ტროტუარის ფილების დაგება ქვიშაზე: რატომ არ არის საუკეთესო იდეა

მალე გაზაფხული მოვა. ზოგ ადამიანს სურს, რომ თბილი დღეების დადგომისთანავე სადმე ბუნებაში გავიდეს. არიან ისეთებიც, რომელთათვის გაზაფხული სააგარაკო და სამშენებლო სეზონის დაწყებას უკავშირდება. საყვარელ ფაზენდაზე ყოველთვის რაღაც გასაუმჯობესებელია! მაგალითად, ახალი ტროტუარის ფილების დაგება. ოღონდ მის დაგებას პირდაპირ მდინარის ქვიშაზე არ გირჩევთ. Novate გიამბობთ, რატომ არის ეს ცუდი იდეა.

ბევრი ხელოსანი თავს არ იწუხებს და ტროტუარის ფილებს პირდაპირ გარეცხილ მდინარის ქვიშაზე აგებს. ასე გაკეთება დასაშვებია, მაგრამ გარანტია არ გაქვთ, რომ დროთა განმავლობაში 1–2 პრობლემა თავს არ იჩენს. პირველ რიგში, ასეთ გზაზე მიწის მცირე მოძრაობაც ფილების დამახინჯებას ან საერთოდ გზის დაშლას იწვევს. მეორეც, გარანტია არ გაქვთ, რომ მდინარის ქვიშიდან საძულველი სარეველები არ ამოვა. სარეველებთან ბრძოლა მეაგარაკეებისთვის ნამდვილი თავის ტკივილია.

ორი პოტენციური პრობლემა ერთი ხელის მოსმით რომ მოიშოროთ, გამოცდილი ხელოსნები გირჩევთ, რომ ტროტუარის ფილები ქვიშაზე არ დააგოთ. ორკომპონენტიანი საფარი დაგჭირდებათ. პირველი ფენა – მდინარის ქვიშის და ცემენტის ხსნარი. ზემოდან მეორე ფენა – გრანიტის ანაცერი. ასეთი კომბინაციით სარეველები ფილებს შორის ვერ გაიზრდება, ასევე გზის გამძლეობას და საიმედოობას გაზრდით.

ასეთი კომბინაციით გაკეთებულ ტროტუარს მიწის მოძრაობა ან ჩავარდნა არ აშინებს. კონსტრუქციის გამძლეობა 3-ჯერ იზრდება. მსგავსი გზის მსახურების ვადა გარანტირებულად 10 წლით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი მიდგომით გრანიტის წვრილი ანაცერი მდინარის ქვიშის ნიშას დეფაქტოდ იკავებს. უფრო მეტი საიმედოობისთვის, გზას მშენებლობისას ცოტა ჰერბიციდის ფხვნილი დაუმატეთ. ისე, ყოველი შემთხვევისთვის.