პენოპლექსის ყალიბი. ფიცრები საჭირო არაა, საძირკველი მაშინვე იზოლირებული გამოდის

ჩვენ დროში თითოეულ ფიცარს ოქროს ფასი აქვს. ბევრს სურს, რომ დაზოგოს ხეზე, რომელიც საძირკვლის ჩასასხმელად ყალიბისთვის გამოიყენება, რადგან არ იციან, სად წაიღონ ბეტონით დასვრილი ფიცრები. ამ შემთხვევაში სხვა მეთოდის გამოყენებას გირჩევთ. არსებობს მოუხსნელ ყალიბში ლენტური საძირკვლის ჩასხმის ტექნოლოგია. აქ, ხის მასალა არ გამოიყენება ან შეგიძლიათ ყუაფიცარის სახით ნარჩენები გამოიყენოთ.

მოუხსნელ ყალიბში ლენტური საძირკვლის ჩასხმისას საიზოლაციო მასალის ფურცლები ისმება და სპეციალური პლასტმასის შესაკრავებით ერთმანეთს ეკვრის. ფურცლებს შორის ხვრელები წებოვანი ქაფით ივსება.

რამდენიმე სახის პლასტმასის შესაკრავი არსებობს. ზოგიერთი მათგანი საშუალებას გაძლევთ, რომ საჭირო სისქის საძირკველი გააკეთოთ.

თუ ლენტური საძირკველი საკმაოდ მაღალია, შესაძლოა მოუხსნელმა ყალიბმა ბეტონის წონას ვერ გაუძლოს, განსაკუთრებით მისი ვიბრირებისას. უმჯობესია  ძელებისგან ან ნარჩენი ყუაფიცრებისგან კარკასი გააკეთოთ.

ამ შემთხვევაში უფრო ნაკლები ხის მასალა დაგჭირდებათ, ვიდრე ყალიბის შეკერვაზე.  ამის შემდეგ ყუაფიცრები შეგიძლიათ შეშად დაჩეხოთ.

ჩვეულებრივ ყალიბში ჩასხმულ საძირკველს ნებისმიერ შემთხვევაში იზოლირება სჭირდება. ხოლო მოუხსნელ ყალიბში ამას წინასწარ აკეთებთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დროს ვზოგავთ. თუ საძირკველს მშენებლები აშენებენ, მაშინ ფულსაც დაზოგავთ.

მოუხსნელი ყალიბის მონტაჟისას არმატურით გამაგრებისას კარკასის ჩარჩოზეც ფულს დაზოგავთ. ეს ლითონის დიდი წონაა. ამ შემთხვევაში არმატურა პლასტმასის შესაკრავებზე იდება. ზოგიერთ მოდელში არამატურის ფიქსატორებიც გათვალისწინებულია. არმატურით გამაგრება სწრაფად ხდება. ჩარჩოს მოხრა და სივრცითი კარკასის მოქსოვა საჭირო არაა.

ამ ტექნოლოგიით შეგიძლიათ ფანჯრების და კარების ზემოთ ზღუდარი ჩამოასხათ და ამავდროულად დათბუნოთ. ეს ადგილები ხშირად იყინება. თუ ყალიბს ფიცრებისგან გააკეთებთ, სახლს დათბუნვა აუცილებლად დასჭირდება. ამ შემთხვევაში ყალიბი ადვილად მონტაჟდება და თუ სახლის დათბუნვას არ აპირებთ, ზღუდარსა და არმირებულ სარტყელში გაყინვა გამორიცხული იქნება.

ყალიბის შიდა ნაწილი შეგიძლიათ OSB ფურცლებიდან გააკეთოთ. ბეტონის ჩასხმის შემდეგ დემონტაჟი დასჭირდება. რატომღაც მშენებლებს ამ მეთოდით მუშაობა არ უყვართ და ძველებურად მუშაობას მიჩვეულნი არიან. დამკვეთები კი საჭირო ტექნიკურ გადაწყვეტილებებს არ ფლობენ. არადა სახლი შეგიძლიათ მაშინვე დათბუნოთ და ხის მასალაზე თანხა დაზოგოთ.

პ.ს. შევადაროთ ფასები. 1 მ³ პენოპლაქსის ექსტრუდირებული პოლისტიროლის ქაფი საშუალოდ 230 ლარი/მ³. დაფა 50×150 მმ – 700 ლარი/მ³. ფასში 3-ჯერ დიდი სხვაობაა. ყალიბის სისქე ორივე შემთხვევაში – 50 მმ. მოუხსნელი ყალიბი ფასით უფრო მომგებიანია. ერთადერთი, რის გამოც შეიძლება ხის მასალა შეიძინოთ არის ის, რომ ფიცრებს მოგვიანებით სადღაც მშენებლობაში კიდევ გამოიყენებთ.