ბაბუასეული მეთოდი: როგორ გავჭრათ შიფერი მარტივად კუთხესახეხი მანქანის გარეშე

ყველა მეაგარაკემ იცის, რომ კუთხესახეხი მანქანით შიფერის მარტივად და სწორად გაჭრა შეიძლება. როგორ მოვიქცეთ, თუ ასეთი ხელსაწყო არ გაქვთ, ხოლო მეზობელი, რომლისგანაც ამ სასწაული ტექნიკის სესხება შეიძლება, კეთილგანწყობით და დამთმობი ხასიათით არ გამოირჩევა? პასუხი გვაქვს: ძველ „ბაბუასეულ“ მეთოდს მიმართეთ.

თუ ხელთ არ გაქვთ არც კუთხესახეხი მანქანა, არც აჟურული ხერხი, არც ბენზოხერხი, მაგრამ შიფერის გაჭრა გჭირდებათ, გამოიყენეთ ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც აქტუალურობას არ კარგავენ. ვსაუბრობთ ლურსამნსა და ჩაქუჩზე! ასევე კარგია, თუ მარკერი ან უბრალო ფანქარი და საზომი გექნებათ. სასურველია, რომ დიდი ლურსმანი შეარჩიოთ. ზუსტად 200-250. ასევე დაგჭირდებათ ცოტა თავისუფალი დრო და რამდენიმე ხელი. აღსანიშნავია, რომ მეთოდი სწრაფი არაა.

პირველ რიგში, შიფერი მონიშნეთ, შემდეგ ერთმანეთისგან 2 სმ–ს დაშორებით ლურსმნისთვის წყვეტილი ხაზი გაავლეთ. თითოეულ ნიშანში ჩაქუჩით ლურსმანი ჩაარჭეთ, შემდეგ ამოიღეთ და შემდეგ ნიშანზე გადადით. ასე ბოლო ნიშნამდე. როცა ყველა ნიშანს გახვრეტთ, შიფერს ხაზის გასწვრივ თანაბრად მარტივად გატეხავთ. ამას რამდენიმე ადამიანის დახმარებით მარტივად შეძლებთ. მუშაობის დროს დამხმარე გამოგადგებათ.

შიფერის გაყოფაში თითოეული ნახვრეტის წყლით დასველებაც დაგეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ სამუშაო დაჩქარდება, თუ ნახვრეტებს არა ლურსმნით და ჩაქუჩით, არამედ შესაფერისი ბურღით გაბურღავთ. ამ საკითხში მთავარია ინსტრუმენტების ქონა. ასევე აღსანიშნავია, რომ თუ ბევრი შიფერის გადაჭრა გჭირდებათ, სჯობს კუთხესახეხი მანქანა ან ბეწვა ხერხი იშოვოთ. ზემოთ მოცემული რჩევა 1–3 ფურცელთან სამუშაოდ გამოგადგებათ.