კარგი ხელოსანი დამკვეთს თაბაშირ–მუყაოს კედლის გაკეთებას არასდროს ურჩევს

თაბაშირ–მუყაოს ტიხრებმა თანდათან აქტუალობა დაკარგა. ბევრ მშენებელს შორის საკმაოდ დიდხანს ფავორიტი იყო, მაგრამ არა ახლა. მინიმალიზმის ტრენდმა შეავიწროვა ჩაფიქრებული ფორმები და ტიხრები, რომლებიც თაბაშირ–მუყაოს ფურცლებით მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ. რატომ აითვალწუნეს ეს მასალა არქიტექტორებმა?

თაბაშირ–მუყაოს ტიხრები

თაბაშირ–მუყაო – სამშენებლო მუყაოს თხელი ფურცლის და თაბაშირის ფენის კომბინაცია. მისი დაჭრა მარტივია, ამიტომ ადრე მისგან სხვადასხვა ტიხარს, ზღუდარს, ფიგურას, მიშენებას, ჭერს და ნახჭს აკეთებდნენ. თაბაშირ–მუყაოს დასაჭრელად სპეციალური მოწყობილობა არ სჭირდება, ამიტომ მარტივი მოსახმარია. მასთან გამკლავებას ბავშვიც შეძლებს.

გაითვალისწინეთ, რომ თაბაშირ–მუყაო საკმაოდ მყიფე მასალაა. ერთი გაუფრთხილებელი მოძრაობა და თხელი ფურცელი დაზიანდება. გადატანის ან მონტაჟის პროცესზე არაფერს ვამბობთ. თაბაშირ–მუყაო ფიქსაციის პროცესშიც შეიძლება დაიბზაროს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევთ.

თაბაშირ–მუყაოს ტიხრები, რომლებიც სხვადასხვა ოთახებს გამოყოფს, საიმედო არაა. მასზე ვერაფერს დაკიდებთ. მაგალითად, წიგნების თაროებს. ერთი გაუფრთხილებელი მოძრაობა და თვითნაკეთი კედელი მაშინვე გაქრება. მოკლედ, ხარისხიანი მიშენება არაა.

სადავო საკითხი

რატომ გამოიყენებოდა თაბაშირ–მუყაო ასე ფართოდ, თუ ასეთი არასანდოა? სავარაუდოდ, საქმე ფასშია. ეს სამშენებლო მასალა ერთ–ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია. თუ მიზანმიმართულად არ დააზიანებთ, დიდხანს გემსახურებათ. გახსოვდეთ, რომ ხმის იზოლაციაში მოიკოჭლებს.

ალტერნატივა არსებობს

დღეს ბევრი ხელოსანი თაბაშირ–მუყაოს ტიხრების ნაცვლად თაბაშირ–ბოჭკოვან ფურცლებს ირჩევს. თაბაშირ–ბოჭკოვან ფურცლებს უფრო გამძლე სტრუქტურა აქვს. საუკეთესო ხმის იზოლაცია აქვს და ბევრად საიმედოა. წიგნების თაროს უნდა გაუძლოს.

რა თქმა უნდა, თაბაშირ–ბოჭკოვანი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე თაბაშირ–მუყაო. გაითვალისწინეთ, რომ ოთახებს შორის ტიხრებისთვის თაბაშირ–მუყაოს ორი ფურცელი დაგჭირდებათ. ამას ხშირად უგულებელყოფენ და ძალიან სუსტ კონსტრუქციას აკეთებენ. 1 თაბაშირ–ბოჭკოვანი ფურცელი ხმაურს უკეთ ახშობს, ვიდრე 2 თაბაშირ–მუყაოს ფურცელი. ამასთან, 2 თაბაშირ–მუყაოს ფურცელთან შედარებით გაცილებით იაფი დაგიჯდებათ. რა თქმა უნდა, ფასები სჯობს შეადაროთ და დააზუსტოთ.

თაბაშირ–მუყაოს ტიხრები წარსულში რჩება

თაბაშირ–ბოჭკოვან ფურცლებსაც ბევრი ნაკლოვანება აქვს. მაგალითად, ასეთი ფურცელი შუაზე მარტივად შეიძლება გაიყოს, თუ გაუფრთხილებლად აწევთ ან გადააბრუნებთ. სიტყვაზე, რთული ამოცანაა, რადგან თაბაშირ–ბოჭკოვანი ფურცელი საკმაოდ მძიმეა. მით უფრო, ასეთ ფურცელთან სამუშაოდ დაგჭირდებათ სპეციალური ინსტრუმენტი საჭრელად და სპეციალური თვითხრახნები დასამაგრებლად.

რომელი მასალით მუშაობას ანიჭებთ უპირატესობას? გაქვთ სახლში თაბაშირ–მუყაოს ტიხრები? გსმენიათ თაბაშირ–ბოჭკოვან ფურცლებზე? როგორ მოგწონთ ასეთი ალტერნატივა? გაგვიზიარეთ მოსაზრებები.