დენის დარტყმამ კინაღამ მომკლა: როგორ გადავწყვიტე პროფესიის შეცვლა

Novate გიზიარებთ მკითხველის ისტორიას, რომელიც ადრე ელექტრიკოსად მუშაობდა და ახლა პროგრამული უზრუნველყოფის მტესტავია.

„გამარჯობა, ანდრია მქვია. მინდა პროფესიის შეცვლის შესახებ ჩემი პატარა ისტორია გაგიზიაროთ. უფრო სწორად, ცხოვრების იმ ცვლილებებზე, რაც ამ გადაწყვეტილების გამო მოხდა.

10 წელი ელექტრიკოსად ვმუშაობდი (ახლა 32 წლის ვარ). მარტივი საქმე მეგონა, თუმცა სარისკო იყო. ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოთ და უსაფრთხოების შესახებ გახსოვდეთ. ხელფასი დიდი არაფერი, ამიტომ სამსახურის შეცვლას დიდი ხანია ვფიქრობდი. დროს ვწელავდი, ადგილის დაკარგვა და სხვა კარგი სამსახურის პოვნა მაშინებდა. ასე გარკვეულ დრომდე გაგრძელდა.

როგორ გადავრჩი სასწაულებრივად დენის დარტყმის შემდეგ

ეს 2 წლის წინ მოხდა. მრავალსართულიანი კორპუსი, რომელშიც ვცხოვრობ, სარემონტოდ მთლიანად გათიშეს. ამის შესახებ გაფრთხილებული ვიყავი. მანამდე მეზობელმა ერთ–ერთ ოთახში ახალი როზეტის გაკეთება მთხოვა. დენის გათიშვის შემდეგ მისკენ გავეშურე. თავისუფალი დრო მქონდა. სინათლის ჩართვას მხოლოდ საღამოსთვის გვპირდებოდნენ, ამიტომ მეზობლის ბინაში დამცველიდან დენის გამორთვაზე თავი არ შევიწუხე. ეს უხეში შეცდომა აღმოჩნდა.

ერთი როზეტი უკვე დავაყენე და მეორის დაყენებას ვაპირებდი. ძველ როზეტს ვხსნიდი, რომ მწვავე ტკივილი ვიგრძენი და გონება დავკარგე. იმ მომენტიდან არაფერი მახსოვს, სანამ გონს არ მოვედი. მეზობელმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და შეშინებული ხელს მისრესდა, გულისცემის გასინჯვას ცდილობდა. აღმოჩნდა, რომ დენი ადრე ჩართეს.

ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე თავს საშინლად ვგრძნობდი. გული მერეოდა, გონება დაბინდული მქონდა, მხოლოდ დაწოლა მსურდა. ექიმმა მითხრა, რომ მარტივად გამოვძვერი. მოკლედ, ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ელექტრიკოსად მუშაობა შემეწყვიტა. ბედის ნიშნების მჯერა და ეს ნიშნად ჩავთვალე. უბედური შემთხვევიდან რამდენიმე კვირაში სამსახურიდან წამოვედი.

როგორ ავირჩიე პროფესია

ჩემთვის იდეალურ პროფესიას ასეთი თვისებები უნდა ჰქონოდა: კარგი ხელფასი და მარტივად დაუფლების შესაძლებლობა. იდეა გამიჩნდა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის დამტესტავი გავმხდარიყავი. ჩემი ნათლია ასეთი სპეციალისტია. ამ სფეროში კარგი სამსახურის პოვნა შეიძლება, თან ოფისში წასვლა აუცილებელი არაა. დისტანციურად მუშაობა შეიძლება. დამატებით, მარტივი საქმეა და მოიცავს აპლიკაციების და საიტების შემოწმებას, შესაძლო შეცდომების ძიებას და ა.შ.

სწავლის პროცესი

კურსებზე ჩასაწერად ონლაინ უნივერსიტეტი Skypro შევარჩიე. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ საიტმა ჩემში ნდობა გამოიწვია. ყველაფერი ძალიან კარგად და გასაგებად არის დაწერილი, ბევრი დასაზუთხი სიტყვების გარეშე. სწავლის პირობებიც მაწყობდა. ცდა გადავწყვიტე. სხვათა შორის, სწავლის გადასახადად განვადებით ვისარგებლე, რადგან იმ დროს დროებით უმუშევარი ვიყავი.

სწავლის დაწყების მეშინოდა, რადგან შეიძლება ვერ ამეთვისებინა. როგორც ამბობენ, შიშს დიდი თვალები აქვს. პრაქტიკაში უფრო მარტივი აღმოჩნდა. მასალა მარტივი იყო, დამწყებმაც ადვილად ავითვისე. ჩანდა, რომ ისე აკეთებენ, რომ ახალი მასალა აპლიკაციის და საიტების შემუშავებისგან შორს მყოფმა ადამიანმაც მარტივად გაიგოს.

ერთი სიტყვით, სწავლა მომწონდა. რა თქმა უნდა, სირთულეებიც იყო, მაგრამ მთლიანობაში კომფორტულად ვიყავი. ახალი საინტერესო ხალხიც გავიცანი, რაც ყოველთვის სასიამოვნოა. ახლა Skypro–ში მიღებული უნარებით ვმუშაობ. არ ვნანობ, რომ პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე.

როგორ ვგრძნობ თავს ახლა?

ძველ სამსახურს იშვიათად ვიხსენებ და ახალი პროფესიით სიამოვნებას ვიღებ. დატესტვა ძალიან მომეწონა. ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ, შეცდომების ძიებით ამ სფეროს უკეთ ვიგებ. მომავალში სწავლის გაგრძელებას ვაპირებ. პროგრამირებაში თავის გამოცდა მსურს.

ხელფასს რაც შეეხება, ამ დროისთვის 3000 ლარს ვიღებ. პატარა ქალაქში ვცხოვრობ, ამიტომ ნორმალური ცხოვრებისთვის ფული მყოფნის. ახალი სამსახურის შემდეგ მოგზაურობის რეალიზება მოვახერხე. დისტანციურად ვმუშაობ, ამიტომ რამდენიმე თვეში ერთხელ ვმოგზაურობ. სხვა კომპანიაში გადასვლასაც ვგეგმავ, სადაც უფრო მაღალი ხელფასია.