ვემზადებით სააგარაკო სეზონისთვის: იდეალური მიწა ბადრიჯნის ნერგებისთვის

ბოსტნის კულტურების უმეტესობა ცხოვრებას ნერგებით იწყებს. ამ მხრივ ბადრიჯანი არა მხოლოდ გამონაკლისი, არამედ საუკეთესო მაგალითია. პრეტენზიულ მცენარეს ნაზი კლიმატი და ხარისხიანი მიწა სჭირდება. პირდაპირ ბოსტანში დათესვის შემთხვევაში სწრაფად ვერ გაიზრდება, ხოლო სახლში კარგი მიწის გარეშე ნერგი ვერ განვითარდება. სწორედ ამიტომ, მიწის მომზადება მოგიწევთ.

რა უნდა იცოდეთ ბადრიჯნის შესახებ? ამ კულტურას მჟავე მიწა არ უყვარს. ბადრიჯნის ნერგი წყალს აქტიურად უნდა შთანთქავდეს (ტორფის დანამატი ბოროტად არ გამოიყენოთ). მიწა ფხვიერი და ნაყოფიერი უნდა იყოს, მინერალური და ორგანული ნივთიერებებით გამდიდრებული. მიწის მომზადებისას არ დაგავიწყდეთ, რომ ქოთნებს წინასწარ დეზინფექცია სჭირდებათ.

ოპტიმალური მიწა ბადრიჯნისთვის რამდენიმე კომპონენტს უნდა შეიცავდეს. პირველი – კორდიანი მიწა. მისი მომზადება სჯობს შემოდგომიდან დაიწყოთ. მეორე – ფოთლოვანი მიწა. მესამე – ბარის მიწა. შეგახსენებთ, რომ ტორფის ბოროტად გამოყენება არ ღირს, წინააღმდეგ შემთხვევაში მორწყვის პრობლემები წარმოიშვება. მეოთხე კომპონენტი – კომპოსტი ან ნეშომპალა მინიმუმ 3 წლის. მეხუთე კომპონენტი – სფაგნუმი. ალტერნატივად ქოქოსის ბოჭკოვანი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ მიწას გამოყენებამდე დეზინფექცია უნდა ჩაუტაროთ. ამისთვის გამოიყენეთ შემდეგი მეთოდებიდან ერთ–ერთი: გაყინვა, წყლის აბანოზე დაორთქვლა, მაღალ ტემპერატურაზე მოხალვა, მარგანცოვკის ხსნარით ან ფუნგიციდით დამუშავება. მდინარის ქვიშის, პერლიტის ან ვერმიკულიტის დამატებით მიწის თვისებებს გააუმჯობესებთ. ქვიშა ჰაერის გამტარობას გაზრდის, ხოლო ბოლო ორი კომპონენტი მიწაში წყლის დიდხანს გაჩერებას ხელს შეუწყობს.