5 შეცდომა კუთხესახეხ მანქანასთან მუშაობისას, რის გამოც შეიძლება თითები დაკარგოთ და არა მხოლოდ

კუთხესახეხი მანქანა ისეთი მარტივი არაა, როგორც ბევრი ადამიანი თვლის. ამ ხელსაწყოს გამოყენებით შეგიძლიათ დაჭრათ არა მხოლოდ შეშა, არამედ პირდაპირი გაგებით თითებიც დაკარგოთ. სააგარაკო კოოპერატივის ნახევარი რომ არ გადაბუგოთ და  სამედიცინო დანიშნულებით დიდი ხნით შვებულება არ აიღოთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ გაითვალისწინეთ.

1. დამაგრების ხარისხი

ხელსაწყოს დასამაგრებელი ქანჩი სილამაზისთვის არ აქვს. კარგად მოჭერილი უნდა იყოს, რომ მუშაობისას დისკს ლუფტი არ ჰქონდეს. თუ გადახრა 3 მმ ან მეტია, ქანჩი უფრო მეტად მოუჭირეთ. ლუფტის შემოწმება შესაძლებელია შემდეგი მეთოდით: გასაჭრელ ადგილას სწორი ხაზი გაავლეთ, დისკი კუთხესახეხ მანქანაში ჩასვით და დაამაგრეთ, შემდეგ ხელსაწყო ჩართეთ და შეხების გარეშე მარკირებასთან მიიტანეთ. თუ ლუფტი სერიოზულია, მაშინვე შეამჩნევთ. მოძრავი დისკით მუშაობის მცდელობა შეიძლება დისკის ამოვარდნით დასრულდეს.

2. დაზიანებული კაბელი

ერთ–ერთი ყველაზე ეშმაკური გაუმართაობა, რომელიც არასწორი მიდგომის შემთხვევაში სერიოზული დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს. თავიდან კუთხესახეხი მანქანა მუშაობას წყვეტს, შემდეგ ადამიანი სადენის შეკეთებას ცდილობს, რომ მოულოდნელად ხელსაწყო ირთვება და ხელიდან ვარდება. ასეთი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად სადენი დისკის ამოღების შემდეგ შეამოწმეთ. დაჟინებით გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ სადენი ყოველთვის გამართული იყოს და არა დახვეული ან დაზიანებული.

3. ჭრის არასწორი მიმართულება

კუთხესახეხი მანქანის დისკის ჭრის მიმართულების შესახებ მკაცრი წესები დღემდე არ არსებობს, რის გამოც ინტერნეტ სივრცეში კამათი „თქვენკენ“ თუ „თქვენგან“ გრძელდება. დისკის „თქვენკენ“ მიმართულების უდავო უპირატესობა ისაა, რომ ნაპერწკლები მარკირებას არ ფარავს. ამ შემთხვევაში ადამიანი მეტი რისკის ქვეშაა, რადგან დისკის მოძრაობა მისკენ არის მიმართული და თუ დისკს რაიმე დაემართა, ყველა ნამსხვრევი გაიფანტება, მათ შორის სახეშიც შეიძლება მოგხვდეთ. ამ მიზეზით ითვლება, რომ „თქვენგან“ მიმართულება უფრო უსაფრთხოა.

4. ზომა და ბრენდი

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ უნდა შევახსენოთ, რომ ყოველგვარი კუთხესახეხი მანქანა მხოლოდ „მშობლიური“ დისკით უნდა გამოიყენოთ. ხელსაწყოს ხარისხზე დაზოგვა არ ღირს. საავადმყოფოს საწოლი უფრო ძვირი დაგიჯდებათ. იგივე დისკის ზომას ეხება. მითითებულზე უფრო დიდი დიამეტრის ჩასმა არ სცადოთ, რადგან ბრუნვის და გაბარიტის შეუსაბამობის გამო დაზიანების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

5. დაცვის გარეშე მუშაობა

ხელსაწყოს ხელიც არ ახლოთ, თუ დამცავი ტყავი არ აქვს. თავად ხელოსანს აუცილებლად უნდა ეცვას სპეციალური სამუშაო ტანსაცმელი, სამუშაო ხელთათმანი, დამცავი სათვალე და ეკრანი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ერთი შეხედვით წვრილმანია, მაგრამ ხშირად რამდენიმე მილიმეტრის ქსოვილი ან პლასტმასი ბედნიერ დასასრულსა და ტრავმას ზორის წვრილი ზღვარია.