მარტივი ხრიკი, როგორ მოიქცეთ, თუ მეზობელს ღობის შეცვლა არ სურს ან მაღალი ღობის წინააღმდეგია

ზაფხულში ყველა ცდილობს, რომ მტვრიან და დამხუთველ ქალაქს მოშორდეს. სიწყნარე, სუფთა ჰაერი, ჩიტების ჭიკჭიკი – ეს ყველაფერი მოდუნებას ნამდვილად ხელს უწყობს, თუმცა მეზობლებთან კამათმა შეიძლება იდილია დაარღვიოს. სწორედ ასე დამემართა.

როცა ნაკვეთები სხვადასხვაა, მათ შორის ღობე საერთოდ ითვლება. მე და ჩემმა მეზობელმა ძველი ღობის გამო ვიჩხუბეთ. შეცვლას და ახალი პროფილირებული ფურცლების გამოყენებას ვთავაზობდი. მეზობელი დაჟინებით მოითხოვდა, რომ იაფი კონსტრუქცია შეგვერჩია და ბადე–ღობე გამოგვეყენებინა.

სარეველები ნამდვილი დაბრკოლება გახდა. მეზობელმა დამადანაშაულა, რომ „ჩემი სარეველები“ ღობიდან მის ნაკვეთზე ცოცავს.

ღობის გვერდით რამდენიმე ჟოლოს ბუჩქი იზრდება. ის, როგორც სარეველა, გაიზარდა და მეზობელი ტერიტორიის დაპყრობა დაიწყო. მეზობელს ალიაქოთი რომ არ აეტეხა, ბუჩქის სხვა ადგილზე გადატანა მომიწია.

ბუნებრივია, საყვედურები მეც არ დავაკელი. მეზობელმა ღობესთან შიფერის, ძველი დაფების, აგურის დაწყობა დაიწყო. ასევე მისი სიგარეტის ნამწვი ჩემს ნაკვეთზე არაერთხელ ვიპოვე. დამატებით, შემოდგომაზე ჩემს ნაკვეთზე მზარდი ხიდან, რომლის ზოგიერთი ტოტი ღობეზე კიდია, ვაშლს კრეფს.

ძალიან დიდხანს ვკამათობდით. საბედნიეროდ, ეშმაკური მეთოდი ვიპოვე, რომელსაც დღეს გიზიარებთ.

მოკლედ წესების შესახებ

ყრუ ღობის აგებისას გახსოვდეთ, რომ მისი სიმაღლე 75 სმ–ს არ უნდა აღემატებოდეს. თუ ღობე ყრუ არაა, ეს მაჩვენებელი ორმაგდება – 1,5 მეტრამდე. თუ უფრო მაღალი ღობის გაკეთება გსურთ, მეზობლისგან ნებართვა უნდა აიღოთ.

2,2 მეტრამდე ღობის სიმაღლის გაზრდა გისოსებით ან სინათლის გამტარი მასალებით შეიძლება. ხედი როგორმე რომ დამალოთ, ბადეზე მცოცავი მცენარეები გაუშვით.

თუ ღობე ძალიან ძველია და გამოცვლას საჭიროებს, მაგრამ მეზობელს მისი შეცვლა აღარ სურს, სასამართლოც ვერ გიშველით.

მარტივი გამოსავალი

თქვენ შეგიძლიათ ახალი ღობე ძველის შენარჩუნებით გააკეთოთ. მეზობელს ძველი ღობის დანგრევა არ სურდა. ჩვენი ღობე ბადისგან იყო გაკეთებული, რაც არ მაწყობდა, რადგან მეზობელი მშვიდად გვიყურებდა და დამალვა შეუძლებელი იყო.

დიდი ფიქრის შემდეგ ასეთ გადაწყვეტილებამდე მივედი: არა ღობის, არამედ რაიმე სახის სტრუქტურის აშენება. ძველ ღობეს 1 მეტრით დავშორდი. აღვნიშნავ, რომ პატარა ნაკვეთი არ მაქვს, ამიტომ კარგი საქმისთვის 1 მეტრი არ მენანება.

გამოდის, რომ ძველი ბადის ღობე არ გამქრალა, ანუ პრეტენზიებს ვერ გამოთქვამს. თავად პროფილირებული ფურცლებით მყარი ღობე გავაკეთე. უპირატესობა იმაშია, რომ მეზობელი ვერ მიჩივლებს, რომ ღობე მის ნაკვეთს ჩრდილავს და საჭირო ვენტილაციას ვერ უზრუნველყოფს. კანონში ასეთი წესები არაა და დამტკიცება რთული იქნება!