რჩევები, როგორ მოიშოროთ სიბერის სუნი ბინიდან, თუ რემონტის ფული არ გაქვთ

როგორც არ უნდა ზრუნავდეს ადამიანი საკუთარ თავზე, ბინაში მისი დიდხანს ყოფნის ნიშნები მაინც რჩება. ძირითადად, ხანდაზმულებს ეხება, რომელთა ორგანიზმი დამახასიათებელი სუნის გაჩენას ხელს უწყობს. თავის მხრივ, სუნი ავეჯსა და ზედაპირებზე გადადის. ახალ მეპატრონეს ასეთი სუნი ნამდვილად არ მოეწონება. Novate გთავაზობთ საუკეთესო საშუალებას სუნის მოსაშორებლად და მასთან ბრძოლის მეთოდებს.

საფუძვლიანი დალაგება

პირველ რიგში, უსარგებლო ნივთები გადაყარეთ. შმორის სუნის გასაქრობად ბინას მაქსიმალური სივრცე სჭირდება.ზოგჯერ სავარძლის და დივნის გამოცვლაც მოგიწევთ, რადგან მათგან სუნის მოშორება ძალიან რთულია.

ბინა რეგულარულად გაანიავეთ. თუ მთელი დღე არა, შესაძლებლობის მიხედვით ფანჯარა მაინც ღია დატოვეთ. სანამ სუფთა ჰაერი ოთახებს ავსებს, ზედაპირის დამუშავებაზე იზრუნეთ.

ძველი კეთილი ძმარი ამ შემთხვევაში საუკეთესო მეგობარია. 2 ს/კ ძმარი 1 თასს წყალში აურიეთ. ნარევი ყველა ზედაპირის საწყისი დამუშავებისთვის შესანიშნავია. ყველაფერი კარგად გაწმინდეთ, რასაც მიწვდებით: მაგიდა, თარო, სკამი, ტუმბო, ავეჯის ფეხები, კარადა, კარადის კარი და ა.შ. მაცივარი და კედლები არ გამოგრჩეთ. შპალერიც უნდა გაწმინდოთ. პირველ ჯერზე საკმარისია.

იატაკი და პლინტუსი სჯობს მათეთრებლით (ქლორით) დაამუშავოთ. ეს უნივერსალური საშუალებაა, რომელიც არა მხოლოდ ჭუჭყს, არამედ სუნს მოგაშორებთ.

რა თქმა უნდა, სრული განახლება ყველაზე ეფექტური მეთოდია – რემონტი, რომელიც შპალერის და იატაკის გამოცვლას მოიცავს. ყველას გვესმის, რომ ეს ხარჯიანი საქმეა და დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, იმით დაკმაყოფილება გვიწევს, რაც ხელთ გვაქვს.

ანტისეპტიკური საშუალება დამატებითი საშუალებაა, რომლითაც შეგიძლიათ ჩამჯდარ სუნს ებრძოლოთ. სპრეი ბოთლით შეიძინეთ. ასე არაფრის გაწმენდა არ მოგიწევთ.

რთულ ადგილებში სოდა გამოგადგებათ. ჭუჭყიან ადგილებს სოდა მოაყარეთ და რამდენიმე დღე გააჩერეთ. სოდა ზედმეტ სუნს შთანთქავს.

მუქი ზედაპირები განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. ამ შემთხვევაში უსიამოვნო სუნთან საბრძოლველად მარგანცოვკის სუსტი ხსნარი გამოგადგებათ.

საერთო ატმოსფეროსთვის ხელმისაწვდომი პროდუქტების ნატურალური არომატები შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ყავა ან ციტრუსი სხვა არომატებს კარგად ფარავს და სასიამოვნო სურნელს აფრქვევს.

არომატული საშუალების გაფრქვევაც არ დაგავიწყდეთ. ყველასთვის ცნობილი არომატული ჩხირები უსიამოვნო სუნის გაქრობას კარგად უმკლავდება. მაშინაც კი, თუ დიდად არ გიყვართ, ერთი მოათავსეთ და ოთახი შემდგომი დამუშავებისთვის დახურეთ.

აი, ასეთი მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებებით ბინას უსიამოვნო სუნს მოაშორებთ და სუფთა არომატით გაავსებთ. ასეთი საშუალებები რეგულარულად და საკუთარი კომფორტისთვის გამოიყენეთ. ნებისმიერ ბინას საკუთარი სუნი აქვს.