ხრიკი, როგორ გახადოთ მაკრატელი საპარსის პირზე უფრო ბასრი

ყველა მფლობელს სურს, რომ სახლში მათი მაკრატელი ისეთი ბასრი იყოს, როგორც საპარსის პირი. მხოლოდ ასე შეძლებს ხელსაწყო ნებისმიერ დასახულ ამოცანას გაუმკლავდეს. როგორ გავაკეთოთ, რომ მაკრატელი წლების შემდეგ არ დაბლაგვდეს და ნებისმიერი შესაფერისი მასალის გაჭრა შეძლოს?

პასუხი ძალიან მარტივია: მაკრატელი ნებისმიერ დასახულ ამოცანას რომ გაუმკლავდეს და არ დაბლაგვდეს, პირის სიმკვეთრე მისაღებ დონეზე უნდა შეინარჩუნოთ. ადრე თუ გვიან მაკრატელი მაინც დაბლაგვდება, მაშინ მოგიწევთ, რომ პროფესიონალს დახმარებისთვის მიმართოთ. თუმცა ამ მომენტის გადადება შეგიძლიათ. Novate სამ ხრიკს გიზიარებთ.

1–ელი მეთოდი: აიღეთ ნემსი და მაკრატლის პირებს შორის მოათავსეთ. ნემსი წინ და უკან ატარეთ, მსუბუქად ხელსაწყოს დააჭირეთ. რამდენიმე მოძრაობა საკმარისია, რომ მაკრატლის პირი ბასრი გახდეს.

მე–2 მეთოდი: ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთეთ, როგორც ნემსის შემთხვევაში, მაგრამ ამჯერად წამლის მინის ბოთლი გამოიყენეთ. მინის „გაჭრის“ მცდელობა ინსტრუმენტს სიმკვეთრეს მატებს.

მე–3 მეთოდი: წვრილმარცვლოვანი ზუმფარის ქაღალდი ან ფოლგა აიღეთ და მაკრატლით გაჭერით. ქაღალდის ან ფოლგის ნაჭერი მაკრატლის პირის სიგრძის შესაბამისი უნდა იყოს.

ამ სამი მეთოდიდან ერთ–ერთის რეგულარული შესრულება საკმარისია, რომ მაკრატლის გამოყენების ვადა გაახანგრძლივოთ, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვინც მათ მუდმივად იყენებს. მაგალითად, რაიმეს კერავს ან ტანსაცმელს აკეთებს. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ზემოთ აღწერილი მეთოდი მაკრატელს ძველებურ სიმკვეთრეს ვერ დაუბრუნებს.