9 რევოლუციამდელი მამული რუსეთში, რომელიც თითქმის განადგურდა

რუსეთში რევოლუციამდელი ეპოქის ბევრი არქიტექტურული მტკიცებულებაა შემორჩენილი. ზოგს მთავრობა ინახავს, რესტავრაციას უკეთებს ან კარგ მდგომარეობაში ინარჩუნებს, მაგრამ ზოგი ქრება. მათაც საკუთარი ისტორია აქვთ, ზოგიერთ მათგანს არქიტექტურული ძეგლის სტატუსზე პრეტენზია აქვთ, მაგრამ სავალალო ბედი ერგოთ. გთავაზობთ მამულებს, რომლებიც თითქმის განადგურებულია.

1. ბრინის მამული (კალუგის ოლქი)

ბრინის მამული მდებარეობს კალუგის ოლქში და უნიკალური ისტორია აქვს. პირველ რიგში, მისი მშენებლობა 1730-იანი წლებით თარიღდება, ანუ ქვის სასახლეების პირველი ტალღის წარმომადგენელია, რომელიც პეტრე დიდის ეპოქაში დაიწყო. მეორეც, არა უბრალოდ საცხოვრებელი სახლი, არამედ იმ დროისთვის არისტოკრატიის აქტიური წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი მამული–საწარმოო კომპლექსი იყო, სადაც ფაქტობრივად ერთი სახურავის ქვეშ კეთილშობილი ოჯახის საკუთრებაში არსებული საწარმოო ობიექტები სასახლის შენობასთან გაერთიანებული იყო. მამული მდინარე ბრინზე რკინის საწარმოს მიმდებარედ გამოჩნდა. ინიციატორი იყო ნიკიტა ნიკიტას ძე დემიდოვი – ცნობილი დემიდოვის დინასტიის დამფუძნებლის უმცროსი მემკვიდრე.

თითქმის 1 საუკუნის შემდეგ საწარმო იჯარით ვაჭრის, ალექსანდროვის ხელში გადავიდა. მან საწარმო ქსოვილის ქარხანად გადააკეთა. იჯარის დასრულების შემდეგ ბრინის მფლობელის, რიაბინინის მმართველობაში გადავიდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ყოფილ მამულს კოლმეურნეობის საჭიროებებისთვის იყენებდნენ. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსთვის შენობა კარგად შემონახულიყო – ბევრ ადგილას ძველი ჩუქურთმები შენარჩუნებულიყო. ახლა მამულის მდგომარეობა კრიტიკულთან ახლოსაა: სადღაც კედლები ნახევრად დაშლილია, ტერიტორიაზე ბალახი ამოსულია და ჯერჯერობით მის გადასარჩენად არაფერია დაგეგმილი.

2. აპრასკინის მამული (ოლგინო, დმიტროვსკის რაიონი, მოსკოვის ოლქი)

მე-18 საუკუნის შუა ხანებში მამულებში ბაროკოს სტილი იშვიათობა იყო, რადგან მფლობელები იმ დროინდელი არქიტექტურული ტენდენციების შესაბამისად შენობებში კლასიცისტურ სულისკვეთებას აღადგენდნენ. ზოგან ასეთი ელემენტს მაინც ტოვებდნენ. ბაროკოს და კლასიციზმის სინთეზის ნათელი მაგალითია ოლგოვის მამული მოსკოვის ოლქში. მას აპრასკინის მამულს უწოდებენ, რომელიც მისი მფლობელი 1740-იანი წლებიდან იყო. მე-19 საუკუნეში ცნობილი იყო გლეხების თეატრით, სადაც სცენაზე გამოდიოდნენ არა მხლოდ გლეხების დასი, არამედ მოწვეული სტუმრები, მათ შორის უცხოელები, ასევე პოეტი ვასილ პუშკინი, ალექსანდრეს ბიძა.

საბჭოთა ხელისუფლებამ თავიდან სახლი საქმისთვის დაიტოვა: ცნობილია, რომ 1919-28 წლებში შენობა მუზეუმს გადაეცა, მოგვიანებით მასში სანატორიუმი „რადუგა“ გახსნეს. ომის შემდგომ პერიოდში მამული დაცარიელდა, თანდათან გარეგნულ სილამაზეს კარგავდა, ნგრევის ისტორიაში ბოლო „აკორდი“ გახდა ხანძარი, რომელიც 80-იანი წლების დასაწყიში მოხდა. ამის შემდეგ მთელი 20 წლის განმავლობაში აპრასკინის მამული მიტოვებულიყო და ნელ–ნელა დროის და ბუნების ძალით ნადგურდებოდა, თუმცა 2003 წელს რუსმა მილიარდელმა ოლეგ დერიპასკამ რესტავრაციის პირობით შეიძინა. კეთილშობილი ოჯახის ყოფილი საკუთრების ტერიტორიაზე გასართობი კომპლექსი მართლაც გამოჩნდა, მაგრამ მთავარი სახლი დღემდე ნანგრევებშია.

3. ფერზიკოვის მამული (კალუგის ოლქი)

კიდევ ერთი რევოლუციამდელი არქიტექტურული ღირშესანიშნაობა, რომელიც კალუგის ოლქში ნადგურდება. ფერზიკოვის მამული ქალაქ კალუგიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარეობს. კომპლექსი აშენდა კოლეჯის მრჩევლის, ალექსანდრ ჩირიკოვის ინიციატივით, რომელიც მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში უძველესი კეთილშობილი ოჯახის წარმომადგენელი იყო. ამ ტერიტორიას ჩირიკოვის დინასტია მე-19 საუკუნის შუა ხანამდე ფლობდა, ხოლო რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მამული მამული სააგარაკო საზოგადოების „სპისი და სტუკენის“ მფლობელობაში გადავიდა. საბჭოთა პერიოდში შენობის ტერიტორიაზე დიდხანს სანატორიუმი მდებარეობდა, მაგრამ 1988 წელს სარემონტოდ დაიხურა.

ამის შემდეგ, თითქმის 30 წელი დაცარიელებული იყო. დრომ რევოლოციამდელ სხვა არქიტექტურულ შენობებთან შედარებით ნამდვილად დაინდო – ინტერიერი შელახულია, მაგრამ აგურის ფასადი პრაქტიკულად უცვლელია. სიტყვაზე, დეკორი იშვიათობად შეგიძლიათ მიიჩნიოთ – მაგალითად, ასეთს მოსკოვის შენობებზე თითქმის ვერ ნახავთ, რადგან უმეტესობა მათგანი 1812 წლის ხანძრის შემდეგ განადგურდა. სასახლის აგურის ფასადი ადამიანის წინაშე უძლური აღმოჩნდა: დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული შენობისთვის ინვესტორი იპოვეს, რომელიც შენობას რეკონსტრუქციას ჩაუტარებდა. ოღონდ პირველი, რაც გაკეთდა, სწორედ ამ დეკორის ჩამოგდება იყო. 2017 წლიდან რესტავრაცია შეწყდა ინვესტორის დაკავების გამო, ამიტომ მამული ნელ–ნელა განადგურებას აგრძელებს.

4. ატრადა–სემენოვის მამული (სტუპინსკის რაიონი, მოსკოვის ოლქი)

სტუპინსკის რაიონში, მოსკოვის ოლქში მდებარე მამული გვიანი ბაროკოს იშვიათი მაგალითია, რომელიც ეკატერინე II-ის მმართველობის პირველ წლებში გამოჩნდა. შენობა აშენდა გრაფ ვლადიმერ არლოვის შეკვეთით, რომელიც რუსეთის იმპერატორის მეუღლის პირველი ფავორიტის ძმა იყო. მას სურდა, რომ მამული ინგლისურ სტილში ერთგვარი რომანტიკული „ბარსკის ციხესიმაგრე“ ყოფილიყო. მშენებლობა 5 წელი გაგრძელდა, 1774-დან 1779 წლამდე. ახალი მამული მდინარე ლოპასნის ნაპირზე გაჩნდა. თავად სახლის გარდა აშენდა პარკის კომპლექსი, სადაც განათავსეს მზის საათები, შადრევნები, ორანჟერეები, ჭიშკარი ლომების და არწივების გამოსახულებებით, ტაძარი და საგვარეულო მავზოლეუმიც.

ბოლშეკივების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მამულის შენობაში სამეფო ყოფის მუზეუმი გაიხსნა, სანამ 1938 წელს პარკის მდინარის მხარეს ლავრენტ ბერიასთვის სახელმწიფო აგარაკი არ ააშენეს. ამის შემდეგ სპეციალური განყოფილების საკუთრებაში გადავიდა. სხვადასხვა წლებში იყო კგბ–ს თანამშრომლების შვილებისთვის პიონერების ბანაკი და სკოლა ნკვდ ფუნქციონირებდა. დღეს დახურული სანატორიუმის ნაწილია. ბოლოს რესტავრაცია გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარეს, თუმცა 1998 წელს მამული მოულოდნელად ფედერალულირ რეესტრიდან ამოიღეს. ამან სავალალო შედეგი გამოიწვია: უპატრონო სასახლე უბრალოდ გაძარცვეს. დღეს ხელისუფლება ეძებს კერძო ინვესტორს, მაგრამ მის პოვნამდე მამულმა მდიდრული ინტერიერი თითქმის დაკარგა და ნგრევას აგრძელებს.

5. პეტროვო–დალნეის მამული (კრასნოგორსკის რაიონი, მოსკოვის ოლქი)

კლასიცისტური სტილის არქიტექტურის მქონე მამული იშვიათი მაგალითია, როცა მიტოვებული შენობა გარეგნულად კარგად შენარჩუნდა, რასაც მე-18 საუკუნის იშვიათ ინტერიერზე ვერ ვიტყვით. შენობა ძველი მთავარი სახლის ნაცვლად თავად ფიოდორ გოლიცინის ინიციატივით ააშენეს. მასში კლასიციზმის სტილი მკაფიოდ შენარჩუნებული იყო.

საბჭოთა პერიოდში მამული სანატორიუმს გადაეცა, მოგვიანებით – პიონერების ბანაკს. გასული საუკუნის 60-იან წლებში კედლების და ჭერის კაპიტალური რესტავრაცია ჩატარდა. მოგვიანებით გოლიცინის ყოფილი სამფლობელო სახელმწიფოს ნარკოლოგიური კონტროლის საკუთრებაში გადავიდა, ამის შემდეგ შენობის გამოყენება შეწყვიტეს. დაბალი ტემპერატურის, ტენიანობის გავლენით და ხვრელების გაჩენების დაწყებამ ინტერიერი სწრაფად გაანადგურა, ობმა უნიკალური ნახატების უმეტესობა უბრალოდ შეჭამა.

6. ნადეჟდინოს მამული (სერდობსკის რაიონი, პენზის ოლქი)

ცნობილი მამული თავად ალექსანდრე კურაკინის ბრძანებით ააშენეს, რომელსაც საკმაოდ მიმზიდველი მეტსახელები ჰქონდა – „გასხივოსნებული“ და „ბრიალინტივით კაშკაშა“. რუსეთის იმპერატორის მემკვიდრეზე მასონური გავლენის გამო ბოჰემური ცხოვრებიდან ასე შორს გადაასახლეს. უთვალავი სიმდიდრის წყალობით, რომელსაც ფლობდა, შემცირებული მასსტაბით ნამდვილი საიმპერატორო სასახლე შექმნა: მხოლოდ მთავარ სახლს, რომელიც 1795 წელს აშენდა, 80 ოთახი ჰქონდა, ხოლო პარკის კომპლექსი ბრწყინავდა ლამაზი სახელების მქონე პავილიონებით: ჭეშმარიტების ტაძარი, ქების ტაძარი, მოთმინების ტაძარი, მარადიული გრძნობების ჭურჭელი. პარკის გზებსაც სახელები ჰქონდა: ძმა სტეპანი, წარსული სიამოვნებების მოგონება, მოულოდნელი ნუგეში, ჭეშმარიტი გაგება, სირთულეების გადალახვა, სწრაფი მიღწევა, ხშირი გამეორება და ერთგული საყვარელი.

საბჭოთა ეპოქა მდიდრული მამულისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა და ამაში თავად ბოლშეკივებს პირდაპირი კავშირი არ აქვთ: 1922 წელს ეზოში ხანძარი გაჩნდა, რომლის შემდეგ არავის აღუდგენია და უკვე ასი წელია თანდათან ნანგრევებად იქცევა. აი, ფლიგელებს იყენებდნენ: მათში თავიდან პოლიტიკური განათლების სოფლის სახლი იყო, მოგვიანებით ფსიქო–ნევროლოგიური პანსიონი. ახლა ისინიც მიტოვებულია. 2014 წელს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მამული კერძო ინვესტორს მიყიდოს, თუმცა ერთ დროს დიდებული სასახლის და პარკის კომპლექსის აღსადგენად ნაბიჯი ჯერ არ გადადგმულა.

7. როპშის მამული (ლენინგრადის ოლქი)

გასაკვირია, მაგრამ სრული განადგურების ზღვარზე არა მხოლოდ დიდებულების ბუდე, არამედ საიმპერატორო სასახლეა. როპში მდებარე არქიტექტურულ კომპლექსზე ვსაუბრობთ. თავიდან როპშის მამული ქვის ნაგებობა იყო, რომელიც არქიტექტორმა ეროპკინმა გრაფ გოლოკვინის შეკვეთით ააშენა, მოგვიანებით რასტერლმა იმპერატორის მეუღლისთვის, ელისაბედისთვის გადააკეთა. სასახლე, რომელიც დღემდე შემორჩა, მხოლოდ მე-18 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. სასახლე ოსტატმა ანტონიო პორტმა ახალი მფლობელისთვის, სამეფო კარის ბანკირის, ივან ლაზარევისთვის ააშენა. ეს ადგილი ისტორიულად აღსანიშნავია: ამ კედლებში გარდაიცვალა იმპერატორი პეტრე III, ეკატერინე II–ის მეუღლე.

რევოლუციამდელ წლებში რომანოვების დინასტიის წარმომადგენლები იქ ხშირად ჩანდნენ, ხოლო ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შენობა ნაციონალური გახდა. დიდი სამამულო ომის დროს სასახლეში ხანძარი მოხდა, მაგრამ შენობა აღადგინეს და სამხედრო განყოფილებას გადასცეს. საბჭოთა კავშირის დაშლამდე სასახლეს თვალყურს ადევნებდნენ, თუმცა მოგვიანებით გაპარტახება ელოდა. უინესკოს მიერ ძეგლის სტატუსის მინიჭებაც რამდენიმე ახალი ხანძრისგან ვერ გადაარჩინა. ბიუროკრატიული შეფერხებების და ინვესტორების ან მფლობელის პოვნის წარუმატებელი მცდელობების გამო შენობა სწრაფად განადგურდა: ამ სამწუხარო პროცესის ბოლო ნათელი ეპიზოდი 2015 წელს მოხდა, როცა შენობის მთავარი პორტიკი დაინგრა. მოკლედ, რამდენიმე წლის შემდეგ რეკონსტრუქცია მაინც დაიწყო და იმედია, რომ ყოფილი საიმპერატოროს სასახლე აღდგება.

 8. პეტროვო–ალაბინოს მამული (ნარო–ფომინის რაიონი, მოსკოვის ოლქი)

მამულის მშენებლობა 1770-80-იან წლებში მოხდა. დამკვეთი დემიდოვის დინასტიის სხვა წარმომადგენელი იყო, რომელიც ურალის ნიჟნიტაგილის ქარხნებს ფლობდა. დაზუსტებით უცნობია, თუ კონკრეტულად ვინ ააშენა ულამაზესი მამული, თუმცა მკვლევარები ვარაუდობენ, რომ არქიტექტორები შეიძლება ყოფილიყვნენ იმ დროისთვის ცნობილი 2 არქიტექტორი – მატვეი კაზაკოვი და ივან სტაროვი. სასახლის და პარკის განლაგებას ცარიცინის პარკის პავილიონებთან საერთო ნიშნები აქვს, ხოლო ტერიტორიაზე ეკატერინე II-ის დიდი ქანდაკებაც მდებარეობდა.

მე-20 საუკუნედ დიდებული მამულისთვის დამღუპველი აღმოჩნდა: მთავარმა სახლმა გაქურდვა, ხანძარი და აგურებად დაშლაც გადაიტანა. Novate–ს ინფორმაციით, ასეთი უჩვეულო გადაწყვეტილება 1941 წელს მიიღეს, რომლის მიხედვით საჭირო იყო ღორღის მოპოვება გზის დასაგებად ან შესაკეთებლად. ამისთვის შენობაში რამდენიმე ასაფეთქებელი მოათავსეს. შედეგად, მთელი შენობა უკვალოდ გაქრა, მაგრამ კედლები როგორღაც გადარჩა. იმ დღიდან შენობა უყურადღებოდ დარჩა.

9. გოროჟანის მამული (რამონსკის რაიონი, ვორონეჟის ოლქი)

სავარაუდოდ, გოროჟანის მამული 1787-94 წლებში აშენდა. ცნობილია ავტორით – პროექტი ცნობილ არქიტექტორს ჯაკომო კვარენგს ეკუთვნის. დამკვეთი იყო მიწის მესაკუთრე ალექსი ვენევიტინოვი, პოპულარული მოსკოველი პოეტის, დიმიტრი ვენევიტინოვის უფროსი ნათესავი. მოგვიანებით, მამული მფლობელის შვილიშვილის მზითევი აღმოჩნდა, რომელმაც გოროჟანში გლეხი ქალებისთვის სამკერვალო სკოლა–სახელოსნო გახსნა.

როგორც ყველა რევოლუციამდელი მამული ბოლშეკივების მოსვლის შემდეგ ნაციონალური გახდა. შენობამ არაერთხელ დანიშნულება შეიცვალა. სხვადასხვა დროს მის კედლებში იყო ყოფილი უსახლკარო ბავშვების კომუნა, სკოლა ინტერნატი და კადეტთა სკოლაც. ასე გასული საუკუნის 70-იან წლებამდე გაგრძელდა, როცა სასახლის გვერდით ორი სამსართულიანი კორპუსი ააშენეს. ამის შემდეგ სასახლე მიატოვეს. დღეს ერთ დროს დიდებული ინტერიერი და ტერასა დრომ და გულგრილობამ გაანადგურა – ის, რაც დარჩა, თანდათან ნადგურდება.