დედის მეგობარი ბაზარში თესლს ყიდის და მასწავლა, რომელია საუკეთესო კიტრი გარეთ გასაშენებლად

კიტრის მოსავალზე ამინდის პირობების გარდა ბევრი სხვა ფაქტორი გავლენას ახდენს: ხარისხიანი თესლი, ბარდის ფორმირება, მორწყვა, გამოკვება, თესლბრუნვა და სასარგებლო მეზობლების არსებობა. კიტრის სხვადასხვა სახეობის და ჰიბრიდის მოსავლიანობის მაჩვენებელიც განსხვავდება. Novate გთავაზობთ კიტრის საუკეთესო სახეობებს გარეთ გასაშენებლად.

როგორ შევარჩიოთ?

მრავალ სახეობას შორის საუკეთესოს არჩევა ისეთი მარტივი ამოცანა არაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. პირველ რიგში, რამდენიმე კითხვას უპასუხეთ. რისთვის გჭირდებათ კიტრი: მწნილის თუ ახალი კიტრის საჭმელად? როდის გსურთ მოსავლის აღება: ივნისში, ივლისსა თუ აგვისტოში?

სახეობის შერჩევა თქვენს პასუხებზეა დამოკიდებული. მაგალითად, ნაადრევი ჯიში დაავადებების მიმართ უფრო მგრძნობიარეა. გვიანდელ ჯიშს ნაყოფიერების დიდი ვადა აქვს. სალათის სახეობა წვნიანი და თხელკანიანია, მაგრამ დამწნილებისას ჭკნება. ბევრი მიიჩნევს, რომ მისი გაზრდა სათბურში სჯობს. მწნილის კიტრი გარეთაც თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მსხვილ ნაყოფს ნაკლებად იძლევა.

როგორც წესი, ფუტკრებით დამტვერილ კიტრს საუკეთესო არომატი და გემო აქვს. მათი მოსავლიანობა ყვავილობის დროზე ძლიერ დამოკიდებულია. პართენოკარპიული (დამტვერვა არ სჭირდება) სახეობა, პირიქით, ამინდზე დამოკიდებული არაა, თან ნაყოფს მწარე გემო არ აქვს, არ ყვითლდება და კარგად ინახება.

„აპრილი F1”

ნაადრევი (40-45 დღე) უნივერსალური ჰიბრიდი, რომელიც მოსკოვში, ვ.ი.ედელშტეინის სახელობის ბოსტნეულის ექსპერიმენტულ სადგურზე მიიღეს. როგორც გარეთ, ასევე სათბურში კარგ მოსავალს იძლევა. 200-250 გრ და 25 სმ სიგრძის მსხვილი ნაყოფით გამოირჩევა. სიმწარე არ აქვს, მოვლა არ სჭირდება, დიდხანს ნაყოფიერებს და დაბალ ტემპერატურას მარტივად იტანს.

„გერმან F1”

ჰოლანდიაში გამოყვანილი ულტრა ნაადრევი (35-40 დღე), თვითდამტვერავი ჰიბრიდი მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა. ივნისის დასაწყისიდან შუა ოქტომბრამდე ნაყოფიერობს. კიტრი პატარაა, ამიტომ მწნილისთვის იდეალურია. სიცივის მიმართ მგრძნობიარეა და ჟანგით დაინფიცირება ახასიათებს.

„კურაჟი F1”

ნაადრევი პართენოკარპიული სახეობა, რომელიც გავრიშის აგროფირმამ გამოიყვანა. პირველი მოსავალი აღმოცენების გამოჩენიდან უკვე 38-ე დღეს შეგიძლიათ შეაგროვოთ. მწიფე კიტრს ბევრი ხორკლი აქვს და მწნილისთვის შესაფერისია. შეუდარებელი გემო აქვს, მაგრამ არასაკმარისი მორწყვის შემთხვევაში შეიძლება მწარე გემო ჰქონდეს. გამოცდილი მებოსტნეები ზოგიერთი ბუჩქიდან 30 ერთეულს აგროვებენ. თესლის შეფუთვაზე კვადრატულ მეტრზე 16 კგ მოსავალია მითითებული.

„ტარაკანოვსკი F1”

გემოს თვისებებით და მოსავლიანობით ლიდერია. სახეობის უპირატესობა ისაა, რომ როგორც გარეთ, ასევე სათბურში ან აივანზე შეგიძლიათ გაზარდოთ. 18-20 სმ სიგრძის ნაყოფი, მუქი მწვანე ღია ზოლებით, იშვიათად დახორკლილი, თეთრეკლიანი გამოდის. არომატული, ხრაშუნა და ძალიან გემრიელია. ახალი სალათის და მწნილის მოსამზადებლად გამოგადგებათ.

„როდნიჩოკ F1”

საშუალო სიმწიფის (48-55 დღე) ფუტკრით დამტვერვადი ჰიბრიდი. დაავადებების მიმართ გამძლეა, სიმწარე არ აქვს, მწნილისთვის იდეალურია. ძლიერი ფესვების სისტემის წყალობით კარგი ამტანობის უნარით გამოირჩევა.

„კონკურენტი“

უნივერსალური ფუტკრით დამტვერვადი სახეობა, რომელსაც 9-12 სმ სიგრძის და 70-120 გრამის ხრაშუნა ნაყოფი აქვს. ნაცროვანი სოკოს და ბაქტერიოზის მიმართ გამძლეა. ერთ კვადრატულ მეტრზე 3-6 კგ კიტრი შეგიძლიათ შეაგროვოთ. რბილობი წვნიანი, ოდნავ მოტკბოა. სალათის და კონსერვისთვის შესაფერისია. მებოსტნეები აღნიშნავენ, რომ კიტრის ეს სახეობა თაროზე უკეთ იზრდება, ვიდრე მიწაში.

რედაქციის რჩევა

როგორც უკვე შენიშნეთ, ჩვენ სიაში კიტრის სახეობის უმეტესობას აქვს F1 ნიშანი. ეს გიჩვენებთ, რომ თქვენს წინაშეა ჰიბრიდი, რომელიც ორი სხვა სახეობის შეჯვარებით მიიღეს. როგორც წესი, ასე თითოეული მშობლის უპირატესობის გაერთიანებას ახერხებენ. ჰიბრიდი სწრაფად იზრდება, არახელსაყრელ ამინდს ადვილად იტანს, შესაშურ მოსავალს იძლევა. მხოლოდ ორი ნაკლოვანება აქვს. პირველი, უფრო ძვირია. მეორე, ასეთი კიტრიდან თესლის შეგროვებას აზრი არ აქვს. მათგან სხვადასხვა და ერთმანეთისგან განსხვავებული კიტრი შეიძლება გაიზარდოს.