6 მარტივი ხრიკი, რომელიც ყოველდღიურობაში, ასევე სამზარეულოში გამოგადგებათ

ყოველდღე სულ უფრო მეტი ხრიკი ჩნდება, რომლებიც ყოფაცხოვრებას გვიმარტივებენ. დიასახლისები სამზარეულოში სათავსოს ახალ ვარიანტებს, გაზქურის და ჭურჭლის წმენდის მეთოდებს ტესტავენ, რეცხვის დეტალებს ეცნობიან. საჭირო ხრიკის საპოვნელად ინტერნეტი რომ არ გადაქექოთ, Novate ყველა პოპულარულ ხრიკს ერთ სტატიაში გთავაზობთ.

1. როგორ მოვაშოროთ ვერცხლს სიშავე?

თუ დანა–ჩანგალი ძლიერ გაშავდა, ხოლო სტუმრები უკვე გზაში არიან, პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე სწრაფ და ეფექტურ მეთოდს გთავაზობთ. ისინი აბრაზიული საშუალების გამოყენებას გულისხმობს, ამიტომ ძვირფასი ნაწარმის საწმენდად არ გამოიყენოთ.

თეთრი კბილის პასტა დანამატების გარეშე ყველაზე ნაზი საშუალებაა. ცოტა პასტა ვერცხლს წაუსვით და რბილი კბილის ჯაგრისით ან თითებით გახეხეთ. ბოლოს თბილ საპნიან წყალში გარეცხეთ. კბილის პასტის ფხვნილი ან სოდაც გამოგადგებათ. გაითვალისწინეთ, რომ ამ შეთხვევაში ნადებთან ერთად ლითონის ფენაც აძვრება, ზედაპირზე მიკრო ნაკაწრები დარჩება. ასეთი ნაწარმის გაპრიალება რთულია, თან სწრაფად გაშავების რისკი არსებობს.

თუ ნაწარმი ძველია და დიდად არ გენანებათ, სოდის ფაფა გამოიყენეთ. ასე მიყენებულ ზიანს შეამცირებთ. მათეთრებელი და ქლორის შემცველი საშუალებები გაშავებას მხოლოდ აჩქარებს და ვერცხლს გამოსაყენებლად უვარგის ხდის.

2. როგორ შევინახოთ ჭიქები?

ტრადიციულად, ქვაბებს ქვედა კარადაში ვინახავთ, ხოლო ჭიქებს და თეფშებს – ზემოთ. ეს უკვე ჩვევაა, რომელსაც არავინ ეწინააღმდეგება. არასტანარტული შენახვის სცენარს გთავაზობთ. თუ სამუშაო ზედაპირის ქვეშ გრძელი ღრმა უჯრა გაქვთ, ფინჯნები და ჭიქები აქ მოათავსეთ, წინასწარ გადააბრუნეთ. პირველ რიგში, უფრო ბევრი ჭურჭელი დაეტევა, მეორეც თითის წვერებზე აწევა არ მოგიწევთ, რომ საყვარელი ჭიქა ზედა თაროდან ჩამოიღოთ.

3. როგორ გავწმინდოთ თეთრი კედი?

თეთრი ფეხსაცმელი ერთდროულად სიხარულსაც და დარდსაც იწვევს. ერთი მხრივ, ლამაზი, მოდურია, ნებისმიერ ტანსაცმელს ეთავსება და ნამდვილად უნივერსალურია. მეორეც, არაპრაქტიკულია. თუ საყვარელ თეთრ კედთან დამშვიდობება არ გსურთ, მაგრამ სარეცხ მანქანაში გარეცხვით მისი დაზიანება არ გსურთ, ხრიკი სცადეთ.

პირველ რიგში, ფეხსაცმელს ჭუჭყი მოაშორეთ. თითო სუფრის კოვზი სოდა და სარეცხი ფხვნილი აურიეთ, წყალი დაუმატეთ ისე, რომ ფაფა მიიღოთ და მიღებული პასტით ჭუჭყიანი ზედაპირი დაამუშავეთ. კბილის ჯაგრისი მოსახერხებელია. კედი რამდენიმე წუთით გააჩერეთ, შემდეგ წყალი გაავლეთ, რომ პასტის ნარჩენები მოაშოროთ.

ფეხსაცმელი შეგიძლიათ მიცერალური წყლით გაწმინდოთ. მასში შედის აქტიური ნაწილაკები „მიცელები“, რომელთაც ჭუჭყი ამოყავთ. ბამბის დისკი კოსმეტიკური საშუალებით გაჟღინთეთ და ჭუჭყიანი კედი ან ბოტასი გაწმინდეთ. ექსტრემალურ შემთხვევაში იდეალურია, როცა ფეხსაცმელი სამსახურისკენ ან პაემნისკენ მიმავალ გზაზე დასვარეთ და სასწრაფოდ გაწმენდა გსურთ. მინერალურს წყლით ჩამორეცხვა არ სჭირდება, საკმარისია ქაღალდით ზედმეტი სითხე მოაშოროთ.

კიდევ ერთი საშუალება – ლაქის მოსაშორებელი გამჭვირვალე სითხე. ამ შემთხვევაში ასე მოიქეცით: ბამბის დისკი სითხით დაასველეთ, კედი გაწმინდეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ. თუ ლაქა ღრმად ჩამჯდარია, პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ, შემდეგ წყლით კარგად გარეცხეთ. ზოგიერთი დიასახლისი გირჩევთ, რომ აცეტონი და ჩაის კოვზი ჭურჭლის სარეცხი საშუალება აურიოთ, რომ მეთოდის ეფექტურობა და სიჩქარე გაზარდოთ.

4. როგორ გავრეცხოთ ჭურჭელი ჯაგრისის გარეშე?

ალბათ, ყოფილა სიტუაცია, როცა ძველი ჭურჭლის ჯაგრისი გადააგდეთ, მაგრამ ახალი ჯერ არ შეგიძენიათ. ჩნდება კითხვა, რით გავრეცხოთ თეფშები. როგორც ვარიანტი, ფოლგა გამოიყენეთ. ფოლგით ბურთი გააკეთეთ და ჭურჭელზე მიმხმარი საკვების ნარჩენები მოაშორეთ. გასაგებია, რომ ყოველდღე ასეთ საშუალებას ვერ გამოიყენებთ, მაგრამ პრობლემას დროებით მოგიგვარებთ.

შენიშვნა: ფოლგა სხვადასხვა მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ჭურჭელს თამამად ჩაგინაცვლებთ. თუ ბუნებაში გასვლას აპირებთ და დიდი ტაფის ან ქვაბის წაღება არ გსურთ, ყველა ინგრედიენტი ფოლგაში გაახვიეთ, და კოცონზე დადეთ. წვნიანს ვერ მოხარშავთ, მაგრამ თევზის და ხორცის გამოცხობას შეძლებთ. ბონუსად, ნოყიერი სადილის შემდეგ ჭურჭლის გარეცხვა არ მოგიწევთ.

5. როგორ ვიპოვოთ დამატებითი სათავსო?

პირველ რიგში, ეს საკითხი აქტუალურია პატარა სამზარეულოში, სადაც ყველა აუცილებელი ნივთის შესანახად ადგილი არაა. დაიმახსოვრეთ, რომ სამუშაო ზედაპირი თავისუფალი უნდა დარჩეს, რომ მასზე კერძების მომზადება მოსახერხებელი იყოს. ფხვიერი პროდუქტების კონტეინერები, სანელებლების ქილები, ჩაი, ყავა, მარცვლეული, წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელთაც იშვიათად იყენებთ, კარადაში ან ღია თაროებზე შეინახეთ, რომ ხელი არაფერმა შეგიშალოთ.

რა შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებით სათავსოდ:

  • ვიწრო კარადა – ე.წ. ბოთლების ჩასაწყობი, საშუალებას გაძლევთ, რომ სამზარეულოში თავისუფალი ადგილები გამოიყენოთ, რომელიც სრული კარადის განთავსების შეუძლებლობის გამო ხშირად თავისუფალია. პირდაპირი დანიშნულებით შეგიძლიათ არ გამოიყენოთ. კარგი ადგილია წვრილი ნივთების შესანახად.
  • პერფორირებული პანელი – დაფა ნახვრეტით „როგორც ავტოფარეხში“ ვერტიკალური სათავსოსთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. ინტერიერს ჰარმონიულად რომ შეერწყას, სამზარეულოს ფერში გადაღებეთ და წინსაფარი ან შუაკედლისი ჩამოკიდეთ. მასზე რამდენიმე კავი დაამაგრეთ და ტაფები, პირსახოცი და სხვა ნივთები ჩამოკიდეთ.
  • თაროები კარზე – რას იტყვით, რომ სამზარეულოს კარადის კარები შიგნიდან დამატებით თაროებად გამოიყენოთ? თუ სიღრმე მინიმალურია, სანელებლები, სოუსები და პატარა ნივთები, მაგალითად, ნივრის საჭყლეტი შეინახეთ.

6. როგორ გავაშროთ ჭურჭელი?

როგორც წესი, დიასახლისებს ურჩევნიათ, რომ ჭურჭელი ნიჟარის ზემოთ კარადაში შეინახონ – საშრობი ჯერ კიდევ დაპროექტების ეტაპზე გათვალისწინებულია. მასალა ტენიანობისგან რომ არ გასივდეს, კონსტრუქციის ქვეშ სპეციალური ლანგარი მდებარეობს, რომელიც კარადის ქვედა თაროზეა მოთავსებული. ამ შემთხვევაში ჭურჭლიდან წყალი ლანგარზე იწვეთება, აქედან სწრაფად შეგიძლიათ გადაღვაროთ, კარადა არ დაზიანდება.

მსგავსი საშრობი სტანდარტული გადაწყვეტილებაა. გთავაზობთ ორიგინალურ მეთოდს, რომელიც ფინეთში გამოიგონეს. ადგილობრივები ჭურჭლის შესანახად კარადას პრდაპირ ნიჟარის ზემოთ ათავსებენ. დრო და ძალა რომ დაზოგონ, კარადის ქვედა კედელს ხსნიან, თაროს ნაცვლად სპეციალურ გისოსს ათავსებენ. ასე თეფშებიდან წყალი არა ლანგარზე, არამედ გისოსების ნახვრეტებიდან პირდაპირ ნიჟარაში იწვეთება.