მიუღებელი ვარიანტები პატარა ბინის ინტერიერის გასაფორმებლად

პატარა ბინის სტილი. როგორ შევარჩიოთ ისე, რომ არ შევცდეთ? დიზაინის ჟურნალებში წერია, რომ პატარა სივრცეს უხდება მინიმალიზმი, სკანდინავიური, ლოფტი ან ფუნქციონალიზმი. რამდენიმე სტანდარტული მაგალითი არსებობს პატარა ბინის მოსაწყობად. ესაა ერთნაირი იატაკის საფარის გამოყენება და ღია კედლები, რომ სივრცე ვიზუალურად გაფართოვდეს, და სარკე, რომელიც ასევე ვიზუალურად გაფართოებაზე მუშაობს.

პატარა ბინის სტილი

„მაღალი ჭაღი – არ შეიძლება, გრძელი და მძიმე ფარდაც მიუღებელია, ფერადი აქცენტების გამოყენება – არავითარ შემთხვევაში!“ – ამბობენ დიზაინერების უმრავლესობა. რა შეიძლება? რა ქნას პატარა ბინის მფლობელმა, თუ სურს არა პატარა უსახური სივრცე ერთნაირი ღია კედლებით და სარკეებით, არამედ მოდური და მყუდრო საცხოვრებელი? გამოსავალი ყოველთვის არსებობს! Novate გიზიარებთ რჩევებს, როგორ მოაწყოთ პატარა ბინის ინტერიერი. შთამბეჭდავი ალტერნატივები არსებობს!

თავად ოთახის ყუთთან შეგიძლიათ იმუშავოთ. რას ნიშნავს? ისე მოხდა, რომ როდესაც ადამიანი ოთახს ხედავს, მაშინვე ზომას აფასებს: სად მთავრდება კედელი, რა სიგანე აქვს, აქვს თუ არა ფანჯარა და რა ზომისაა. რა მოხდება, თუ საზღვრებს ვიზუალურად „წაშლით“? ამისთვის შეგიძლიათ კედლები და ჭერი ერთ ფერში შეღებოთ. აუცილებელი არაა კრემისფერი ან ნაცრისფერი გამოიყენოთ. გაჯერებული პალიტრიდან ამოირჩიეთ! მთავარია, რომ ერთფეროვანი იყოს.

მეორე ვარიანტი – პერსპექტივების ვიზუალური შექმნა. უმარტივესი – ფანჯრიდან ლამაზ ხედზე აქცენტი. თუ ასეთი არ გაქვთ, ოთახის ერთი კუთხე ისე გააფართოვეთ, რომ მისგან მეორე ოთახი ჩანდეს.

ზონირებაც დაგეხმარებათ. მაგალითად, მინის ტიხარი გააკეთეთ. ზოგჯერ შეგიძლიათ ტიხრებზე უარი თქვათ, თუ ბინა ძალიან პატარაა. კედლები შეგიძლიათ ჭერს დააშოროთ – კედლის ზედა ნაწილში მინის ფრამუგა გააკეთეთ ისე, რომ მეზობელი ოთახის ან სამზარეულოს ჭერი ჩანდეს. ამავე მეთოდით ჭერის ქვეშ სარკის ჩანართები შეგიძლიათ გააკეთოთ.

ტიხარი შეიძლება იყოს არა მხოლოდ მინის, არამედ ხის ლარტყა, მდფ პანელი.

ტიხარი ნებისმიერ ფერში შეგიძლიათ შეღებოთ, დახვეწილი მონოგრამებით შეუკვეთოთ. ტიხარს ზოგჯერ შემოსასვლელში ან საძინებელსა და სამზარეულოს შორის დგამენ, თუ სტუდიოს ბინაა, ზოგჯერ თავად ოთახში.

სარკე არა მხოლოდ კედელზე, არამედ ჭერზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბინის კუთხეებში შეგიძლიათ ფართო სარკის ჩანართები გააკეთოთ – ოთახის ზომის აღქმას ვიზუალურად შეცვლის და საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება.

ნიშები და ღია თაროები, სადაც დეკორატიული მასალები დევს, ლამაზად გამოიყურება. მაგალითად, თავად კედელი შეგიძლიათ საღებავით შეღებოთ, ხოლო შიდა ნიშნები დეკორატიული ბათქაშით.

პატარა ბინებში არა მხოლოდ ჰორიზონტალური, არამედ ვერტიკალური სივრცე გამოიყენეთ. მაგალითად, საწოლის ტუმბოს ნაცვლად ღია სტელაჟი, ხოლო კარის გარშემო ბიბლიოთეკა მოაწყვეთ.

სააბაზანო ოთახში ნივთები არა მხოლოდ კარის ზემოთ, არამედ თავად კარზე შეგიძლიათ შეინახოთ. მაგალითად, კარზე პირსახოცის და სააბაზანოს ხალათისთვის კავები დაამაგრეთ – ეს მოდური და ფუნქციურია. კარზე შეგიძლიათ კოსმეტიკის შესანახად თაროები დაკიდოთ.

პატარა ბინის მოსაწყობად მრავალფუნქციური ავეჯი შეარჩიეთ. ავეჯში დამატებითი სათავსოების გამოყენება კარგი იდეაა. მაგალითად, საწოლის ქვედა უჯრებში თეთრეული შეინახეთ, ფანჯრის რაფაზე – ჩანთები, პუფში – ფეხსაცმელი.

ყურადღება მიაქციეთ რბილ ავეჯს სამკლავურის გარეშე.

ტექნიკის განთავსების დაგეგმვისას არასტანდარტულ ვარიანტებს მიმართეთ. მაგალითად, თუ სააბაზანო ოთახში ან სამზარეულოში სარეცხი მანქანის ადგილი არ გაქვთ, მაშინ შემოსასვლელში კარადაში შეინახეთ.

ყველა ეს იდეა დაგეხმარებათ, რომ თქვენი ბინა წარმოუდგენლად შეცვალოთ! სწრაფად აირჩიეთ, რომელი იდეა მოგეწონათ, და ბინის გადაკეთება დაიწყეთ!