურ საძირკველს აქვს სადრენაჟო სისტემა საძირკვლის გარშემო და სანიაღვრე კანალიზაცია (აუცილებლობის შემთხვევაში). მას ღორღის დაყრის ეტაპზე დებენ, ანუ წინასწარ მოფიქრებულია.

რატომ თბუნავენ საძირკველს კონტურის შიგნით ფინეთში? ასეთ გადაწყვეტილებას ლოგიკურად მიიჩნევენ. რა საჭიროა საძირკვლის ბეტონის მასის დათბუნვა, რომლის გავლით სითბო იკარგება, როგორც არ უნდა დათბუნოთ, თუ შესაძლებელია მისგან იზოლირება და სითბოს შენარჩუნება.

ჩვენ სხვა ლოგიკა გვაქვს – თბილი კონტური გარედან უნდა შექმნათ. ეს ეხება ქვის სახლებს, რომელიც ფინეთში ბევრი არაა. მნიშვნელოვანია, რომ დათბუნული კედელი დათბუნულ საძირკველს ემთხვეოდეს (ერთი მთლიანი კონტური იყოს). გარდა ამისა, ნებისმიერი საძირკველი მიწის მეშვეობით სითბოს იძლევა. ფინურ საძირკველში ქვემოთ ხშირად მკვრივ ქაფპლასტის ბალიშს აკეთებენ, სითბოს დაკარგვა იქაც ხდება.

საერთოდ, შიდა დათბუნვის ახსნა შეიძლება იმით, რომ ისინი მხოლოდ ასეთ საინჟინრო გადაწყვეტილებას მიეჩვივნენ, ჩვენ – სხვას, თუმცა ორივეს საკუთარი ლოგიკა აქვს.