სავენტილაციო სისტემის მონტაჟის შემდეგ მივხვდი, რამდენი ფული დავხარჯე. გასწავლით, როგორ დაზოგოთ

Novate გიზიარებთ ჩვენი ერთ–ერთი მკითხველის პირად გამოცდილებას, რომელმაც სახლი თავად ააშენა, რეკუპერატორი და სავენტილაციო სისტემა თავად გააკეთა. სამუშაოების დასრულების შემდეგ მიხვდა, რომ ზედმეტი ფული დახარჯა და სადღაც თანხის დაზოგვა შეეძლო. წაიკითხეთ და მის შეცდომებზე ისწავლეთ.

„რატომ არ შემხვდა ისეთი თვითმშენებლები, რომლებიც მზად არიან, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლონ? ყველაფრის საკუთარ თავზე გამოცდა მიწევს. მაწუხებს კითხვა: რატომ არის ჭეშმარიტება ასეთი მარტივი, ზედაპირზე დევს, მაგრამ მხოლოდ ბოლოს ვამჩნევთ? ბევრს უჩნდება კითხვა, თუ რისთვის არის საჭირო იძულებითი სავენტილაციო არხები? ჩემს სახლში მათი დამონტაჟების მთავარი მიზეზი რეკუპერატორია, რომელიც თავად გავაკეთე.

ვიცი, რომ მისი შემოწმება დავაგვიანე, მაგრამ იმედი მაქვს, ამინდი საშუალებას მომცემს და ერთ დღეს შედეგს მივიღებ.

სანამ სახლში ჰაერსატარის მონტაჟს ვასრულებ და დასასრულს ვუახლოვდები, თავში გარკვეული მომენტები ცხადი ხდება, რომელთა შესახებ დასაწყისში არც დავფიქრებულვარ.

  • სამუშაოს მოცულობა დიდი არ ჩანდა (პატარა სახლია 8×8 მეტრზე მანსარდით).

ყველაფრის დათვლის შემდეგ ნორმალური თანხა გამოვიდა. მთავარი მასალების შესყიდვა დაახლოებით 800 ლარი დამიჯდა. ეს მხოლოდ მილსადენები, კავშირები და შესაკრავები. მოგვიანებით, მასალების დამატება მომიწია.

  • უსარგებლო ხარჯის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ყველა დამატებითი, დამხმარე ელემენტი ყოველთვის ძვირია (ამას ჯერ კიდევ სახურავის მონტაჟის და პოლიეთილენის მილებში გაყვანილობის გაკეთებისას მივხვდი). ვენტილაციის სისტემის შემთხვევაში ზოგიერთ რამეზე უარის თქმა შეიძლებოდა. მაგალითად, მილსადენების შესაკრავები. მოსახერხებელი ნივთია, მაგრამ იგივე პერფორირებული ლენტით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. ზოგიერთ ადგილას შესაკრავი აუცილებელი საერთოდ არაა.

მთავარია, რომ სავენტილაციო სქემას სათანადოდ მიუდგეთ. როცა სამუშაო თითქმის დასრულებულია, ვხვდები, რომ ჩემს სისტემაში ბევრი რამ ზედმეტია.

მთელი სახლი დავყავი სამ ჯგუფად:

  1. 2 საძინებელი
  2. შემოსასვლელი, სააბაზანო ოთახი, ტუალეტი, სარდაფი
  3. სამზარეულო–მისაღები (ყველაზე დიდი ოთახი)

რატომღაც გადავწყვიტე, რომ თითოეულ ჯგუფს ცალკე გამწოვი და მიწოდება სჭირდება. ასე სისტემა განცალკევებული ხდება (მხოლოდ საჭირო ოთახები განიავდება) და ჰაერის გაცვლის სიჩქარე უმჯობესდება. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ასეთ პატარა მოცულობაში?

შეიძლებოდა ისე გამეკეთებინა, რომ გამწოვი ყოფილიყო სამზარეულოში, სააბაზანოსა და ტუალეტში. ხოლო მიწოდება საძინებელსა და მისაღებში. დაახლოებით ასე:

ამ შემთხვევაში სავენტილაციო არხებზე თანხას კარგად დავზოგავდი.

მთავარ დასკვნებს უკვე გამოყენების შემდეგ გავაკეთებ. როგორ იმუშავებს ჩემი რეკუპერატორი? როგორი იქნება ჰაერის გაცვლა ჩემ მიერ შერჩეული ვენტილატორით და სავენტილაციო არხებით? და რაც მთავარია, რაიმე სარგებელს მოუტანს ჩემს სახლს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მხოლოდ პრაქტიკაში გამოყენების შემდეგ შევძლებ და იმედი მაქვს, რომ მალე გამოვცდი“.