კუთხური საწური და კიდევ 8 გაჯეტი, რომელიც სამზარეულოს და კერძების მომზადებას შეგაყვარებთ

ზოგჯერ რთული გასაგებია, თუ რომელი თანამედროვე სამზარეულოს მოწყობილობაა სასარგებლო და რომელია შექმნილი მხოლოდ ადგილის დასაკავებლად. Novate ამოცანას გაგიმარტივებთ და გთავაზობთ მხოლოდ იმ ნივთებს, რომლებიც სამზარეულოში ნამდვილი მხსნელები გახდებიან. მათი შეძენა ან მეგობრისთვის ჩუქება ნამდვილად მოგინდებათ.

1. ავტომატური სარევი

წარმოიდგინეთ სიტუაცია: უნდა მოამზადოთ სოუსი, მოხარშული კრემი, ფაფა ან ნებისმიერი სხვა კერძი, რომელსაც მუდმივად მორევა სჭირდება. მოსაწყენი საქმეა და თუ სხვა ოთახში პერიოდულად გასვლა და ბავშვისთვის თვალყურის დევნა გიწევთ ან პარალელურად სახლს ალაგებთ, ამოცანა რთულდება. ავტომატური სარევის „მომსახურებით“ ცხოვრებას გაიმარტივებთ. მოწყობილობა სპეციალურად შექმნილია კერძებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.

მოწყობილობის სიჩქარე შეარჩიეთ, წამმზომი დააყენეთ, ქვაბის ან მაღალგვერდებიანი ტაფის (ვოკის მსგავსი) ძირში მოათავსეთ და მითითებული დროით დატოვეთ. ავტომატური სარევი ინგრედიენტებს დაწვის ან შეწებების უფლებას არ მისცემს. სანამ თავის ამოცანას ასრულებს, შეგიძლიათ ბოსტნეული დაჭრათ, მისაღები ოთახი დაალაგოთ, მტვერი აიღოთ ან საყვარელი საქმე გააკეთოთ.

2. “მომღერალი“ წამმზომი

გიჭირთ იდეალური მაკარონის მოხარშვა? მუდმივად ერთმანეთს ეწებება, ფაფად იქცევა და al dente–ზე საუბარი ზედმეტია? გამოდის, რომ „მომღერალი შეფი“ ჯერ არ გყავთ. კარგი ვოკალური მონაცემების მქონე მზარეულ ადამიანზე არ ვსაუბრობთ. ვგულისხმობთ წამმზომს.

ქვაბში წყალი ააგროვეთ, მასში ლამაზი მზარეული ჩადეთ და გაზქურაზე დადეთ. როცა წყალი ადუღდება, წამმზომი სპეციალური სენსონის დახმარებით შეგატყობინებთ. შემდეგ ქვაბში მაკარონი ჩადეთ. ამ დროიდან მზარეული ალ დენტე მაკარონის მოსამზადებლად დროის ათვლას დაიწყებს. როგორც კი, კერძი მომზადდება, წამმზომი მხიარულ იტალიურ სიმღერას შეასრულებს.

ამით „შეფის“ უპირატესობა არ მთავრდება. მოსავლელად წარმოუდგენლად მარტივია. გაჯეტს მხოლოდ ცივი წყლის გადავლება სჭირდება. წამმზომი პოლიკარბონატით არის დამზადებული, ანუ მაღალ ტემპერატურას მარტივად უძლებს.

3. “გაბრაზებული დედა“

ორიგინალური და სასაცილო სახელის მოწყობილობა მიკროტალღურ ღუმელს წმენდს. „მომღერალი შეფისგან“ განსხვავებით, რომელიც მაკარონის ხარშვის პროცესს მხიარულ გართობად აქცევს, „გაბრაზებული დედა“ კეთილმოსურნე არაა. სამზარეულოში, სადაც მიკროტალღური ღუმელი მდებარეობს, შეუცვლელია. ამ მოწყობილობის მთავარი ამოცანაა გამხმარი ლაქების გაწმენდა, რომელსაც საწმენდი საშუალებებით ვერ აშორებთ. სპოილერი: თქვენგან მინიმუმი ძალისხმევაა საჭირო.

„გაბრაზებულ დედაში“ ძმრისა და წყლის ნარევი ჩაასხით, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ, რომ უსიამოვნო სუნი გაანეიტრალოთ, და ღუმელში მოათავსეთ. მაქსიმალურ სიჩქარეზე 7 წუთით ჩართეთ. ამ დროში დედა „სიბრაზისგან აფეთქდება“ და ნახვრეტებიდან ორთქლს გამოუშვებს. ასე ღუმლის კედლებზე ცხიმი და ჭუჭყი დარბილდება და ღრუბლით ან რბილი ჩვრით მარტივად მოაშორებთ.

4. საზომი ჭიქა

დიასახლისებმა, რომლებიც სამზარეულოში დიდ დროს ატარებენ და კულინარიული შედევრების შექმნას ცდილობენ, იციან, რამდენად მნიშვნელოვანია რეცეპტის პროპორციების დაცვა და პროდუქტების ზუსტი რაოდენობის გამოყენება. განსაკუთრებით ცომეულის და დესერტის შემთხვევაში. საზომი კოვზები და სასწორი დაგეხმარებათ, თუმცა მრავალფუნქციური ჭიქა უფრო მოსახერხებელია. საზომ ჭიქას სტანდარტული აღნიშვნები აქვს. გარდა ამისა, პროდუქტებს ჭურჭლის წონის ჩათვლის გარეშე წონის. მაგალითად, მისი დახმარებით შეგიძლიათ აწონოთ კვერცხი, რძე, შაქარი, ფქვილი. სახელურზე ეკრანი არა მხოლოდ წონას, არამედ პროდუქტის ტემპერატურას აჩვენებს.

5. ლითონის საპონი

თუ ჯერ კიდევ ამ მოწყობილობის შესახებ არ გსმენიათ, დროა გამოიყენოთ. მრგვალი ლითონის საპონი პლასტმასის სადგამზე უსიამოვნო სუნს სწრაფად ანეიტრალებს. მაგალითად, თევზის, ხახვის ან ნივრის სუნს. კერძის მომზადების შემდეგ ხელი დაიბანეთ და სუფთა არომატით დატკბით.

აქსესუარი უსაფრთხო მასალით დამზადებულია და ტოქსიკურ მინარევებს არ შეიცავს. საპონი და სადგამი პრაქტიკული, გამძლე, ადვილად საწმენდია და ნიჟარაში მინიმუმ ადგილს იკავებს. ორიგინალურ ნაკრებს კუს ფორმა აქვს, ამიტომ არა მხოლოდ პრაქტიკული და ფუნქციური აქსესუარია, არამედ სამზარეულოს ინტერიერს ალამაზებს. სხვადასხვა ფერის ვარიანტი შეგიძლიათ შეარჩიოთ, რომ გარემოს იდეალურად მოერგოს.

6. დანების სალესი „მარტორქა“

სამზარეულოში დანის სალესი ერთ–ერთი ყველაზე აუცილებელი და ფუნქციური აქსესუარია და ამის შესახებ არავინ კამათობს. მის გარეშე კერძის სწრაფად და კომფორტულ მომზადებაზე საუბარი ზედმეტია. ხარისხიანი აქსესუარის შეძენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კარგი დანის ყიდვა.

ამ სალესს მარტორქის ფორმა აქვს და მისი შემხედვარე ნამდვილი დანიშნულების წარმოდგენა რთულია. გამძლე პლასტმასს მუქი ტექსტურირებული ზედაპირი აქვს. სალესი რქებს შორის მდებარეობს, რაც ძალიან მოსახერხებელია, რადგან დანის პირის ასრიალებას აფერხებს და ხელის გაჭრის რისკს ამცირებს. ის მომენტი, როცა ერთი და იგივე ნივთი დეკორატიულ და პრაქტიკულ ფუნქციებს ასრულებს.

7. დასაკეცი საჭრელი დაფა

ალბათ, სამზარეულოში სხვადასხვა მასალის რამდენიმე საჭრელი დაფა გაქვთ, მაგრამ ვერც ერთი ვერ ასრულებს ელემენტარულ ამოცანას: დაჭრილი პროდუქტების დაფიდან სხვა ჭურჭელში გადატანა ისე, რომ ერთი ნაჭერიც არ დაგივარდეთ. საბედნიეროდ, დღეს ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. უნიკალური დასაკეცი საჭრელი დაფა დაგეხმარებათ. სახელურზე მსუბუქი დაჭერით კუთხეები შეგიძლიათ აკეცოთ.

პროდუქტების გადასატანად და კომფორტულად დასაჭრელად ძალიან მოსახერხებელი ნივთია. ტექსტურული ზედაპირი, რბილი რეზინის სახელური და არასრიალა ძირი – ზუსტად ისაა, რაც კერძის მოსამზადებლად გვჭირდება.

8. რეგულირებადი საგორავი

თუ ცომთან ხშირად შეხება გაქვთ, გაჯეტი გამოგადგებათ. გაუმჯობესებული საგორავით შეგიძლიათ გაბრტყელებული ცომის სისქე დაარეგულიროთ. 2-დან 8 მმ–მდე შეგიძლიათ აირჩიოთ იმის მიხედვით, თუ რას ამზადებთ: ფხვიერი ნამცხვარი, ტარტალეტი, ხინკალი თუ სხვა რამ, რომელიც თხელ ცომს მოითხოვს.

9. კუთხური საწური

საწური სამზარეულოში ყველას აქვს, თუმცა თანამედროვე ტენდენციებში გარკვეული დიასახლისის სამზარეულოში იპოვით ახალ გაჯეტს, რომელიც თავის ფუნქციას წინა მოდელზე უკეთ ასრულებს. კუთხური საწურის მთავარი უპირატესობაა ის, რომ მოხარშული კარტოფილის ან მაკარონის წყალი შეგიძლიათ ერთი ხელით გადაწუროთ და დამწვრობის ან ქვაბის გავარდნის არ შეგეშინდეთ. სილიკონისგან არის დამზადებული, ამიტომ ნებისმიერ მასალას ადვილად ემაგრება. საწური მყარად „ზის“ და შეუფერებელ მომენტში არ ვარდება. მოქნილი საწური შეგიძლიათ ისე დაკეცოთ, რომ კარადაში ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში დიდი ადგილი არ დაიკავოს.