გაზბეტონის სახლის მოპირკეთება ბიუჯეტური და ხარისხიანი მეთოდით, რომელსაც იშვიათად იყენებენ

მშენებლობა მხოლოდ თავად პროცესი არაა. აქ, მუდმივად დაგეგმვა, ყველა სამუშაოს და ყველა ნაბიჯის წინასწარ გათვლა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მკაფიო პროექტის გარეშე სრულდება.

საძირკვლის ჩასხმისას კედლების აშენებაზე დაფიქრდით, ნივნივების მონტაჟისას ფანჯრებზე, ხოლო სახურავის დათბუნვისას იატაკზე ბეტონის მოჭიმვის პროცესი წარმოიდგინეთ.

სახლის შიდა სამუშაოების შესრულებისას ფასადურ მოპირკეთებაზე დაფიქრდით. გაზბეტონის კედლების მარტივი ბათქაშიც საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ, ხოლო დამოუკიდებლად წასასმელად ჯერ სადმე უნდა ივარჯიშოთ, ახალი უნარი აითვისოთ და შემდეგ საქმეს ხელი მოკიდოთ, ეს კი მარტივი არაა.

ბათქაშის გარდა სხვა სახის მოპირკეთება უბრალოდ ფასის და ხარისხის პროპორციებს ცვლის. თუ კარგად გაფორმება გსურთ, გადაიხადეთ. თუ ხარისხი და გარეგნული გაფორმება დიდად არ გაინტერესებთ და არ გაღელვებთ, თუ რა ჩამოვარდება ან უკეთეს შემთხვევაში გაიბზარება უახლოეს მომავალში, ფულის კარგად დაზოგვას შეძლებთ.

ყოველთვის შეგიძლიათ უფრო მარტივი, ეფექტური და ბიუჯეტური ვარიანტი იპოვოთ. ასეა? ბაზარი სხვადასხვა სახის მოპირკეთებაში ფულის გადახდას გვთვაზობს, მაგრამ ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება უბრალოდ გვავიწყდება. ესაა გაღებვა.

ამისთვის თავად კედელი კარგად უნდა დაამუშაოთ. ქვის წყობა თითქმის იდეალური უნდა იყოს, ხოლო ბლოკები ფრთხილად გამოკვეთილი, პირაპირის ადგილებში პატარა ღარები გაკეთებული. ამის გაკეთება ჯერ კიდევ კედლების აგების დროს შეიძლება. ბლოკის კიდეს უბრალოდ ნაზოლი მოხსენით. ჩვენ გირჩევთ, რომ უკვე მზა კედელზე გაფორმების დეტალებზე იზრუნოთ.

შემდეგ უბრალოდ პრაიმერით დაფარეთ და შესაფერისი საღებავით შეღებეთ. ვიმედოვნებ, რომ ამ ამოცანას ნებისმიერი გაუმკლავება, ვინც ამბიციური ამოცანა დაისახა, თუ როგორ ააშენოს სახლი!

სანამ იდეას განახორციელებთ, დაფიქრდით:

  • სპეციალური საღებავი გჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ბლოკზე უფრო მეტი საღებავი იხარჯება, ვიდრე სხვა ზედაპირზე;
  • საღებავი წყალგამძლე უნდა იყოს, რომ შიგნით წყალი არ შევიდეს. დამატებით, შიგნიდან მცირე რაოდენობით ორთქლს უნდა ატარებდეს.
  • საღებავის ფერი თქვენი სახლის ექსტერიერს, ფანჯრების ტიპს შეუხამეთ და ახლობლებს რჩევა აუცილებლად ჰკითხეთ. თუ დაუკითხავად იასამნისფრად გადაღებავთ, მეუღლე და შვილები თავზე ხელს ნამდვილად არ გადაგისვამენ!