წყლის ქიმიურად გაწმენდა ბევრს აშინებს. ერთადერთი გამოსავალი ვიპოვე

Novate გიზიარებთ ჩვენი ერთ–ერთი მკითხველის პირად გამოცდილებას, რომელმაც სახლში წყლის გაწმენდის თვითნაკეთი სისტემა დაამონტაჟა.

„ვფიქრობ, უნდა დავიწყო იმით, თუ რას ეფუძნება წყლის გაწმენდის პრინციპი ჩემს თვითნაკეთ სისტემაში. თავიდან, წყლის შემხედვარე ვფიქრობდი, რომ მთავარი პრობლემა რკინის დიდი შემცველობა იყო.

დაჟანგვის სხვადასხვა მეთოდები (აერაცია, ჰიპოქლორიტის დამატება) ვცადე, მაგრამ შედეგი ვერ მივიღე.

თემაში ჩაღრმავების შემდეგ მივხვდი, რომ სხვა კუთხიდან უნდა დავიწყო. დაჟანგვის ყველა მეთოდს შეიძლება წყალში არსებული ორგანული ნივთიერებები ხელს უშლიდეს (პერმანგანატის ჟანგვადობის მაჩვენებელი. ხოლო ბინძური წყალი გოგირდწყალბადის სუნით პირდაპირ მის არსებობაზე მიუთითებდა.

  • პირველ რიგში, მას უნდა ებრძოლოთ. აქ, კოაგულიანტის გამოყენებით წმენდის მეთოდზე გავიგე. ჩემს სისტემაში ვიყენებ „აკვა–აურატ 30“. მწარმოებლის ინფორმაციით, აუზებში წყლის საწმენდად არის განკუთვნილი და მისი გამოყენება საკვები წყლისთვისაც შეიძლება.

ამ ნივთიერების წყალში დამატებისას ყველა მინარევი და ჭუჭყი (ძალიან მცირეც) მსხვილ ფანტელებს უკავშირდება და სწრაფად ილექება.

ეს კოაგულანტი ტემპერატურის მიმართ უპრეტენზიოა, რასაც ანალოგებზე ვერ იტყვით. და მაინც, თავისებურება აქვს, რაზეც მისი მოქმედება დამოკიდებულია. ეს წყლის მჟავიანობის დონეა – ph. ყველაფერს ემატება ისიც, რომ თავად კოაგულანტი წყლის ph-ს ამცირებს. აკვა–აურატის ნორმალური მუშაობის დიაპაზონი 7-9 ph–ია.

  • დამატებით, წყლის გატუტოვნება მომიწია. ამ მიზნით გამოვიყენე კაუსტიკური სოდა (ძლიერი ტუტეა, ფხვიერი ფანტელები შევიძინე და ხსნარი გავაკეთე).

შემდეგი ამოცანა დოზირების სწორად შერჩევა იყო. ამას დრო დასჭირდა. თავიდან, ყველაფრის დაანგარიშებას პატარა მოცულობაში ვცდილობდი.

საბოლოო რაოდენობა და გამოყენებული საშუალებების თანაფარდობა აწყობილ სისტემაზე შეირჩა.

  • კოაგულაცია წყალს წმენდს არა მხოლოდ ორგანული ნივთიერებებისგან, არამედ სხვა ჭუჭყისგან, რომელთაც მექანიკური ფილტრები ვერ აშორებენ.
  • მწარმოებლის ინფორმაციით, აკვა–აურატი წყალს დეზინფექციას უტარებს.
  • კაუსტიკური სოდის დამატება წყალს არბილებს (ანალიზებით დადასტურდა).

ბევრი მეკითხება, ხომ არ მეშინია ყოველგვარ ქიმიასთან კონტაქტი?

პირველ რიგში, საშუალება, რომლის შესახებ გიამბეთ, ონკანის წყლის გასაწმენდად დიდი ხანია გამოიყენება. ონკანის წყალს კი ყველა იყენებს. საშუალება „შავ ბაზარზე“ არ მიყიდია, არამედ სპეციალურ მაღაზიაში. მეორეც, მესმის, რომ ყველა დოზირება თვალით გავაკეთე, მაგრამ წყლის გამოყენებას მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნით ვაპირებ. დასალევად სხვა წყალი მაქვს.”