6 წარმატებული მეთოდი, როგორ გააუმჯობესოთ არასწორი ფორმების ოთახი

ბინების არასტანდარტული განლაგება იშვიათობა არაა, მაგრამ ხშირად ეს დაბრკოლებად იქცევა. ყველა შესაძლო ნიშა, სვეტი, შვერილი, არასწორი კედელი სასურველი ინტერიერის შექმნაში ხელს გვიშლის. Novate გიამბობთ, რა გააკეთოთ, რომ ბინა უფრო ჰარმონიული გამოჩნდეს.

არასწორი ფორმების ნაკლოვანებები

  • ყველა შესაძლო მოუხერხებელი ელემენტის ქონა ყოველთვის ძვირფასი მეტრის დაკარგვას გულისხმობს. საწყენია, როცა ბინას ყიდულობთ და აღმოაჩენთ, რომ გარკვეული დეტალების გამო მის სრულად გამოყენებას ვერ მოახერხებთ.
  • ასიმეტრიული ოთახი ავეჯის შერჩევისას თავის ტკივილს იწვევს. ასეთ ოთახში სტანდარტული ავეჯი გამოუსადეგარია, აუცილებელი ელემენტების შეკვეთა – ძვირი. ავეჯი ინდივიდუალური პარამეტრებით მინიმუმ 30%–ით ძვირია. გარდა ამისა, პატარა ოთახში ნებისმიერი მოცულობითი, სწორ კუთხოვანი ნივთი არასწორ კონფიგურაციას წინ წამოწევს.
  • არასწორი ფორმის ბინაში განლაგების შერჩევას ვერ შეძლებთ დიზაინერის გარეშე, რომელიც პროფესიონალურ პროექტს აკეთებს. ეს დამატებითი ხარჯია.

რჩევა 1: შვერილი და სვეტი ზონირებისთვის

იმდენად გსურდათ საკუთარი ბინა რომ, სწორი კუთხეების ნაცვლად რთულ არქიტექტურულ გადაწყვეტილებას დათანხმდით? ეს ისეთი საშიში არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუ წესების შესაბამისად ითამაშებთ, ყველა ნაკლოვანება ინტერიერის ხიბლი გახდება. მაგალითად, სხვადასხვა შვერილი და სვეტი სივრცის ზონირებისთვის გამოიყენეთ. ეს განსაკუთრებით აქტუალურია სტუდიოს ტიპის ბინაში, სადაც ღია განლაგება გვხდება. სვეტები კომუნიკაციების დასამალად გამოგადგებათ. ყურადღების გასამახვილებლად კედლის ფერში გადაღებეთ – ასე გამოხატული ვერტიკალური ელემენტი ჭერის სიმაღლეს მომგებიანად ხაზს გაუსვამს.

რჩევა 2: წარუმატებელი პროპორციები ავეჯით დამალეთ

ზოგჯერ წარუმატებელი განლაგება არა ნაკლი, არამედ უპირატესობა და ბინის არჩევისას გადამწყვეტი შეიძლება გახდეს. მაგალითად, თუ ბინაში აკუსტიკური ოთახის (სახლის კინოთეატრი) მოწყობა გსურთ ან ხმის რეჟისორი ხართ, დახრილი კედლის ვარიანტს განრაზხ აირჩევთ.

მოუხერხებელი ზონა შეგიძლიათ ავეჯით დამალოთ, რომ თვალშისაცემი არ იყოს. როგორც ვარიანტი, უსწორმასწორო კედლის გასწვრივ დაბალი სათავსო მოათავსეთ. გირჩევთ, ავეჯი შეკვეთით დაამზადოთ. ასე ნაკლოვანებას უკეთ დამალავთ. მოპირკეთებაში გამოგადგებათ მუქი მდფ–გან დამზადებული აკუსტიკური პანელები. ასე ტროპიკული სტილის სახლის კინოთეატრს შექმნით.

რჩევა 3: ნაკლოვანებები გამოკვეთეთ

თუ შვერილს და უთანასწორო ადგილებს ვერ მალავთ, გამოდის, უნდა გამოკვეთოთ. მსგავსი ელემენტები მიმზიდველად და საინტერესოდ გამოიყურება, თუ მათზე აქცენტს გააკეთებთ. როგორც ვარიანტი, გამოიყენეთ სარკე, რომელიც შვერილს სივრცეში ვიზუალურად შლის, ოთახს აფართოებს და სინათლეს, ასევე ორიგინალურ გაფორმებას მატებს. შესანიშნავი იდეა: ეფექტური განათება. მაგალითად, ნიშაში ლედ ზოლები დაამონტაჟეთ და ამის ხარჯზე კედლის არასწორ გეომეტრიას ვიზუალურად ხაზი გაუსვით.

რჩევა 4: სწორ კედელზე აქცენტი გააკეთეთ

სხვა მიმართულება შეგიძლიათ აირჩიოთ და აქცენტი არა არასწორ კედელზე, არამედ სწორ კედელზე გააკეთოთ. დიზაინერები თვლიან, რომ არასწორი ფორმის ოთახში ჰარმონიული კომპოზიციის შესაქმნელად ეს უმარტივესი მეთოდია. ავეჯის და მოწყობილობის უმეტესობა სწორი კედლების გასწვრივ მოათავსეთ. კერძოდ, აქ უნდა მდებარეობდეს დიდი ზომის ავეჯი: დივანი, საწოლი, კარადა, კომოდი, სამზარეულოს ავეჯი და სხვა.

რჩევა 5: სათავსო მოაწყვეთ

დაფიქრდით, შეიძლება თუ არა ჩაშენებული სათავსოს მოწყობა. როგორც წესი, ეს რჩევა არასწორი ფორმის სააბაზანო ოთახში გამოგადგებათ. გაიხსენეთ, რომ ინტერიერში ზედმეტი ელემენტები არ არსებობს. თითოეული მათგანი გარკვეულ როლს ასრულებს. მაგალითად, ნიშაში შეგიძლიათ დაამონტაჟოთ სარეცხი მანქანა ან ჩაშენებული კარადა. ერთგვარი „ტექნიკის კუთხე“ სივრცეს ვიზუალურად აფართოებს და უფრო სიმეტრიულს ხდის.

თქვენი მიზნებისთვის სამზარეულოში ან სააბაზანო ოთახში სავენტილაციო და საკანალიზაციო შახტებიც გამოდგება. ნიშის „ინტერიერში“ იდეალურად თავსდება სტელაჟი და თაროები, ხოლო კარადა ღია ფასადით ოთახს უფრო სწორს და ფუნქციურს ხდის.

რჩევა 6: კომუნალური ოთახი მოაწყვეთ

თუ ბინის ერთ ნაწილში გარდერობის ან საკუჭნაოს მოწყობას გეგმავთ, ამისთვის ყველაზე არახელსაყრელი არქიტექტურის ადგილი შეარჩიეთ. სათავსო არსებულ სტრუქტურას ადვილად ეგუება. შესაფერისი თაროები, უჯრები შეგიძლიათ შეუკვეთოთ. ინტერიერის გარეგნობა რომ არ დაზიანდეს და არასწორი გეომეტრია წარმატებით დამალოთ, ლამაზი კარი დაკიდეთ.