10 ეფექტური რჩევა სამზარეულოს იდეალურად დასალაგებლად მოწინავე დიასახლისებისგან

სამზარეულო ადგილია, სადაც ჭუჭყისა და ყველა შესაძლო სუნის გასაჩენად ყველაზე მეტი მიზეზი არსებობს. Novate მოწინავე დიასახლისების რჩევებს გიზიარებთ, რომელთაც წმენდის უნარები ნამდვილად 2:0 ვერსიამდე გააუმჯობესეს.

1. ეფექტური შეჭამანდი ნებისმიერი უსიამოვნო სუნის გასაქრობად

კერძის მომზადების შემდეგ სამზარეულო იდეალურად რომ დაალაგოთ, სუნი ჰაერში მაინც დიდხანს რჩება. განიავება ვერ გიშველით. ამ შემთხვევაში სუნის მკვლელი შეჭამანდი დაგეხმარებათ. ნომერ პირველი რეცეპტი: 1:1 თანაფარდობით ძმრისა და წყლის ნარევი. ნარევი სუსტ ცეცხლზე ხარშეთ ან მთელი ღამით თეფშზე დასხმული დატოვეთ. ჰაერის ქიმიური გამწმენდი შეგიძლიათ ნატურალური საშუალებით ჩაანაცვლოთ. მაგალითად, ლიმონის, ფორთოხლის ან გრეიფრუტის ქერქი წყალში ხარშეთ. როზმარინის ნახარშიც კარგია. კიდევ ერთი კარგი ინგრედიენტია დარიჩინი. ჰაერის ნატურალური გამაჯანსაღებელი შეგიძლიათ მოიმარაგოთ. სპრეი ბოთლში წყალი ჩაასხით, 2-3 ს/კ სპირტი ან არაყი და 20 წვეთი ეთერზეთი დაუმატეთ. ნებისმიერი არომატი შეარჩიეთ. სურვილის შემთხვევაში სითხე თასში გადმოასხით და სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. ასეთი ნახარში სუნს უკეთ აქრობს.

2. სუნის პრევენცია, რომ მოგვიანებით მის გაქრობაზე არ იდარდოთ

რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ კერძის მზადებისას სუნი შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ, თუნდაც გამწოვი არ გქონდეთ? დიახ, ეს რეალურია. ძლიერი სუნის მქონე კერძის მზადებისას, მაგალითად, თევზის შემთხვევაში მზა კერძთან ახლოს მარილ მოყრილი უმი კარტოფილის ორი ნახევარი მოათავსეთ. ის პროდუქტის არასასურველ სუნს შთანთქავს. იგივე ეფექტს მიიღებთ, თუ სამუშაო ზედაპირზე ნახშირით სავსე თასს დადებთ.

3. მარილი დაგეხმარებათ, როცა რაღაც „გაიქცა“

მზადების პროცესში სითხის გადმოღვრა უსიამოვნოა. მაგალითად, ყავის ან წვნიანის შემთხვევაში. პირველ რიგში, ასე გაზქურის გაწმენდა მოგიწევთ, მეორეც, მიმწვარი საჭმლის სუნის გაქრობა. თუ ოპერატიულად იმოქმედებთ, სუნის პრობლემებს თავიდან აიცილებთ. გაზქურის ზედაპირს, სადაც საჭმლის ნარჩენებია, მაშინვე მარილი და დარიჩინი მოაყარეთ. სილამაზეზე არ იფიქროთ, რადგან თქვენი ამოცანა სუნის გაქრობაა. აქ, ორმაგად მოგებული დარჩებით, მარილის დახმარებით საკვების ნარჩენს გაზქურის ზედაპირს მარტივად მოაშორებთ. საკმარისია, სველი ღრუბელი ან სალფეთქი გადაუსვათ.

4. სანაგვე ყუთი უსიამოვნო არომატის გარეშე რეალურია

სანაგვე ყუთის უსიამოვნო სუნის გაქრობაში საშრობი სალფეთქები დაგეხმარებათ. მათ ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაში ან ონლაინ მარტივად შეიძენთ. საშრობი სალფეთქი უცხო არომატებს შთანთქავს და გავრცელების საშუალებას არ აძლევს. უბრალოდ ყუთის ძირში დააფინეთ. იგივე ფუნქციას კატის ტუალეტიც ასრულებს. უფრო ეფექტური მეთოდიც არსებობს, რომელიც ყველაზე მძაფრ სუნებს აქრობს. სანამ სანაგვე ყუთში თევზის ან ხახვის ნარჩენებს გადაყრით, ყუთში სოდა ჩაყარეთ. ზემოდანაც შეგიძლიათ მოაყაროთ. სოდა უსიამოვნო სუნს, როგორც მინიმუმ, ყველაზე ნათელ ნოტებს, შთანთქავს.

5. უსაფრთხო ღრუბლები

ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის გამოცვლას კვირაში ერთხელ გვირჩევენ. თუ ასეთ მიდგომას მფლანგველობად თვლით, ღრუბელი რეგულარულად გარეცხეთ. მაგალითად, ყოველი რეცხვის დროს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოათავსეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ (ლიმონმჟავის ხსნარი გამოგადგებათ). მთავარი მაინც მისი სწორად გაშრობაა. გარეცხილი ღრუბელი ისეთ ადგილას უნდა მოათავსოთ, რომ ყველა მხრიდან გაშრეს. როგორც იცით, სველ გარემოში ბაქტერიები სწრაფად მრავლდება.

6. მიკროტალღური ღუმელის ციტრუსით წმენდა

თასში წყალი ჩაასხით, ლიმონის ნაჭრები დაუმატეთ და ღუმელი მანამ ჩართეთ, სანამ მინა არ დაიორთქლება. ზუსტად 15 წუთში კარი შეგიძლიათ გააღოთ. ასე ღუმელს შიგნიდან მარტივად გაწმენდთ და სასიამოვნო ციტრუსის არომატს მიანიჭებთ.

7. არანაირი უსიამოვნო სუნი მაცივარში

მაცივრის შიგნით სუნის გასაქრობად (განსაკუთრებით ძველ მოდელებში) კუთხეში შემავსებლით სავსე თასი ჩადეთ, რომელიც არომატებს შთანთქავს. ასეთი პროდუქტი შეიძლება იყოს ნეილონში გახვეული სოდა, შვრია, ყავა. თუ უსიამოვნო სუნი საყინულეშია, გაწმენდის შემდეგ ვანილის ექსტრაქტში დასველებული ბამბის დისკით დაამუშავეთ.

8. იდეალური საჭრელი დაფები

ხის საჭრელ დაფას ბუნებრივი ანტიმიკრობული თვისება აქვს, ამიტომ მის გამოყენებას შეფმზარეულები ხშირად გვირჩევენ. ასეთი მასალა პროდუქტის სუნს სწრაფად იწოვს. რა თქმა უნდა, პლასტმასის დაფა შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ მასაც საკუთარი მინუსი აქვს: ჩანაჭერებში პროდუქტის ნაწილაკები ხვდება და არახელსაყრელ ბაქტერიულ გარემოს ქმნის. მასალის მიუხედავად საჭრელ დაფას სწორად დამუშავება სჭირდება. სპეციალური ნარევი მოამზადეთ. მარილის და ლიმონის წვენი აურიეთ. ამ ნარევით საჭრელ დაფას უცხო სუნებს მოაშორებთ. თუ მასალაში სუნი ჩამჯდარია, ცხელ წყალს წვეთი მათეთრებელი დაუმატეთ და საჭრელი დაფა მთელი ღამით მასში გააჩერეთ. ასე დაფას დეზინფექციას გაუკეთებთ და სუნს გააქრობთ.

9. იდეალური ნიჟარა

ნიჟარაში შეიძლება დაგროვდეს საკვების ნარჩენები, ცხიმი, ჭუჭყი. ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი უსიამოვნო სუნს აჩენს. ამის თავიდან ასაცილებლად კვირაში ერთხელ ნიჟარა გაწმინდეთ. სოდის, ლიმონის და წყლის დახმარებით სკრაბი თავად გააკეთეთ. ზედაპირს გაწმენდის შემდეგ ციტრუსის არომატი ექნება. ნიჟარის მილიც ყოველ კვირა უნდა გაწმინდოთ. მილში სოდა ჩაყარეთ, ნელ–ნელა ძმარი დაუმატეთ (1:2 თანაფარდობა). 15 წუთით მოიცადეთ, რომ წარმოქმნილმა ქაფმა შუშხუნა წმენდა ჩაატაროს. ახლა ცხელი წყლით ჩარეცხეთ. ასე სუნს გააქრობთ და მილებში ბლოკირებას დაშლით.

10. იდეალური ღუმელი

ღუმელში შეიძლება იმაზე მეტი საკვების ნარჩენი იყოს, ვიდრე ფიქრობთ. ეს კი უსიამოვნო სუნის გავრცელებას ხელს უწყობს. სუნის გასაქრობად ღუმელს გაგრილება აცადეთ. 700 მლ ძმარი და 200 მლ ბიკარბონატი საცხობ ფორმაზე დაასხით, ლიმონის წვენი დაუმატეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. ძმრისა და სოდის ქიმიური რეაქცია უსიამოვნო სუნს აქრობს. მეთოდი არ გამოიყენოთ, თუ ღუმელში ბევრი ცხიმიანი ნადებია: ამ შემთხვევაში მიმწვარი საკვების სუნი ისე სწრაფად დაბრუნდება, რომ შემჩნევას ვერ მოასწრებთ.