2 გამოცდილი მეთოდი, როგორ გავწმინდოთ გაცხიმული ქურთუკი

თითქმის ყველა ერთხელ მაინც დაფიქრებულა, როგორ გაწმინდოს გაცხიმული ქურთუკი. ხშირი ტარებისას საგარეო ტანსაცმელზე ჩნდება ბზინვარება, რომლის მოშორება რთულია. ეს კი ქურთუკის გარეგნობას აფუჭებს.

ქურთუკს ჩვეული მეთოდით ცოტა ადამიანი რეცხავს. ასე შემავსებელი ერთმანეთში იგორგლება. სარეცხით რეცხვას საუკეთესო ვარიანტს ვერ ვუწოდებთ. სპეციალური ბურთებიც, რომლებმაც შემავსებლის დაგორგვლა თავიდან უნდა აგაცილოთ, გარანტიას არ გაძლევთ, რომ ქურთუკი არ გაფუჭდება. რა გავაკეთოთ ამ სიტუაციაში?

როგორ გავწმინდოთ გაცხიმული ქურთუკი

ქიმწმენდაში წაღება აუცილებელი არაა, რომ საგარეო ტანსაცმელს ცხიმის სიპრიალე მოაშოროთ. მისი მოშორება სახლის პირობებში ძალიან მარტივია. Novate გიზიარებთ 2 ბიუჯეტურ მეთოდს, რომელთა დახმარებით ქურთუკს ჭუჭყს მოაშორებთ და შემავსებელს არ დააზიანებთ.

ხრიკი 1

საგარეო ტანსაცმლის გასაწმენდად ერთ–ერთი გამოცდილი მეთოდი რომ გამოიყენოთ, წყალბადის ზეჟანგი და ნიშადურის სპირტი დაგჭირდებათ. ორივე ნივთიერება ქურთუკს ცხიმის სიპრიალეს მოაშორებს და წამებში გაწმენდს.

2 ჭიქა წყალი, 1 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი და 6 წვეთი ნიშადურის სპირტი აურიეთ. მიღებული ნარევით ქურთუკის ჭუჭყიანი ადგილები დაამუშავეთ. ღრუბელი გამოიყენეთ. ამის შემდეგ სუფთა წყლით გაწმინდეთ და გააშრეთ. დამატებით, არაფრის გაკეთება საჭირო არაა.

ხრიკი 2

სხვა მეთოდიც არსებობს, რომელიც საგარეო ტანსაცმლის საწმენდად არანაკლებ ეფექტურია. მისთვის ძმარი და წყალი დაგჭირდებათ. მეტი არაფრის დამატება საჭირო არაა. 1 ნაწილ ძმარზე 3 ნაწილი წყალი გამოიყენეთ. კარგად აურიეთ. ღრუბლით პრობლემური ადგილები დაამუშავეთ. შემდეგ ქურთუკი სუფთა ჰაერზე გაანიავეთ.

ამ ორი მეთოდით ქურთუკს ცხიმის ბზინვარებას სწრაფად და ეფექტურად მოაშორებთ. რაც ყველაზე კარგია, განსაკუთრებულ ფინანსურ ხარჯებს არ მოითხოვს და დიდ დროს არ წაგართმევთ. სწორედ ამიტომ, ერთ–ერთი ხრიკი აუცილებლად სცადეთ. მიღებული შედეგით კმაყოფილი დარჩებით.